ესე იგი, ხველამ გამიარა, ვიფიქრე დავჯდე ვნახო რა ხდება საქართველოში–მეთქი, საერთაშორისოში შემოვედი და
ეს პოსტი რომ წავიკითხე ისევ ამიტყდა
რაო, რაო ვინ დაიწყო 1967 წლის ომი
Ash.-ჯან, ვინაო?
ისრაელმა ხომ არ მიიტანა იერიშები ეგვიპტესა და იორდანიაზეო?
ამ პოსტს (საკმაოდ დიდი გამოვა ვგონებ) დავიწყებ ერთი ძველისძველი ებრაული ანდრეზით, სავარაუდოდ თავის დროზე წყევლა იყო – "ისე გაგიხდეს საქმე, შენით არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო", ასეთი წყევლით შეპყრობილ ადამიანებს (თავის თავს ვგონებ ამოიცნობენ) უმორჩილესად ვთხოვ, დატოვონ ეს თემა
ესე იგი, მოვყვეთ სულ თავიდან, მეცხრამეტე საუკუნიდან, საჰიონის, როგორც იდეოლოგიის, გავრცელებიდან და ფესვმომაგრებიდან
მეცხრამეტე საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მშვიდად, ხაზს ვუსვამ, მშვიდად ცხოვრობდნენ პალესტინაში ებრაელები, მომთაბარე არაბები და მათი მიწათმოქმედი თანამოძმეები (დაახლოებით მეოთხედი ამ უკანასკნელთაგან ქრისტიანი იყო)
მერე კი, ვიღაცას ჩაებადა თავში საჰიონის იდეოლოგია დ მიჰყვეს ხელი გადასახლებას პალესტინაში, ხოლო 1920 მუდროსის დაზავების შემდეგ, თუ ოსმალეთი სუსტ, მაგრამ მაინც წინაღობას წარმოადგენდა, უკვე ეს წინაღობაც მოიხსნა და პირველი აშკენაზური (არ გეგონოთ ეს დამცირებაა ან რამე ამგვარი, უბრალოდ ასე გამოვყოფ გადმოსახლებულ ებრაელებსა და პალესტინის მკვიდრ ებრაელებს, უნდა აღინიშნოს, რომ მკვიდრ ებრაელებთან არც ერთ არაბს პრეტენზია არა აქვს. ზოგიერთის გარდა, თუმცა, ალბათ ამათ გაგებასაც მოახერხებენ ისინი, ვისაც ხუთი შვილი ერთ დღეს მოუკლეს) კიბუცებიც გაჩნდა
უნდა აღინიშნოს აქვე შემდეგი ფაქტი:
ისლამზე გავრცელებული მითი, ყველა არამუსლიმის წარმართად, ქაფირად და გიაურად მიჩნევისა და მათი გაჟლეტვის აუცილებლობისა, შემუშავდა 1920–იან წლებში (შორსმჭვრეტელობა), მაგრამ წყარო მაგ მითისა იყო თალმუდი, კერძოდ: ყოველი ებრაელი, მიუხედავად იმისა რომ პირდაპირი ვალდებულება არ აწევს არაებრაელების ("აქუმი") იმქვეყნად გასტუმრებისა, სასურველია თუ ხელს შეუწყობს ამ საქმეს, ხოლო "აქუმი"–ს მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ებრაელს სხვა "აქუმები" სხვა გზას არ უტოვებენ, ან "აქუმის" გადარჩენით ებრაელების თემს ხელი შეეწყობა (მაგ: "აქუმი" არის ბელადი, მეფე, თავადი ან რამე ამგვარი), სამაგიეროდ სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევა იუდაიზმის უარმყოფი ებრაელისთვის სიკვდილის არიდება მიუხედავად გარემოებებისა. რამდენად სრულდება, არ ვიცი, მაგრამ არსებობს.
ეს გადახვევა აღმოვფხვრათ ეხლავე ბატონებო და მივყოთ ხელი ისტორიას ისევლე ესე იგი
1920–იანებში უკვე ებრაელები აყალიბებენ შეიარაღებულ რაზმებს ყაჩაღი ბიდუინებისაგან თავდასაცავად, ხოლო კიბუცებში ვეებერთელა კოშკებს აშენებენ, ფოტოებიც არის შემორჩენილი კოშკიანი კიბუცებისა, ივრითზე როგორღაც გამოითქმის, მაგრამ რადგანაც ივრითში მოვიკოჭლებ კი არა და სულაც უფეხო ვარ, აღარ მახსოვს.
შემდეგ აშკენაზები იწყებენ შედარებით კარგი და ნაყოფიერი მიწების შესყიდვას ბიდუინებისაგან, ხოლო ის ბიდუინთა შაიხები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან გაყიდვისა, საეჭვო ვითარებებში იღუპებიან, ხოლო დანარჩენები დაშინებულნი ყიდიან მიწებს. ჩნდება პირველი ებრაული მოზრდილი დასახლება თელ–ავივი იაფასთან
ებრაელთა გადმოსახლების ტემპები ნელ–ნელა უფრო ჩქარდება და 1932 წლისთვის ყალიბდება ზემოთაღნიშნული შეიარაღებული რაზმების საბჭოს მსგავსი რაღაც, სახელად ლეჰი
ამის შემდეგ, ებრაელები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ ყაჩაღი ბედუინებისგან იცავენ თავს, ხოლო არაბები, რომლებიც პირდაღებული არხეინად უყურებდნენ ებრაელების შეიარაღებას, ჩივიან "ავადმყოფობის მომტან (სავარაუდოდ მოწამლულ) წყალზე, რომელიც კაცსაც ჰკლავს და პირუტყვსაც", ხანძრებზე, უდაბნოში ორიენტირი სამანების გაქრობაზე ან ისე შეცვლაზე, რომ ქარავანი პირდაპირ კიბუცს მისდგომოდა არაბული სოფლის მაგიერ, სადაც ყაჩაღობას დააბრალებდნენ და ამოჟლეტდნენ და ა.შ. – რომელია მართალი, მაგის დადგენა თქვენთვის მომინდვია
არაბებშიც ჩნდება დრტვინვის ნაპერწკლები, რაც რამდენჯერმე ებრაელებზე თავდასხმებში გამოიხატა, ხოლო 1935 წელს შაიხი 'იზ ალ–დინ ალ–ყასამი (რომლის სახელსაც საკმაოდ და საქართველოში არცთუ ისე კეთილი სახელით ცნობილი ბატალიონი ატარებს) აყალიბებს არაბ მეომართა ლიგას (ჯამი'ათ ჯუნდინ ალ–'არაბიათ), რომელიც შემდგომში ებრაელებში (და მათგან – მთელ მსოფლიოში, რადგან პალესტინის მოვლენების ჟამთააღმწელებმა ებრაელები ჩათვალეს სანდოებად, ხოლო არაბები – არა) "შავი ხელი"–ს სახელით გახდება ცნობილი
1936 წელს იწყება მასობრივი დაპირისპირებები არაბებსა და ებრაელებს შორის, ისე რომ ინგლისის კოლონიალური ჯარები სიტუაციის დამშვიდებას ვეღარ ახერხებენ და აქტიური დამკვირვებლის როლით გამოდიან, რომლებიც მხოლოდ გადამწყვეტ მომენტებში ერევიან, უნდა აღინიშნოს, რიგ შემთხვევებში არაბებისა და რიგ შემთხვევებში – ებრაელების სასარგებლოდ (ალბათ "რაც მეტ სისხლს დაღვრიან ერთმანეთისას, მით ნაკლები დარჩება ჩვენს წინააღმდეგ"–ო ასე ფიქრობდნენ).
არეულობამ 1939 წლამდე გასტანა, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომის ჩრდილი ჩამოწვა, ინგლისს ზედ სუეცთან მოგიზგიზე ცეცხლი არ აწყობდა, რადგან ეგვიპტესაც არ გადაეკიდოს აქედანაო, დასვა წინამძღოლები ორივე მხრიდან და ასე თუ ისე მიანელა ამბავი. ცალკეული შეტაკებები გრძელდებოდა.
ერთმანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას არ ურიგებდა არც ერთი მხარე, მოკლედ რომ ვთქვათ, ორივემ ბევრი მოისაქმეს
ასე განვლო კიდევ ექვსმა წელიწადმა (ჰოლოკოსტს ვუვლი გვერდს) და დადგა 1945 წელი, როცა დიდ–დიდი ბიძიები შეიყარნენ და გადაწყვიტეს, გეტოებიდან ამოყვანილი ებრაელები პალესტინისკენ გაეშვათ, ისე რომ 1947 წელს პალესტინის სამანდატოში (იორდანეს აღმოსავლეთი ნაწილი, დღევანდელი იორდანია, უკვე გამოყოფილია პალესტინის სამანდატოსგან) ებრაელებმა ისეთ რიცხვს მიაღწიეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოთხოვნის სრული უფლება ჰქონდათ. მართლაც, პალესტინა ორად გაიყო – ნახევარი ერთ მხარეს ერგო, ნახევარი – მეორეს.
ასევე ამ ექვსი წლის განმავლობაში აღსანიშნავია რამდენიმე პიროვნების არსებობა, პირველი მათ შორის მენაჰემ ბეგინია, რომელიც დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიის მკვიდრი გახლდათ. ჟანდარმერიასთან კავშირში იყო, თუ რა, ვერ გეტყვით, მაგრამ შინსახკომელებმა 1939 წლის სექტემბერშივე წაიყვანეს და 1942 წლამდე ჯერ საერთო, შემდეგ კი საფილტრაციო ბანაკში გახლდათ. 1942 წელს, უცებ ათავისუფლებენ, ჩადის პალესტინაში, უერთდება ლეჰის, მაგრამ სამ თვესაც არ დაჰყოფს და ახალ შეიარაღებულ ორგანიზაციას აარსებს, ირგუნს, (ირგუნ ცვა ლეუმი, რომლის ლოგოზე ხელში აღებული შაშხანაა გამოსახული და ზოგიერთი ულტრამემარჯვენე ებრაელი ჰეზბოლას დროშას მის მიბაძვად ასაღებს, თუმცა ჰეზბოლას დროშაზე შაშხანა და ხელი პაშდარანის დროშიდანაა გადმოღებული), რომელიც ლეჰიზე ბევრად რადიკალურია და ლეჰის არარადიკალურ წევრებზე დასაშინებელ თავდასხმებსაც კი მიმართავს
მეორე პიროვნება აბრაჰამ შტერნი გახლავთ. იგივე იაირი. მისი დაჯგუფების ხალხი თანამშრომლობდა ნაცისტებთან, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ჰიტლერი ევროპას ებრაელებისაგან გაწმენდდა და მათ პალესტინაში დაასახლებდა
სხვა დანარჩენნი – მარეკ კაანი, ლეიბ ბოიკო, იაკუბ ლევშტაინი და ა.შ. – აღნიშვნის ღირსნი არიან, მაგრამ სხვა უფრო დაწვრილებითი ცნობები ამათზე არ გამაჩნია
აქ უკვე მივდივართ ისევ ორმხრივ ისტორიასთან. ისრაელის მტკიცებით, და ამაზე ალბათ ბევრ ბმულსაც ვიხილავ, რადგან ეს ვერსია დიდად ტირაჟირდება საინფორმაციო საშუალებებში, რომლის თანახმადაც შექმნიდან 2 საათში ყველა არაბულმა სახელმწიფომ შეიყვანა ისრაელის ტერიტორიაზე ჯარები და ებრაელებმა სასწაულით მოიგეს
მეორე ვერსია არაბულია, თითქმის უცნობი, მხოლოდ პროფესორ 'ისა ნახლა'ათის წიგნშია ამაზე საუბარი, რაც მე მინახავს. ბევრმა არაბმაც არ იცის, ასე რომ მოხდა: იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელს გადასცეს, ბევრი არაბული ქალაქი (იაფა, ჰაიფა, რამი, საფირია, სამაჰი, თიბარიასი და ა.შ.) და სოფელი დარჩა, საიდანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი განდევნეს. ამის საპასუხოდ მოხდა არაბული სახელმწიფოების მიერ რეაგირება, ხოლო ისრაელმა სასწაულით კი არა, იუგოსლავიისა და ჩეხოსლოვაკიის გავლით მიღებული საბჭოთა იარაღით მოიგო, რადგან სსრკ–ს ეგონა, ისრაელი საბჭოთა ფარვატერში იცურებდა, რადგან მაშინ არაბული სამყარო მონარქიული იყო (ბაასმა მხოლოდ 50–იანების შუა ხანიდან წამოჰყო თავი, როცა ტრადიციულმა ინსტიტუტებმა, მაგ: მალიქ ვაზიათ რასულ 'ლ–ლაჰ, უა შაიხ ვაზიათ მალიქ (მეფე მოციქულის მოადგილეა და თავადი – მეფისა) – მარცხი განიცადა) და აშშ–სთან ისეთ დამოკიდებულებაში იყო, როგორც საუდის არაბეთი ან ქუვაითია დღეს
ისრაელმა ომი მოიგო. არაბები დამარცხდნენ, ხოლო ვაი – დამარცხებულებს! არაბული სახელმწიფო არ შეიქმნა, ღაზის შემოგარენის ოკუპაცია ეგვიპტემ მოახდინა, დასავლეთ ნაპირისა – იორდანიამ, სირია და ლიბანი ხახამშრალი დარჩნენ, ისრაელის ტერიტორია თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა. ისევ გვერდს ვუვლი დეირ–იასინსა და მსგავს ფაქტებს
ორიოდე სიტყვით პალესტინელ ლტოლვილებსაც შევეხები. მთელს არაბობას, ვინც კი ისრაელის ოკუპირებულ მიწებში მოჰყვა, არ მიეცათ მოქალაქის სტატუსი, რადგან მათი რაოდენობა ებრაელებისას თითქმის უთანაბრდებოდა, ხოლო ზრდის ტემპი მეტი იყო კიდეც და შეეძლოთ რეფერენდუმის ჩატარება მოეთხოვათ და ისრაელი, როგორც სახელმწიფო, გაეუქმებინათ, ამიტომ ეთქვათ მათ უარი მოქალაქეობაზე და ლტოლვილებად და ე.წ. "მოქალაქეობის გარეშე" მყოფებად იქცნენ
ამის შემდეგ, ისრაელი იწყებს მოსაზღვრე არაბულ სოფლებზე თავისი ჰაერსადესანტო ძალებით (აქ მსახურობენ ოფიცრები – მოშე დაიანი და არიელ შარონი) სისტემატურ რეიდებს. მიზეზი ბანალურია – ფედაინების დაჯგუფებების მოქმედება. ვინაიდან პალესტინას არ ჰყავდა წარმომადგენლობა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ვიდრე 1964 წლამდე), ორივე ზესახელმწიფოს კი ისრაელის მხარე ეჭირა (რა ხართ ეს ებრაელები რა, მერე კიდევ დაჩაგრულობაზე დაიწუწუნებენ.) , მსგავსი რეიდები ყურადღების მიღმა რჩებოდა. ყველაზე მასობრივად 1951 წელს განხორციელდა რეიდები, თუმვა 1967 წლამდე არ შეწყვეტილა.
1967 წლამდე იყო 1956 წლის სუეცის კრიზისი, სუფთა წყლის აგრესია ისრაელის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში ბაასისტური მმართველობაა რამდენიმე წელია და საბჭოთა კავშირი უკვე არაბებისკენ აპყრობს მზერას.
მიზეზი ამ აგრესიისა იყო სუეცის არხის კერძო კომპანიებისთვის ჩამორთმევა და ისრაელის, როგორც ეგვიპტის მტერი სახელმწიფოს, მცურავი საშუალებების მასში დაშვების შეზღუდვა.
მერე 1967 წელი დადგა. ეს ომი დაიწყო ისრაელმა, და არა არაბულმა კოალიციამ, როგორც გვერდზე თემაში ტირაჟირდება. ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს იორდანიაზე, ეგვიპტესა და სირიაზე. ოფიციალურ მიზეზად გამოცხადდა ე.წ. დასწრებითი მოქმედებები. არაბებმა ამჯერადაც წააგეს. დამარცხების მიზეზებს თუ ეძიებთ, მოგახსენებთ, რომ ისრაელისგან განსხვავებით, არაბული ქვეყნების ოფიცერთა კორპუსები ხშირი წმენდის ობიექტი იყო და მასში ხალხი არა პროფესიონალიზმის, არამედ ერთგულების ნიშნით წინაურდებოდა. მოგეხსენებათ, ცოცხალ ჭკუას არც ისე დიდი ერთგულება ახასიათებს და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ
1967 წლის დამარცხებამ უფრო გააუარესა არაბების მდგომარეობა. ისრაელმა დაიკავა დასავლეთ სანაპირო, ღაზის სექტორი, ეგვიპტის ტერიტორია სუეცის არხამდე ხოლო სირიისა – გოლანის მაღლობები
1970 პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას პაკისტანელი გენერლისა და შემდგომში პრეზიდენტის, ბრიტანეთის დაზვერვასთან დაახლოებული პირის, მუჰამად ზია 'ლ–ჰაყის დახმარებით იორდანიის მეფე ჰუსაინი აძევებს ქვეყნიდან. ორგანიზაცია თავშესაფარს პოვებს ლიბანში
დადგა 1973. ახლა უკვე არაბები იწყებენ მოქმედებას, ახორციელებენ ოპერაცია "ბადრს" სინაიზე და გოლანის მაღლობებზე საკმაოდ დიდი წარმატებით. ისრაელის ხელმძღვანელობა გაოგნებულია, არაბებმა დღესასწაულ ქიფურს დაამთხვიეს ომის დაწყება (როგორც 1956 წელს ისრაელმა – შუადღის სალაჰს) და გადმოლახეს არხი, დაიკავეს გოლანის მაღლობების ნაწილი. მაგრამ, უეცრად, სირიის არმია უკან იხევს – მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი – მოშე დაიანი ატომური ბომბის გამოყენებით დაიმუქრა. სირიის მხრიდან მოხსნილმა ზეწოლამ ისრაელს საშუალება მისცა გონს მოსულიყო, მთელი ძალები ეგვიპტისაკენ მიემართა, თუმცა მოტორიზებულმა ნაწილებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და მხოლოდ ავიაციის დიდი დატვირთვითა და ზემოთაღნიშნული არაბული ოფიცერთა კორპუსის მდგომარეობის გამო მოიგეს ომი
არაბული სახელმწიფოები შეეგუვნენ მდგომარეობას. მუბარაქმა ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო სირიის არმია მუსლიმთა საძმოს (ამაზე გაამახვილეთ ყურადღება, შემდგომში გაგახსენებთ) აჯანყებაში ჩაეფლო.
მხოლოდ ლიბანში ბაზირებული ფათჰი აგრძელებს წინააღმდეგობას. ისრაელი ქმნის მარონიტ ქრისტიანთაგან დაკომპლექტებულ პარტიასა და ლაშქარს – ქათაიბი (ბატალიონი. ამის გამო ფალანგისტებიც ეწოდებათ), რომელსაც დიდ ფინანსურ და მატერიალურ დახმარებასაც იღებს ისრაელისგან და ფათჰს უპირისპირდება. 1974 წელს ხშირია შეტაკებები ფათჰსა და მარონიტებს შორის, ფათჰს მხარს უჭერს ლიბანის სუნიტური მოსახლეობა.
1975 წელს ლიბანში უკვე ყალიბდება შემდეგი ფრაქციები – ფათჰი (სუნიტები, დახმარებას იღებდნენ საბჭოთა კავშირისა და სირიიდან), ჰარაქათ ალ–მაჰრუმიმი (შემდგომში ამალი, შიიტები, ესენიც საბჭოთა კავშირიდან მარაგდებოდნენ, ოღონდ ლიბიის გავლით), ქათაიბი (ქრისტიანები, ამარაგებდა ისრაელი და აშშ) და დრუზების დაჯგუფება შაიხ ჯუმბლატის მეთაურობით (სავარუდოდ ამარაგებდა სირია), კიდევ რამდენიმე წვრილი დაჯგუფება არსებობდა, მაგრამ ისინი შეერივნენ მსხვილ დაჯგუფებებს ან განადგურდნენ. ლიბანში სირიის არმია შედის სამშვიდობო მანდატით, რასაც მტრულად ხვდება ლიბანის ქრისტიანობა
ბრძოლები მასობრივ ხასიათს იღებს, ხშირია მანქანის გაჩერებისა და საბუთების ნახვის შემდეგ (პასპორტები და სხვა მოწმობები 1958 წლის შემდგომ ითვალისწინებენ მოქალაქის რწმენის აღნიშვნას) დახვრეტები რელიგიურ ნიადაგებზე, ეკლესიებისა და მეჩეთების აფეთქებები, სასულიერო პირთა მკვლელობები და ა.შ.
1978 წელს სამხრეთ ლიბანში შედის ისრაელის არმია, მაგრამ ფეხს ვერ იკიდებს, დიდ დანაკარგებს განიცდის და უკან გადის. ამავე წელს ისრაელი და ეგვიპტე თანხმდებიან კემპ–დევიდში, რაც შემდეგში მუბარაქის სიკვდილის მიზეზი გახდება
ამავე წელს ლიბიაში უჩინარდება იმამი სეიდი მუსა ალ–სადრი, რომელიც საყოველთაო სამშვიდობო კონფერენციის მოთხოვნით მიემგზავრებოდა ევროპის ქვეყნებში. სავარაუდოდ მუამარ ალ–ყადაფიმ გადაწყვიტა მოეშორებინა ის, რადგანაც მისი სამშვიდობო ინიციატივის წარმატების შემთხვევაში ლიბია კარგავდა საშუალებას ქაფი მოერთვა იმ დახმარებისათვის, რასაც სსრკ აგზავნიდა სამოქალაქო ომში. იმამ სეიდ მუსა ალ–სადრის გაუჩინარება იწვევს სიტუაციის გაუარესებას, რადგან კარგადაა ცნობილი მისი გამუდმებული მოწოდებები მშვიდობისაკენ, ასევე მისი ვიზიტები ქრისტიანულ სალოცავებში
მიუხედავად სირიის არმიის მოქმედებებისა, კონფლიქტი უფრო და უფრო უარესდება. მრავლდება საშინლად აჩხლართული ქოხმახებისაგან და გეჯეკონდუებისაგან შემდგარი ლტოლვილთა ბანაკები
აქაც გვერდს ვუვლი ბეირუთულ ბლოკპოსტებს, საბრა–შატილასა და დამურს
პატარა გადახვევა ლიბანიდან – პალესტინაში ჩნდება მუსლიმთა საძმოს (ზემოთ უკვე გაამახვილებდით ყურადღებას) დაჯგუფება, რომელიც ფათჰს უპირისპირდება და თავის თავს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას (ჰარაქათ ალ–მუყავამათ ალ–ისლამიათ, ანუ ჰამასი) უწოდებს. მისი წევრები თავისუფლად დადიან, ეწევიან აგიტაციას ფაქტიურად მოსადისა და შინ ბეტის თვალწინ, მაშინ როცა ფათჰის წევრებს მცირე ეჭვის საფუძველზეც ციხეში სვამენ
კვლავ ლიბანს დავუბრუნდეთ
1982 წელს ისრაელის არმია კვლავ შეიჭრება სამხრეთ ლიბანში. ამჯერად უკვე დასაყრდენსაც პოულობს უნიატი ოფიცრის, საად ჰადადის (სხვათა შორის, ამ უკანასკნელის სურათები ჩოჩიევს მაგონებს, ოღონდ უფრო მოკლე ულვაშით) დაჯგუფების სახით, რომელიც მალე ლიბანის მთავრობად გამოაცხადებს თავს, ხოლო ისტორიას შემორჩება სამხრეთ ლიბანის არმიის სახელით
ამ შეჭრის საპასუხოდ ახალშექმნილი ირანის ისლამური რესპუბლიკა აგზავნის ორ ბატალიონს ლიბანელი შიიტების დასახმარებლად, ოფიციალური მიზეზი – საბრასა და შატილაში მომხდარი ამბის განმეორების თავიდან აცილება გახლავთ. მალე ბიქაას მუჰაფაზაში ადგილობრივებისაგან სეიდ ჰუსაინ ფადლულას, სეიდ სუბჰ ალ–თუფაილისა და სეიდ რაჯიბ ბანათის (რომელიც მალევე მოკლეს) ხელმძღვანელობით ყალიბდება შიიტების ახალი ორგანიზაცია, ჰეზბოლა, რომელიც შემდგომში ისრაელისა და მისი მოკავშირეების დიდ ბრაზს დაიმსახურებს
ისრაელის არმია აგრძელებს წინსვლას და 1984 წელს, როცა ფათჰი თანხმდება ტუნისში გადასვლაზე, იკავებს დასავლეთ ბეირუთსა და გარეუბან დაჰიათ ალ–ჯანუბიას (უპირატესად მუსლიმებით დასახლებულს)
რადგანაც ფათჰი უკვე წასულია ლიბანიდან, ისრაელის ლიბანში შეჭრის ოფიციალური მიზეზი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ სამხრეთ ლიბანის არმია სასწრაფოდ აშანშალებს მიმართვას, სადაც "ლიბანის კანონიერი მთავრობის" სახელით სთხოვს ისრაელს დარჩეს, არსდება ხიამის საკონცენტრაციო ბანაკი ძველი ფრანგული ყაზარმების შენობაში, სადაც ტყვეებსა და პატიმრებს უსაშინლესი მეთოდებით აწამებენ
ისრაელი რჩება, ხოლო ლიბანში ომი გრძელდება 1990 წლამდე. 1990 წელს თაიფის შეთანხმებით ლიბანური ლაშქრები იარაღს აბარებენ, განუიარაღებელი რჩება მხოლოდ ორი – ჰეზბოლა და სამხრეთ ლიბანის არმია
პალესტინაში საერთო სახალხო წინააღმდეგობა – პირველი ინთიფადა იწყება 1989 წელს, რაც 6 000–ზე მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, სანამ დასრულდება
ლიბანი გაყოფილია ორად – სამხრეთში საად ჰადადის მთავრობა და ისრაელის არმიაა, დანარჩენში – სირიისა სამშვიდობო მანდატით
1992 წელს ისრაელი იწყებს ლიბანის დაბომბვას (ვგონებ თამუცის წვიმა ერქვა ოპერაციას) სამხრეთ საოკუპაციო ზონაში მომხდარი შეტაკებების საპასუხოდ
1994 წელს, იცხაკ რაბინი და იასირ არაფათი, აშშ შუამავლობით, ოსლოში შეთანხმდებიან და ხელსაც ჩამოართმევენ, რაც შემდგომში, მუბარაქის მსგავსად, რაბინის სიკვდილის მიზეზი შეიქმნება
1996 წელს კიდევ იღვიძებს ომი ლიბანში – მრისხანების მარცვლების ფარგლებში ისრაელის საარტილერიო კორპუსი დაბომბავს დაბა ყანას მშვიდობისმყოფელთა პოსტს, სადაც 60–მდე არასრულწლოვანი დაიღუპება. ბოდიშსაც მოიხდიან შემდეგ და ცოცხალ ფარსაც ახსენებენ, რასაკვირველია
ცოტა მოგვიანებით მეორე, ალ–აყსას მეჩეთის სახელობის ინთიფადაც იწყება პალესტინაში.
2000 წელს ისრაელის არმია ტოვებს ლიბანს (შაბაას გარდა) და იმედი აქვს, რომ მის გავლენას სამხრეთ ლიბანის არმია შეინარჩუნებს, თუმცა იმედი უცრუვდება – ორ დღეში მარჯაიუნში საად ჰადადის ძეგლი ჩამოაგდეს და სამხრეთ ლიბანის არმიის ნაწილმა ისრაელში გაქცევით უშველა თავს, ნაწილი – სასამართლოს წინაშე წარსდგა
ეხლა შაბააზე მოგახსენებთ: ეს არის პატარა სავარგული გოლანის მაღლობების დასავლეთ ნაწილში, რომელსაც ბასთარიის, ჰალუთისა და შაბაას მცხოვრებლები (ეს დასახლება და ხუტორები ლიბანშია) ამუშავებდნენ ჯერ კიდევ ოსმალეთის დროიდან. გოლანის მაღლობი, 1973 წელს დაკავებულია და 1981 წელს ცალმხრივად ანექსირებულია (დამტკიცებულია ანექსიის შესახებ პროექტი ქნესეთის მიერ იმავე წელს) ისრაელის მიერ და ისრაელის განცხადებით, შებაას საძოვარი გოლანს ეკუთვნის და არაფერსაც არ დააბრუნებს. ჰეზბოლა კი მოითხოვს მის დაბრუნებას
გაეროს კარტოგრაფები და ათასი ეშმაკეულები არც ისრაელის მწვადს წვავენ და არც ლიბანის შამფურს
2000–დან 2006–მდე ხშირი იყო ჰეზბოლას მეომართა თავდასხმები შაბაას ტერიტორიაზე ისრაელის პატრულებზე, საერთო ჯამში, ზაჰრათის ჩაუთვლელად, 30 ისრაელის მოქალაქის, 8 ლიბანის მოქალაქისა და 1 სირიის მოქალაქის სიკვდილის მიზეზი გახდა
2004, 2005 და 2006 წლებში ისრაელმა რამდენჯერმე დაბომბა ღაზის სექტორი და დიდის ალბათობით, მისმა სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს ჰამასსა და ფათჰს შორის გაჩაღებულ დაპირისპირებას
ზაჰრათში ორი ჯავშანმანქანა ააფეთქეს ჰეზბოლას მებრძოლებმა, სამი ისრაელის მოქალაქე მოკლეს და ორი ტყვედ წაიყვანეს. ისრაელმა ომი წამოიწყო, რომლის შედეგი სადავოა (ორივე მხარემ გამარჯვება მიითვალა, თუმცა ლიბანის მხრიდან მსხვერპლი ბევრად მეტი იყო, ხოლო ისრაელმა ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს), შაბაას ფერმები ისევ ისრაელს დარჩა
ამის შემდგომ მიმდინარეობს დასახლებების მშენებლობა დასავლეთ ნაპირზე, ხოლო ღაზაში ბლოკადა (წიგნს, რვეულებსა და სკოლის აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალებსაც არ უშვებენ, არც ისრაელის მხრიდან, არც რაფათის გადასასვლელიდან) და დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი გვარჯილიანი რაკეტებით (ვიდრე მუჰარამის ომამდე, ანუ სხმულ ტყვიამდე)
რაც შეეხება ტერორიზმს, ეს, უნდა ითქვას, იმათი ხელობაა, ვისაც მეტი აღარ დარჩენია არაფერი, დახოცილი ნათესავები, სიღარიბე, შიმშილი, უსწავლელობა და ა.შ. – ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმისათვის
რაც შეეხება ფართოდ გავრცელებულს მითებს:
მითია, თითქოს მუსლიმები ისრაელის შემდეგ მთელ მსოფლიოს მიადგებიან და შეჭამენ, ამიტომ ყველა ისრაელს უნდა მიეშველოს
მითია, თითქოს ისრაელი ატომური იარაღის წინააღმდეგ იბრძოდეს (როცა თვითნ ფლობს საკმაოდ დიდი რაოდენობით და არც გამოყენებას დაუშლის ჭკუა)
მითია ისიც, რომ აჰმადინეჟადი დაიმუქრა ისრაელის რუკიდან წაშლით – უბრალოდ ისრაელს უწოდა ხელოვნური წარმონაქმნი, რომელიც შემდგომ კონტექსტიდან ამოიგლიჯა და ათასნაირი ინტერპრეტაციის წყაროდ გადაიქცა (მაგალითად, ერთ–ერთი ამათგანია: ჰიტლერმა რომ 6 მილიონი ებრაელი დახოცა, მსოფლიო მშვიდად უყურებდა და ახლაც მშვიდად უყურეს როცა აჰმადინეჟადი დახოცავს დანარჩენს, ამის მთქმელებს ავიწყდებათ ირანის ებრაული თემი, სინაგოგები და წარმომადგენლობა)
სხვა ბევრი მითებია კიდევ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ნიაღვარივით მოედინება და იპყრობს ხალხის გონებას, აიძულებს მათ უდრტვინველად იხადონ გადასახადები, რათა მერე ფინანსური დახმარება გაეწიოს ისრაელსა და პაკისტანს, შეინახონ ჯარი ერაყსა და ავღანეთში და ა.შ.
"– ისმის კითხვა – სად არის ამ კონფლიქტის დასასრული? არსებობს კი ის? დიახ, არსებობს. თუ საჰიონი დატოვებს ჩვენს წმიდა ადგილებს და დააბრუნებს იძულებით გამოყრილ ხალხს, ხოლო სხვა ქვეყნები, უპირველესად ამერიკა შეწყვეტს ჩვენზე ზემოდან ყურებას, ჩვენს საქმეებში ჩარევას, ჩვენს ჯიბეებში ხელების ფათურს, ჩვენ აღარაფერი სამტრო მიზეზი აღარ დაგვრჩება. ვაშინგტონში არ ჩავდივართ ამერიკასთან საბრძოლველად! მხოლოდ ვიცავთ ჩვენს ერს, ქვეყანას! მანამ ჩვენ არ შეგვეშინდება, თავს არ დავუხრით დამპყრობელს და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. ყველა დამპყრობლის მომავალი დაწერილია სისხლით და მათი ბოლო – სიკვდილია. და როცა ვამბობ, ან ვიტყვი – სიკვდილი ამერიკას, ან სიკვდილი ისრაელს, მე არ ვგულისხმობ აქ არც ამერიკელ, არც ისრაელელ ხალხს. რადგან ხალხზე გამარჯვება შეუძლებელია რაგინდ ტანკები და საჭურველი გქონდეს და ეს კარგად ჩანს! მე ვგულისხმობ მათ ხელისუფლებას, მათ მმართველობას." სეიდი ჰასან ნასრულა, აშურა დღე 1426 წლისა, ბეირუთი
ორივე მხარეს ჯერ კიდევ ბევრია ხალიდ აჰმად ისლამბულისა და იგალ ამირის მსგავსი ხალხი, რაც კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტის დასრულებას
ისე კი დაათვალიერეთ, როცა ქალს აჩვენებენ რომელსაც ერთ ხელში ავტომატი უჭირავს და მეორეში ბავშვი,ეგ პროპაგანდის ნაყოფია, სინამდვილე კი ეს გახლავთ და ბევრად ადრინდელი, ვიდრე არაბული ტერორიზმი
ისრაელის საჰაერო სადესანტო ძალების ნამუშევარი გახლავთ 1951 წელს


ტერაქტი იერუსალიმის მეფე დავითის სახელობის სასტუმროს მარჯვენა ნაწილში, 1947, განხორციელებული ირგუნ ცვა ლეუმის მიერ

შევეცადე მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი
წავედი ეხლა მე წამოვწვე და დავახველო წესიერად
აბა ჰე თქვენ იცით
არ გკოცნით, ტუბერკულოზი გადაგედებათ
This post has been edited by შიიტი on 18 Nov 2009, 15:31