ამ შემთხვევაში კი უკვე ევრო კავშირის გასკდომის შანსები ძალიან გაიზრდება,თუ რუსეთი და ამერიკა მართლაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მერე ევროპაში წავა მკითხაობა იმაზე თუ ვის დაუჭირონ მხარი და დანარჩენი კი ვიცით ჩვენ

აღმოსავლეთ ევროპა,სკანდინავიის ქვეყნები და ინგლისი ამერიკას დაუჭერს მხარს დასავლეთის ქვეყნები ან რუსეთს ან ნეიტრალურს მიაწვება და ეს კიდევ ერთ საფუძველს ჩადებს ევროკავშირის გასკდომის პროცესში რომელიც უკვე შორს აღარაა(ჩემი აზრით სადღაც 20-30 წლის საკითხია) და როგორც მე ვფიქრობ არც იუგოსლავიის სტილის ომია გამორიცხული,წარმოვიდგინოთ რომ(ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება ამ სცენარში განხილული არაა) ერთ დღესაც პოლონეთი,ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გადიან ევროკავშირიდან და ნატოდან იმ მიზეზით რომ ისინი რუსეთისაგან დაცვის გარანტიებს ვერ ხედავენ ამ ორგანიზაციების წევრობაში,ევროპის დიდი ქვეყნები ცდილობენ მათ შეკავებას და ახორციელებენ სამხედრო ინტერვენციას ამ ქვეყნებში,თავის მხრივ რუსები სარგებლობენ ამით და იწყებენ განდგომილთა იარაღით და მოხალისეებით მომარაგებას
ამასობაში დასავლეთ ევროპაში და ევროკავშირის დანარჩენ ტერიტორიებზე აქტიურდება ათასი ჯურის ევროსკეპტიკური,ანტიგლობალისტური,ულტრა მემარცხენე,ულტრა მემარჯვენე და სხვა ორგანიზაციები,თავიდან ყველაფერი მიტინგებით იწყება,მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ უკვე ისმის სროლებიც,პოლიცია საკმარისი აღარაა სიტუაციის გასაკონტროლებლად,ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელობა იძულებული ხდება ქალაქებში ჯარის ნაწილები ჩააყენოს,რაც თავის მხრივ უკვე ადრე წყნარად მყოფ მოსახლეობაშიც უკმაყოფილებას იწვევს,რითაც სარგებლობენ ევროკავშირის დაშლით დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები სარგებლობენ ამით და ახერხებენ
ზემოთ აღნიშნული დაჯგუფებებისათვის იარაღის მიწოდებას,ამასობაში ომი "განდგომილ ქვეყნებთან" ჭიანურდება და
უკვე თვითონ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ჩნდება ფრაქციები,ერთი მიიჩნევს რომ სჯობს ამ ქვეყნების "თავიანთ გზაზე გაშვება",მეორე კი თვლის რომ ნებისმიერი ძალით უნდა შეჩერდეს კავშირის დაშლა,გაჭიანურებულ ომთან და მისი ხარჯების გამო დაკავშირებულ ცხოვრების დონის გაუარესებასთან ერთად ევროპაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი
დაუჭერს მხარს ადგილობრივ ევროსკეპტიკურ და ნაციონალისტურ ორგანიზაციებს,ნაციონალიზმის აღზევებასთან ერთად სავარუდოა რომ დაიწყება ადგილობრივ მოსახლეობასა და ემიგრანტებს შორის დაპირისპირებანი,არაა გამორიცხული ე.წ Race riots და სერიოზული შეიარაღებული დაპირისპირებებიც,განსაკუთრებით ექსტრემისტულად განწყობილ მუსლიმ ემიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის,ხალხის მხარდაჭერის დაკარგვასთან ერთად დაიძაბება სიტუაცია ევროკავშირის მთავრობაშიც რომელიც თავის გადარჩენას დიქტატურული ზომების მიღებით შეეცდება რომლებიც სავარაუდოა რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებენ,მაგრამ მიუხედავად ამისა აქტიური დისიდენტების რაოდენობის კიდევ უფრო გაიზრდება,ადგილობრივი მმართველობები უკვე ვეღარ შეძლებს მოსახლეობის დაწყნარებას და დაიწყება რეჟიმების შეცვლა,ზოგგან მშვიდობიანად,ზოგგანაც სამხედრო გადატრიალებით ან სამოქალაქო ომით,ამასობაში შესაძლებელი ხდება რომ სიტუაციის დაწყნარების მიზნით ე.წ. დიდი ძალები შეეცდებიან სარგებლის ნახვას და განახორციელებენ აშკარა ინტერვენციას ევროპის ქვეყნებში,ჩემი სავარაუდო პროგნოზით ეს ძალები იქნებიან ჩრდილო აფრიკელი არაბების ალიანსი,ამერიკა,რუსეთი და არაა გამორიცხული ჩინური,ინდური და შესაძლოა რომელიმე სამხრეთ ამერიკული ქვეყნის საექსპედიციო ძალები,ინტერვენციის შედეგად საზოგადოებრივი დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება,გარეშე ძალები შეეცდებიან ემიგრანტების და ადგილობრივი სეპარატისტების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას,ევროპაში გაჩნდებიან ახალი სახელმწიფოები,ევროკავშირის მთავრობა შეეცდება რეფორმის გზით დააწყნაროს ხალხი და დაიწყებს რაღაც პერესტროიკის მსგავსს,მაგრამ ეს ვერ იმუშავებს რადგან დაპირისპირება უკვე შორსაა წასული,შესაძლოა ზოგი,უფრო ლიბერალური ქვეყნის მოსახლეობის დაშოშმინება კიდეც მოხერხდეს,მაგრამ ევროკავშირი როგორც ასეთი,დღევანდელი სახით არსებობას შეწყვეტს და გარდაიქმნება დასავლეთ ევროპის 5-6 სახელმწიფოს კავშირად ან გარდაიქმნება რაღაც
ცუდად შეკრულ კულტურულ-ეკონომიკურ გაერთიანებად.თუმცა რეფორმების ჩავარდნა და კავშირის საერთოდ დაშლაც არაა გამორიცხული
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.