ბოლო კვირებში, და რამდენიმე დღის წინაც, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მომატებული სეისმური აქტივობა ფიქსირდება, გრუნტის წყლების ტემპერატურამ ზოგან C 12 გრადუსით მოიმატა, მოხდა 5 ბალამდე სიძლიერის მიწისძვრა უშუალოდ კალდერის ტერიტორიაზე და ათეულობით მცირეც. უკანასკნელ დღეებში ამას დაერთო საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა და მომყოლი სერია კალიფორნიაში.
http://www.dni.ru/incidents/2014/3/31/268301.htmlhttp://universe-tss.su/main/klimat/5265-ad...zarabotala.htmlhttp://www.iris.edu/seismon/zoom/?view=eve...lon=-112&lat=44როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტთან არსებობს სამეცნიერო საბჭო, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაწილეობით, რომელიც ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს პრეზიდენტს (საიდანაც ჩანს, რომ პოტენციურ პრობლემას სერიოზულად ეკიდებიან).
შეიძლება ვარაუდი, რომ სხვადასხვა კომპეტენტური უწყებები გულდასმით შეისწავლიან ყველა სახის ირაციონალურ ცნობებსაც და, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით, იქნებ ითვალისწინებენ კიდეც. შეიძლება ეს ფაქტორიცაა, შეიძლება - უბრალოდ დროში დაემთხვა ამას და მიმდინარე სეისმურ გააქტიურებას, - მაგრამ ორ წელიწადში ერთხელ ჩასატარებელმა საშტატო წვრთნებმა განგაშის უმაღლესი ხარისხის გრიფით, რასაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, გამოიწვია კონსპიროლოგების მორიგი ხელების ფშვნეტაც:
http://www.fema.gov/national-exercise-prog...e-exercise-2014http://beforeitsnews.com/alternative/2014/...eo-2926670.htmlდა შვა ძალიან პოპულარული ვიდეო "იელოუსტოუნიდან ბიზონების გაქცევის" შესახებ, თუმცა შიდა მიგრაცია იქ წელიწადში ორჯერ ხდება, ხოლო ვიდეო ფეიკის სერიოზულ ეჭვს სტოვებს, რადგან ჩრდილები მარტო ბიზონებს ახლავს:
http://keyboard09.livejournal.com/1367486.html (ცხადია, კონსპიროლოგიის თვალსაზრისით, ვიდეო მოცლილი ლაზღანდარების მიერ კი არაა შექმნილი, არამედ "შეთქმულების" მიერ, რომელთაც კალდერაში ატომური მუხტი აქვთ დამალული და აფეთქებას უპირებენ

)
მაგრამ, "სიფრთხილეს თავი არ სტკივა"-ს პრინციპით, მაინც სჯობია აპრილში მომეტებული სიფრთხილის გამოჩენა, შეძლებისდაგვარად, და განსაკუთრებით - კალიფორნიაში და იელოუსტოუნთან ახლოს მცხოვრებთათვის.

იმიტომაც, რომ 30 მარტის ახალმთვარეობიდან > აპრილის 6... 11... 21... და განსაკუთრებით - საბოლოო ჩამოყალიბებიდან, 23 რიცხვიდან > და მაისის პირველი კვირის ჩათვლით, ძალაში შედის ე. წ. "დიდი ჯვრის"კონფიგურაცია, რაც მნიშვნელოვანია, მრავალი ასტროლოგის მტკიცებით, - ამჯერად იშვიათი "დამანგრეველი" ძალისა

- ერთბაშად 4 "კვადრატურით", მათ შორის - 2 ე. წ. დიდი კვადრატით, და ორი ე. წ. სუპერპლანეტის ოპოზიციით, ამასთან, გრადუსების მეტისმეტი სიახლოვით და მარსის ფაქტორით, რასაც თან ერთვის მთვარის სრული და მზის ნაწილობრივი დაბნელება 15 და 29 აპრილს, პლიუს ახალმთვარეობა მზის დაბნელებასთან ერთად.

ამის ტოლფარდი განლაგება, როგორც ამბობენ, უკანასკნელად მე-12 საუკუნის ბოლოს იყო (და დაემთხვა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის წარუმატებლობას და გარდატეხას იმ მისიაში); ურანი-პლუტონის კვადრატურა 1930-იანი წლებიდან არ ყოფილა ამ განლაგებით.
ეს კონფიგურაცია ასევე ყველაზე მეტად განმსაზღვრელია გლობალური განვითარების თვალსაზრისით ამ ოცწლეულში (კერძოდ, მომავალში - 2018 წლის ჩათვლით), - ასტროლოგიური შეხედულებით ის განსაზღვრავს ბევრ რამეს მსოფლიოს განვითარებაში, და ეს აპრილი გარკვეულად - "ეპოქალურია".
ეს "დიდი ჯვარი" უშუალოდ ეხება რუსეთს, სადაც მოსალოდნელია ძალიან მწვავე კრიზისი, უფრო 20-23 რიცხვებისკენ,

და მოვლენები, რაც წლების მანძილზე განსაზღვრავს მის მომავალს; და ზუსტად ეხება აშშ-ს, სადაც არაა გამორიცხული არაფერი - ბუნებრივი, ფინანსური თუ ტექნოგენური.
მაგალითად, პირველად აშშ-ის მთელ ისტორიაში "დიდი ჯვარი" აისახება მის ნატალურ მზეზე მასთან პლუტონის პირისპირდგომით. ზოგი ამერიკელი ასტროლოგი იხსენებს, რომ ერთ-ერთი მსგავსი "დიდი კვადრატი" შეეხო აშშ-ს (თან - არა მის ნატალურ მზეს) 1934 წელს, რასაც, სხვა მოვლენებთან ერთად, დაემთხვა დოლარის დევალვაციაც.

მაინც, ცნობად მიიღეთ იქ მყოფმა ჩვენებურებმა, რომ ამ მონაცემების მიხედვით, - რაც არავის უქადის დაწყნარებულ ცხოვრებას, - აშშ ალბათ მეტი რისკის ზონაა.
გადავიკითხე და ლამის მეც შემეშინდა.
ჩავთვალოთ, რომ ბელეტრისტიკაა.
თან პირველი აპრილია.