კავკასია მოღალატეებს სჯის
იანუს ბეკ ევკუროვი ინგუშეთის მბრძანებელი კავკასიის მოღალატეა 22 ივნისს, 8:20 საათზე გზატკეცილ ”კავკაზზე” ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევქუროვი ააფეთქეს. როგორც რუსული საცნობარო საშუალებები იტყობინებიან, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გაჩერებული, დანაღმული მსუბუქი ავტომანქანა სწორედ მაშინ აფეთქდა, როდესაც მას იუნუს-ბექ ევქუროვის ამალა გაუსწორდა.
იანუს ბეკ ევქუროვის აფეთქებააფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა ინგუშეთის მმართველის პირადი დაცვის ოთხი წევრი, ხოლო ხუთი კი დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, დაჭრილია თავად იუნუს-ბექ ევქუროვიც. მას ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის საავადმყოფოში დილის 9 საათზე ჩაუტარდა საკმაოდ რთული მკურნალობა. როგორც ევქუროვის მრჩეველმა მუსა ფლიევმა განაცხადა, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქვეყნის დაჭრილი მეთაური გადაერჩინათ. დილის 10 საათისათვის გავრცელდა ცნობა, რომ ევქუროვის სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა იუნუს-ბექ ევქუროვის ძმა, უვაისი, რომელიც იუნუს-ბექ ევქუროვთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ინგუშეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მუსა ფლიევმა განმარტა, უვაის ევქუროვის გადარჩენა შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ფლიევმა არ დაადასტურა ცნობა პრეზიდენტის დაცვის წევრების დაღუპვის თაობაზე. მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა მხოლოდ ის მანქანა, რომელშიც იმყოფებოდა პრეზიდენტი ევქუროვი, მისი ძმა და დაცვის ორიოდე წევრი. აფეთქების შედეგად ყველანი დაიჭრნენ, მაგრამ უვაის ევქუროვის გარდა, არავინ დაღუპულა.


მიუხედავად ამისა, ”იტარ-ტასმა” თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ინგუშეთის ხელმძღვანელ ევქუროვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი, ხოლო მძიმედ დაჭრილია ხუთი დაცვის წევრი. მოგვიანებით, ეს ცნობა დაადასტურეს სხვა რუსულმა საცნობარო საშუალებებმა და ასევე, მოჯაჰედებმაც - ერთ-ერთ ჩეჩნურ წარმოსახვით გვერდზე გამოჩნდა დაწვრილებითი აღწერა იმ თავდასხმისა, რომელიც ინგუშეთის მბრძანებელზე ინგუშეთის დედაქალაქიდან სულ რაღაც 150 მეტრში მოუწყვეს.
დაცვის მანქანაჩეჩენი მებრძოლების თქმით, ბომბის საერთო წონა 200 კგ-ზე მეტი იყო და დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ დააზარალა არა მხოლოდ ევქუროვის მანქანა, არამედ მთლიანად თანხმლები დაცვაც. ამასთან, დანაღმულ "ტოიოტა ლექსუს"-ის ავტომანქანას, არც მეტი არც ნაკლები - მოსკოვის ნომრები ჰქონდა. როგორც წყარო
http://kavkazcentr.com იტყობინება, რუსები მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ცნობებს არ ახმაურებენ.
აღსანიშნავია, რომ იუნუს-ბექ ევქუროვი, რომელიც რუსული არმიის მაღალჩინოსანია, თავის დროზე ჩეჩნეთშიც იბრძოდა და ცხადია, ამის გამო, მას სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ როგორც ჩეჩნები ასევე ინგუშებიც. ჩეჩნეთში ყველასათვის ცნობილია, მაგალითად, ის რომ ჩეჩნეთის დასახლება ბამუთში, რუსების დამსჯელ რაზმს პირადად ევქუროვი ხელმძღვანელობდა და მისი მითითებით ხდებოდა ეჭვმიტანილი ბამუთელების მკვლელობა. აქვე დავძენთ იმასაც, რომ ხუთი წლის წინ - 2004 წლის 22 ივნისს, როცა ჩეჩენი და ინგუში მებრძოლები ინგუშეთის მაშინდელ დედაქალაქში, ნაზრანში შეიჭრნენ, მათ გასანადგურებლად კბილებამდე შეიარაღებულ რუსებს სათავეში სწორედ იუნუს-ბექ ევქუროვი ედგა.
გავრცელებული ცნობის თანახმად, 22 ივნისი ევქუროვის დასჯას სწორედ ზემოთხსენებული მოვლენის მოსაგონრად შეირჩა. თუმცა ”სულწაწყმედილ ინგუშთა მეთაური” მაინც გადარჩა. კაცმა რომ თქვას, მასზე თავდასხმა მოსალოდნელი ყოველთვის იყო.
ინგუშეთისაქმე ისაა, რომ გზატკეცილი ”კავკასია”, როგორც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, სსახელმწიფო მნიშვნელობისააა და როგორც რუსები ამტკიცებენ, მისი ყოველი მეტრი მეთვალყურეობის ქვეშაა.
საყურადღბოა, რომ ამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კვირა-ორშაბათის ღამეს დაბა ორჯონიკიძევსკაიაში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ინგუშეთის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელის, რუსლან მეირიევის ბიძაშვილი, ვინმე ასლან მეირიევი. იგი რუსლან მეირიევის კუთვნილი ავტომანქანა ”ვოლგით” გადაადგილდებოდა და სიკვდილმაც ბიძაშვილის მაგივრად უწია, თუმცა მამა აბრამის ბატკანი არც თავად გახლდათ - ასლან მეირიევის სახელი ინგუშეთში ადგილობრივ სადამსჯელო რაზმ ”ომონთან” აისახებოდა. მას მთიანი ინგუშეთის მშვიდობიან მოსახლეთა აწიოკებაში სდებდნენ ბრალს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინგუშეთში მოღალატეების, ანუ რუსებთან (მტრებთან) თანამშრომლობით სახელგანთქმული პირების წინააღმდეგ გამოცხადებული დასჯა კვლავაც გრძელდება და ინგუში მამულიშვილები მტრებს ახალ-ახალ მოულოდნელობებს სთავაზობენ.

რუსეთის მონა, მოღალატე ევკუროვის მერსედესი აფეთქების შემდეგ