პარდონ, აფსუები მინდოდა დამეწერა, ჩერქეზ-ადიღელების მონათესავეები თუ არ ვცდები. იქ მაშინ სწორად დავწერე, ასე რომ ეს არ იყო მიზეზი გაფრთხილების და რომ დაველაპარაკე მერე თვითონაც დამეთანხმა

რა გამახსენდა იცი? ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება და მოწოდებები "საქართველო ქართველებისთვის"

ეს ისე, პარალელისთვის

იმას რატომ არ კითხულობ, რატომ გაუუქმეს კოსოვოს ავტონომია? ეგენიც ისე ხომ არ ხტოდნენ როგორც ჩვენი ორი რეგიონი? მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ასე იყო. მაქვს კიდეც ნასაუბრები ამ საკითხზე. ჩემი ახლობელი არის კოსოვოელი ალბანელი და თვითონ აქვს ნათქვამი დამოუკიდებლობა გვინდოდაო და მაშინ გაგვიუქმეს ავტონომიაო. როგორც ის მეუბნება, მანამდე ძალიან ფართო ავტონომია ჰქონდათ ყველა სფეროში.
შენს მიერ მოყვანილი არგუმენტები შეესაბამება დასავლეთის არგუმენტებს, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და მეორე მხრიდანაც უნდა შეხედო

არ ვდებ თავს კოსოვოს საკითხებში ექსპერტობაზე, უბრალოდ რაც წამიკითხავს და გამიგონია, სერიოზული ეჭვი მიჩნდება რომ სერბეთს მაგრად "გაუჩალიჩეს" 90-იანებში.
ეთნოწმენდა ძალიან არ ადარდებს ამერიკას, არც ერთი ერის. კოსოვოს მოვლენების პარალელურად რუანდაში უარესი ხდებოდა. ჩაერია ჰუმანიტარული ინტერვენციით ამერიკა ან ევროპა?

კოსოვოელების დათანხმებას არაფერი უნდოდა და არც არავინ არაფერს ეკითხებოდა მაგათ. ამერიკას მეორეჯერაც რომ ეთქვა უნდა "გადაყლაპოთ" ეთნოწმენდაო, წინააღმდეგობას გაუწევდნენ კოსოვოელები? გაუწევდნენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერდნენ.
არის წყაროები, რომლებიც აფსუების დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხოტბას ასხამენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას ადასტურებენ. რა ვქნათ, დავუჯეროთ?

საკამათო საკითხი არის ჩვენთვის, მართალია. არ ვართ იქაური მკვიდრები და მაგიტომ.
მე პირადად არ მჯერა რომ მილოშევიჩი სისხლისმსმელი ვამპირია და მხოლოდ იმიტომ რომ კოსოვოელი ალბანელები ამოეხოცა, წავიდა ყოველგვარ ავანტიურაზე. მასე ზვიად გამსახურდიაზეც იძახიან მავანნი, ფაშისტი იყოო. მილოშევიჩს მიზეზი რომ არ ჰქონოდა, არ დაიწყებდა ეთნოწმენდებს. ახლა დასავლეთი ყოველნაირად შეეცდება რა თქმა უნდა, განტევების ვაცად "სერბი ფაშისტები" გამოიყვანოს. ამას ემსახურებოდა ახტისაარის გეგმაც .
არც სერბებს ვამართლებ, არც კოსოვოელებს და არც დასავლეთს, უბრალოდ არ მიმაჩნია მართებულად მხოლოდ სერბების დადანაშაულება. მანდ ყველას მიუძღვის წვლილი, ყველაზე მეტად კი დასავლეთს.
ამაყი საქართველოს შვილი...
EHRE...
All animals are equal, but some animals are more equal :)