gabisonia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6620
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05
|
#15143777 · 19 Aug 2009, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია - რუსეთის სატელიტი?
სათაურში გამოტანილი კითხვა ერთი შეხედვით თითქოს აბსურდულია. მართლაც, სად იჩქერია და სად - რუსეთის სატელიტობა? ჩეჩნეთმა ხომ ოთხი წელი იომა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, და ბოლოს, «დაამარცხა» კიდეც? როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩეჩნეთი რუსეთის სატელიტი იყოს? ამჟამადაც იჩქერიის ლიდერები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ, - რუსეთთან შერიგებას არ აპირებენ და ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმების საკითხს არც განიხილავენ; მაგრამ, მეორე მხრივ, ვიდრე საბოლოო დასკვნას გავაკეთებდეთ, უპრიანია განვიხილოთ ცნება «სატელიტი». სატელიტობა ყოველთვის «მონობას» როდი ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, იგი ინტერესთა თანხვედრიდან მომდინარეობს. მაგალითად, სომხეთი რუსეთის სატელიტია, ვინაიდან რუსეთი მას აზერბაიჯანის დამარცხებაში ეხმარება. ასევე, ისრაელიც შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აზრით ამერიკის სატელიტად, ვინაიდან, იგი განუხრელად მოქმედებს საკუთარი და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ამის გათვალისწინებით, განვიხილოთ უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც უაღრესად ნიშანდობლივია ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის მისწრაფებიდან გამომდინარე: რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სამხედრო ბაზაზე, ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, კერძოდ ნათქვამი იყო: «ჩეჩნეთი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიას ერაყის წინააღმდეგ და ამასთანავე აფრთხილებს კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ ამერიკის მხარდაჭერისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერა უაღრესად მძიმე შედეგებით დასრულდება მათთვის». ერთი სიტყვით «იჩქერიის» საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება აშკარა მუქარას შეიცავდა, მაგრამ ვის წინააღმდეგ იყო ეს მუქარა მიმართული? აზერბაიჯანის? - გამორიცხულია! აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამერიკის განაწყენებას მოერიდა (დაბომბვათა დაგმობით), მეორეს მხრივ კი არც «მაჰმადიან ძმებთან» მისასვლელი გზა მოიჭრა. სომხეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რუსეთმა (აგრეთვე «კავკასიური ქვეყანაა») ისტერიკა მოაწყო ერაყის დასაცავად. მაშასადამე, იჩქერიის თავხედური მუქარა ისე ვდა ისევ საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ზემოთმოყვანილი განცხადებაც საქართველოს ხელისუფალთა გასაგონად ითქვა, ვინაიდან სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი ერთმნიშვნელოვნად ამერიკის სამხედრო აქციას. ესე იგი, ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ საქართველოს გულისხმობდა იმ ქვეყანაში, რომელიც «ფხიზლად იყოს, თორემ ამერიკის მხარდაჭერა ძალიან ძვირად დაუჯდება». ბუნებრივია, ამგვარი პროვოკაციული მუქარა რუსეთის გულის მოსაგებად გამოითქვა. თითქოსდა, იმავე ლოგიკით, როგორც შეიძლება ჩეჩნეთი, რომელმაც ოთხასი წლის განმავლობაში ამდენი ტკივილი, დამცირება, გადასახლება, ხოცვა-ჟლეტა, გენოციდი აიტანა რუსეთისაგან - მაინც რუსეთის «გულის მოგებას» ცდილობდეს? მაგრამ ნუ ავჩქარდებით; მაგალითად, ერთი ჩვენი კოლეგა გაკვირვებით კითხულობდა ასლან მასხადოვის ცნობილი განცხადების გამო (ამერიკა რუსეთზე ბევრად საშიშიაო): ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩეჩნებისათვის არაფერი დაუშავებია, - პირიქით, სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, - ესენი კი «ამერიკას უფრო საშიშად» რატომ მიიჩნევენო. სინამდვილეში აქ არანაირი პარადოქსი არ არის. ჩეჩნეთმა რუსეთის წინააღმდეგ კი იომა, მაგრამ იჩქერიის ლიდერები, ისევე, როგორც მთლიანად ჩეჩნური საზოგადოება, უაღრესად «პრაგმატულია ამ იდეალიზმში». ამიტომ, თუ რუსეთი ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, იჩქერია უეჭველად აქტიურად იმოქმედებს ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე კავკასიაში რუსეთის «მტრების», უპირველესად კი საქართველოს წინააღმდეგ. მით უმეტეს, ჩეჩნებს მშვენივრად ახსოვთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში რუსეთის შემოსვლას საქართველომ ყველაზე მეტად შეუწყო ხელი. რუსეთის სიძულვილი სრულებით არ გამორიცხავს საქართველოსადმი მტრობას - უფრო პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩეჩნეთთან ურთიერთობაში საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რათა არ გამოვიდეს ისე, რომ ჩეჩნებმა რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულად განაწყონ საქართველოსადმი, ხოლო შემდეგ რუსეთის ეს ანტიქართული განწყობა თავადვე გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო «იჩქერიასთან» ნებისმიერ კონტაქტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ რუსეთი დაარღვევს პირობას აფხაზ სეპარატისტთა იზოლირების თაობაზე. ყოველთვის გვახსოვდეს: რა სიტყვებიც არ უნდა წარმოთქვან ჩეჩენმა ლიდერებმა «საქართველოს სიყვარულისა და მეგობრობის შესახებ», - თუ აფხაზეთში ომი დაიწყო, ისინი მაინც ზურგში დანის ჩასაცემად ქართველებს უფრო გაიმეტებენ, ვიდრე აფხაზებს. და საერთოდ, დროა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს (მით უმეტეს საქართველოს) პოლიტიკა მკაცრ პრაგმატიზმს უნდა ექვემდებარებოდეს და არა აკვიატებულ სქემებს ნებისმიერი ქვეყნისა და ერის მიმართ.
მერიდიანი, 25 იანვარი, 1999 წელი
ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალ ავანტიურაში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ
პარასკევს, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების განხორციელების შესახებ. იგულისხმება ბლოკადა, რომელიც ისედაც ხორციელდებოდა 7 წლის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად ყოვლისმომცველი გახდება: ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ვეღარ გაივლის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან მომავალი მატარებლები. ორი წელია რუსეთი გაფაციცებით აშენებდა შემოვლით სარკინიგზო ხაზს დაღესტანში. ამჟამად, როგორც ჩანს, ხაზი მზად არის. ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ისევე როგორც მზად არის, ალბათ, შემოვლითი გაზსადენი აზერბაიჯანის «მცირე ნავთობის» ექსპორტირებისთვის ნოვოროსიისკისკენ; სხვა შემთხვევაში, ჩეჩნეთს შეუძლია «საპასუხო ზომის» სახით გადაკეტოს ნავთობსადენი, რაც საქართველოსთვის (ასევე უნდა ითქვას) უაღრესად ხელსაყრელი და მომგებიანია. მაგრამ ეს სხვა საკითხია. ამჯერად გაცილებით საინტერესო და ნიშანდობლივი ის გარემოებაა, რომ რუსეთმა ღიად, დაუფარავად, დეკლარირებულად მიმართა ბლოკადას როგორც პოლიტიკურ ზემოქმედების ხერხსა და მეთოდს. ამის საწინააღმდეგოდ რაღაც არ ისმის რუსული «გოსდუმის» დეპუტატთა, როგორც კომუნისტთა ასევე, ეგრეთ წოდებულ «დემოკრატთა» პროტესტები. არადა, აფხაზეთის «ბლოკადის» გამო ისინი დღენიადაგ გამოთქვამენ პროტესტს. «დემოკრატი» ეგორი იავლინსკი ქართველ ჟურნალისტთან საუბარში ზიზღით აღნიშნავდა: «როგორ არ გრცხვენიათ ქართველებს აფხაზი ბავშვები ხომ აფხაზეთში შიმშილით იხოცებიან, ადამიანები არ ხართ, ელემენტარული ადამიანობა ხომ უნდა გამოამჟღავნოთო...» ახლა რაღაც არ ისმის მისი საპროტესტო განცხადება «ჩეჩენი ბავშვების გადასარჩენად», რომელთაც უფრო მეტად ემუქრება შიმშილით სიკვდილის საფრთხე ვიდრე აფხაზეთს, ვინაიდან კარგად ვიცით, რა «ბლოკადასაც» ახორციელებს რუსეთი მდინარე ფსოუზე - «რუსეთ-აფხაზეთის» საზღვარზე; მცირეოდენი შეზღუდვები კი სულაც არ უშლით ხელს აფსუა სეპარატისტებს, რათა გაიტანონ ყველაფერი, რაც სურთ და სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, «გოსდუმის» წარმომადგენელმა საქართველოს ევროსაბჭოში მიღებისას ცრემლები ღვარა: «საქართველო აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ბლოკადას მიმართავს, რაც არაადამიანური სისასტიკეა - ფაშისტურ ქვეყანას ევროსაბჭოში როგორ იღებენო?!» ახლა აღარც ის დედაკაცი ჩანს სადმე. პირიქით, - რუსი დეპუტატები ყოველნაირად უწყობენ ხელს მთავრობას, რომ რაც შეიძლება მკაცრი სანქციები განხორციელდეს ჩეჩნეთის წინააღმდეგ. შესაბამისი დადგენილებაც კი მიიღეს, ოღონდ მასში «ბლოკადა», რა თქმა უნდა, არც ერთხელ არ იყო ნახსენები; ეს განსაკუთრებით გაიძვერულად შენიღბეს: «მთავრობამ უნდა განახორციელოს ზომები, რათა არ დაუშვას ჩეჩნეთში იარაღის შეტანა, ბოევიკების შეღწევა მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიაზე». რეალურად ჩეჩნეთის გარშემო ნამდვილი ბლოკადა ხორციელდება. ინგუშეთ-დაღესტნისა და სტავროპოლის ტერიტორიაზე კონცენტრირებულია შინაგან ჯართა და სადესანტო დანაყოფთა მნიშვნელოვანი კონტინგენტი, გადაკეტილია ყველა გზა თუ საცალფეხო ბილიკი, ჩეჩნეთს შეუწყდა ელექტროენერგიის, აგრეთვე ბუნებრივი აირის მიწოდება: რაც მთავარია, ჩეჩნეთს აღარ აქვს საშუალება, გაყიდოს ერთადერთი სიმდიდრე - ნავთობი, ან გაცვალოს იგი პურსა და სურსათზე. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, საქართველო დაურთოს მთელს ამ ისტორიას. კრემლის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო «იტარ-ტასი» ავრცელებს ცნობას, თითქოს თბილისმა მიმართა მოსკოვს თხოვნით, შეეცვალა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი. ამ მორიგი გაიძვერობით სურთ განამტკიცონ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიქართული სტერეოტიპები და შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლამის რუსეთი კი არა, საქართველო ახორციელებს «თავისუფლების მოყვარე ჩეჩნეთის» ბლოკადას. გაუგებარია, ამჟამად მაინც რატომ არ შეიძლება რუსეთს მოვთხოვოთ, შეწყვიტოს კატა-თაგვობანას თამაში ფსოუს საზღვარზე? «შეღავათები კი არ დააწესოს», არამედ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი, ისევე როგორც თავად აკეთებს ამას ჩეჩნეთში? თუ არ დაგვთანხმდება, მაშინ, დავემუქროთ, რომ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე დავაწესებდთ ისეთივე რეჟიმს, როგორიც რეალურად არსებობს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე. მაგალითად, თუ ფსოუზე შეუძლია გადაადგილება ყველას, «საბრძოლო ასაკის» მამაკაცთა გარდა, დანარჩენებს კი იქვე, ადლერთან ხვდებათ ავტობუსები და კომფორტულად მგზავრობენ სოჭამდე, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენც ჩეჩნეთის საზღვარზე: დაე, ჰქონდეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება ყველას, საბრძოლო ასაკის მამაკაცთა გარდა (როგორც ფსოუზეა); დაე, მათაც დახვდეთ იქვე საზღვართან ავტობუსები (რაკი ფულის გადამხდელები არიან ავტობუსების მეტი რა დახვდებათ?) და ისევე კომფორტულად იმგზავრონ თბილისამდე ან თუნდაც სტამბულამდე, როგორც აფსუა სეპარატისტები მგზავრობენ სოჭამდე და მოსკოვამდე? რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას? დარწმუნებული ვარ, იგი ძალზე ქმედითი მეთოდი იქნება რუსეთზე ზემოქმედებისათვის. რუსეთი უეჭველად ჩაკეტავს მთლიანად საზღვარს მდინარე ფსოუზე. მით უმეტეს, რომ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, არძინბასა და მთლიანად, აფსუანური სეპარატიზმისადმი სიმპათია მოსკოვში მნიშვნელოვანწილად გაუნელდათ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ: სოხუმის ამჟამინდელ ხელისუფალთ სულაც არ ეპიტნავებათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, არამედ «დამოუკიდებელი სახელმწიფოს», მშენებლობას აპირებენ, რომელიც თავის მხრივ თურქეთზე იქნება ორიენტირებული, სადაც «ნახევარმილიონამდე აფსუა მოჰაჯირი» ცხოვრობს. ამ წინააღმდეგობათა ჭკვიანურად გამოყენებით, შეიძლება იმასაც კი მივაღწიოთ, რომ რუსეთი დათანხმდეს ზღვიდანაც განახორციელოს აფხაზეთის ბლოკადა, რასაც დღემდე არ თანხმდებოდა სეპარატისტთა გააფთრებული წინააღმდეგობის გამო. იმავდროულად, ცოტა არ იყოს უცნაური პოზიცია დაიკავა ჩეჩნეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ - იგი საქართველოს მიმართავს «დახმარებისა და თანადგომის» თხოვნით. პრეზიდენტ მასხადოვის თქმით, «საქართველოსა და ჩეჩნეთს მრავალათასწლოვანი მეგობრობა აკავშირებს». ამიტომ საქართველო არ უნდა იყოს გულგრილი, როდესაც რუსეთი ფაშისტური გენოციდის პოლიტიკას ატარებს ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, თუ საქართველო ასე გიყვართ, თუ იგი «მეგობრად» მიგაჩნდათ, მაშინ რატომ სვით ქართველების სისხლი პეშვით აფხაზეთში? შამილ ბასაევი ხომ ეგრეთ წოდებული «კონფედერაციის შეიარაღებულ ძალთა» მთავარსარდალი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მოსახლეობის ველურ ხოცვა-ჟლეტაში, რასაც აფსუა ფაშისტები ახორციელებენ? თუ ასეა, მე რატომ მომმართავ თხოვნით დახმარების შესახებ - მიმართე იმას, ვისაც თავად ეხმარებოდი, ანუ აფხაზეთს! სწორედ სეპარატისტული აფხაზეთია მორალურად ვალდებული, დაეხმაროს ჩეჩნეთს, თორემ საქართველოს, ამ თვალსაზრისით არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. პირიქით, სავსებით მორალური და გამართლებული იქნება, თუ რუსეთს დავეხმარებით და ამ გზით გადავუხდით სამაგიეროს ჩვენს სისხლისმსმელებს. საოცარია, მაგრამ ფაქტია: ზემოთ თქმულის მიუხედავად, ჩეჩნეთი რატომღაც არძინბასა და აფხაზეთს კი არ მიმართავს თხოვნით დახმარების შესახებ, «მთიელ ხალხთა კონფედერაციას» კი არ სთხოვს დახმარებას, არამედ საქართველოს ეხვეწება, შემიბრალე და დამეხმარე, - ხომ ხედავ რას მიშვებიანო. საინტერესოა, სად არის «მთიელთა სოლიდარობის სულისკვეთება», რაც აფხაზეთში უბედური, მშვიდობიანი ქართველების ჟლეტის იდეოლოგიური საფუძველი იყო? სად არიან ახლა ის ვირთხები ეგრეთ წოდებული «მთიელ ხალხთა კონფედერაციიდან», რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ უმწეო საქართველოს განადგურებისას, ხოლო რუსეთს ვერ უბედავენ იგივეს და ამიტომ შეძვრნენ ისევ თავიანთ ბინძურ სოროებში? რატომ არ მიმართავს შამილ ბასაევი დახმარებისათვის «მთიელ ხალხთა კონფედერაციას»? სად არის ნაძირალა იური შანიბოვი? ან იუსუფ სოსლანბეკოვი? სად არიან ის ყაბარდოელები, ადიღეველები, ჩერქეზები, ვინც იმავე რუსეთის მხარდაჭერით აღფრთოვანებულნი, ნეტარებით ხოცავდნენ ქართველებს და ანადგურებდნენ საქართველოს? არადა, 1992-1993 წლებში მათ უამრავი საშუალება ჰქონდათ ღირსეულად დაემთავრებინათ ომი ისე, რომ არც საქართველო გაენადგურებინათ და აფსუათა მრავალი მოთხოვნაც დაეკმაყოფილებინათ. არ მოინდომეს, - საქართველოს დამცირება და გაჩანაგება არჩიეს - ახლა ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალონ ბასაევებმა, შანიბოვებმა და სოსლანბეკოვებმა. თავს დააბრალონ უპირველესად ის, რომ თავად ნამუსართმეულნი და გაუპატიურებულნი სხედან სოროებში, როცა მათ «ძმებს» საბოლოოდ ანადგურებენ.
დაღესტნის ომი და საქართველოს თამამი პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზემო ომალოს დაბომბვა იყო მცდელობა, საქართველოც ჩაეთრიათ ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესებში, სადაც (უკვე უეჭველია) დიდი ომი იწყება. ისლამისტებისთვის (მით უმეტეს, ჩეჩნებისა და ავარელებისათვის, რომელთათვისაც ომი უპირველესი სულიერი და მატერიალური სარჩოა) 20 წელი არაფერია, მაშასადამე, რუსეთს ცუდი დღე ელის. რა თქმა უნდა, მასზე ახია! გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდნენ თუნდაც იგივე რუსი ჟურნალისტები ოს და აფხაზ სეპარატისტებს, როგორ აგულიანებდნენ და აცხადებდნენ «ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლებად» ისინი, ვინც ახლა «ყაჩაღებსა» და «ტერორისტებს» უწოდებენ ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის მებრძოლ ავარელებს და ჩეჩნებს. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა საბოლოოდ შეთანხმდა (მადლობა ღმერთს), თუ კონკრეტულად რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩნეთში და დაღესტანში მიმდინარე პროცესების მიმართ; ხელისუფლებას მიეცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით; ამის შესაძლებლობა კი მას ყოველთვის არა აქვს; აქედან გამომდინარე, ოფიციალური თბილისი თითქმის მთლიანად თავისუფალია ქმედებებში და აქვს საშუალება გაატაროს ის ხაზი, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნია. ეს ეხება არა მხოლოდ დაღესტნის მოვლენებს, არამედ მთლიანად, საგარეო პოლიტიკურ კურსს. ქართული პოლიტოკრატია ამ სფეროში განსაკუთრებულ სიფრთხილესა და წინდახედულებას ამჟღავნებს, რათა პასუხისმგებლობა არ იკისროს; სხვა საკითხია საშინაო პოლიტიკა, სადაც პასუხისმგებლობის ხარისხი შედარებით დაბალია. რამდენად შეძლებს იგივე ჟვანია და «მოქალაქეთა კავშირი» ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და მაქსიმალური დივიდენდები მოუპოვონ ქვეყანას ჩრდილო კავკასიის მოვლენათა გამოყენებით? ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელისუფლებო და პოლიტიკურ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. აქვე უნდა ითქვას, რომ «მოქალაქეთა კავშირი», მიუხედავად შემადგენლობის სოციალური და მსოფლმხედველობრივი სიჭრელისა, მაინც ახერხებს კარდინალურ საკითხებში ერთიანი პოზიციის დაკავებას. პრეზიდენტი, რამდენადაც ცნობილია, ამ საკითხებში არ ერევა, ანუ პარტიის მართვა მან მთლიანად «მოქალაქეთა» ახალგაზრდულ გუნდს გადააბარა. აქედან გამომდინარე, ეს გუნდი ძალზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. უეჭველია, რომ შევარდნაძის საგარეო და საშინაო პოლიტიკა უკვე არ არის ერთპიროვნული. იგი კოლექტიურად მუშავდება მმართველი გუნდის მიერ, რომლის შიგნით წინააღმდეგობები და აზრთა სხვადასხვაობა დასაშვებია, მაგრამ მათი «გამომზეურება» არასდროს ხდება. ამით მმართველმა გუნდმა იმას მიაღწია, რომ მოქალაქეთა კავშირში «შინაგან წინააღმდეგობებს» ოპოზიცია ვერ იყენებს ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად. იგივე სქემა მეორდება «ომალოსა» და მთლიანად, დაღესტნის ომის შემთხვევაშიც. თუმცა, ეს სახელისუფლებო ტექნოლოგიის საკითხია; რეალურად, საქართველოს მმართველმა ჯგუფმა შეძლო, ერთი მხრივ, გამიჯვნოდა რუსეთის მოქმედებას (დაღესტანში), მეორე მხრივ, ოფიციალური თბილისის პოზიცია მოსკოვს მაინც უტოვებს შესაძლებლობას, გადმოდგას ნაბიჯი ჩვენსკენ, დაგვიმტკიცოს, რომ ცვლის პოლიტიკას აფხაზეთში და, სამაგიეროდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემები ამოიფხვრება, რაც კარდინალურად შეცვლის ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში.
მერიდიანი, 13 აგვისტო 1999 წელი
* * *
არწივი9
QUOTE | ისე რა მინდოდა დამეზუსტებინა-ელცინი და დუდაევი რომ მოლაპარაკებულიყვნენ რაიმე განსაკუთრებულ სტატუსზე მაშინ ჩეჩნები დათანხმდებოდნენ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას? |
კი ინტერვიუ მაქ ნანახი დუდაევი ცნობდა საბჭოთა კავშირს ოღონდ ჩეჩნეთი გაათავისუფლეთო. ვეშაპო
QUOTE | ა იმ "მტერთან" ერთად შემოდიან ხოლმე აგვისტოობით ჩვენს წინააღმდეგ საომრად |
პრაგმატული კაცი ხარ, რომანტიკამ დაგვანგრია და დაგვანგრევს, ნეტა ყველა ქარველი ებრაელი ხალხის გონებით უყურებდეს პოლიტიკას. * * * ამაყი ჩერქეზეთი - «დიდი რუსი ხალხის შემადგენლობაში»
რამდენიმე დღის წინ ჩერქეზთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა ბორის აკბაშევმა, თავის ძველ თანამებრძოლს (აფხაზეთის ომიდან) შამილ ბასაევს შეურაცყოფა მიაყენა. აკბაშევის თქმით, ბასაევი ვიგინდარა ავანტიურისტია, ხოლო მის მიერ დაღესტნის გასათავისუფლებლად წამოწყებული ომი - «პროვოკაცია». აკბაშევი რუსული პრესისთვის გადაცემულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ «ჩერქეზეთი მარად დარჩება დიდი რუსი ხალხის შემადგენლობაში და ვერანაირი პროვოკაციით ვერავინ ააცდენს მას დიდ რუს ხალხთან მეგობრობის გზიდან». ამას რომ ჩერქეზეთის რომელიმე ყოფილი პარტიული მუშაკი ამბობდეს - გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ იცით ვინ არის ბორის აკბაშევი? ეს ნაძირალა 1988-89 წლებში (როდესაც საქართველოში პირველი მიტინგები დაიწყო ანტირუსული ლოზუნგებით), თითქმის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა თბილისში, ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, სხვა ლიდერებს, - არწმუნებდა მათ, რომ «თუ ქართველი ხალხი წამოიწყებს ანტიიმპერიულ ბრძოლას, მოძმე ჩერქეზი ხალხი, ვისაც რუსეთის იმპერიამ გენოციდი მოუწყო და სამშობლოდან გააძევა – გულმხურვალედ ჩაებმება ამ ბრძოლაში». თქვენც არ მომიკვდეთ – ამ გულმხურვალებას სრულებითაც არ შეუშლია ხელი იმავე აკბაშევისთვის, რუსეთის სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ არა იმიტომ, რომ იმთავითვე «კრემლის აგენტი» იყო – უბრალოდ, აკბაშევსა და აკბაშევებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ზნეობრივი კომპრომისი დასაშვებად მიაჩნიათ. მათ სრულებით განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ – მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ქართველებმა არ იკადრეს ემტკიცებინათ, რომ მიტინგის (და ანტირუსული გამოსვლების) მიზეზი ლიხნის შეკრება გახდა. გარწმუნებთ, თუ შევძლებდით დაგვეფიქსირებინა (თუნდაც გვეცრუა), რომ საქართველოში ანტირუსულ განწყობას სწორედ აფხაზ სეპარატისტთა მოთხოვნები აღვივებდნენ – ამით უეჭველად მოვიგებდით და დღეს არძინბები, შამბები და მათი ქვეშევრდომები სულ სხვა ხასიათზე იქნებოდნენ. მაგრამ ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიამ ქართველ პოლიტიკოსებს ამგვარი ცინიკური და პოლიტიკურად გამართლებული ქმედების უფლება არ მისცა. «აკბაშევებს» კი სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ: ეს არ არის ასიმილირებული მარგინალის მენტალიტეტი. ამას დროულად უნდა მივხვდეთ და დავანებოთ თავი სულელურ საუბარს რაღაც «კავკასიურ ერთობაზე» - ჩრდილოკავკასია უკვე მარგინალურია და ეს რეალობა აღარ შეიცვლება.
დილის გაზეთი, 20 სექტემბერი, 1999 წელი
|