რაც არ უნდა ქონდეს ჩადენილი, გინდაც ბანკი გაეტანოს, ხელებაწეულ და დანებებულ ადამიანს პოლიცია რომ ესვრის ამას ქვია...........ქე რო ბანი გაიცემა ამ ფორუმზე აი ყველა ის სიტყვა საუკეთესო კომბინაციებში.
ამ ვიდეოს გავრცელებით რეალურად რაც გააკეთეს არის უკანასკნელი ნაგვობა. ფაქტიურად მკვდარს ზედ დააფურთხეს. ეხლა უნდათ ყურადღება გადაიტანონ მაგ ბიჭის პიროვნულობაზე რომ ის კრიმინალი იყო და ა.შ... და ამით ის ფაქტი სულ გადაფარონ რომ ხელებაწეული და დანებებული ადამიანი დახვრიტეს.
ფედერალური ბიუროს სპეცჯგუფის ხელმძღვანელმა აგენტმა ჯომ, რომელიც ფედერალურმა მთავრობა სასწრაფოდ მიავლინა მისურის შტატის ქალაქ ფერგუსონში საქმის შესაკერად, პირველი შეხვედრა პოლიციის მთავარ შენობაში პოლიციის უფროსთან ტომ ჯექსონთან გამართა.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრას აგენტი ჯოს და ტომის გარდა ესწრებოდა ტომის პირველი თანაშემწე ჯონი და თავად მკვლელი პოლიციელი დერენ წილსონი.
აგენტი ჯო:
-დაუყოვნებლივ მოიძიეთ ინფორმაცია მაიკლ ბრაუნზე, მის წარსულზე, გადაამოწმეთ ყველა წყარო და მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაცია მასზე. არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ეს ბიჭი?
-არ ვიცი სერ, არ გადაგვიმოწმებია ჯერ..
-რას ელოდებით?
-ჯონ! - მიმართა პოლიციის უფროსმა თავის თანაშემწეს - დაუყვნებლივ გადაამოწმეთ არქივში თუ არის მაიკლზე რაიმე ინფორმაცია..
-არის სერ!
ჯონმა ოთახი დატოვა
აგენტმა ჯომ ისევ ტომს მიმართა:
-აგენტები თუ გყავთ მაიკლის უბანში?
-აგენტები ყველა უბანში გვყავს სერ.
-კარგია, ბარიგები ძირითადად ალბათ..
-დიახ.
-დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სამივე ბარიგას და გამოკითხეთ მაიკლზე ინფორმაცია
-თქვენ ჩემზე კარგად გცოდნიათ სად რამდენი აგენტი გვყავს. - გაიღიმა პოლიციის უფროსმა
-ამას არა აქვს მნიშვნელობა ახლა... გამოკითხეთ თითოეული თქვენი აგენტი და განსაკუთრებით ისინი ვინც მაიკლს პირადად იცნობდნენ. გაარკვიეთ რა სახის კრიმინალში იყო გარეული მაიკლი. არ არსებობს ერთი წვრილმანი ხულიგნობაც რომ არ ქონდეს ჩადენილი. ჩვენ მისი გაშავება გვჭირდება ეხლა...
საკონფერენციო ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. ტომმა აგენტ ჯოს გადახედა, ჯო მაშინვე მიხვდა თუ ვინ იყო აქ უფროსი ამ მომენტში და თავი დაუქნია ტომს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძახა ტომმა:
-შემოდით!
ოთახში ტომის თანაშემწე შემოვიდა
-სერ არანაირი ისტორია არ გვაქვს არქივში მაიკლზე. არსად არაფერი არაა...
-ჯონ! - სიტყვა გააწყვეტინა ტომმა - დაუყივნებლივ გაგზავნე ბიჭები ჩვენი ბარიგების ასაყვანად. შეეცადეთ რაც შეიძლება წყნარად და შეუმჩნევლად აიყვანოთ.
-არის სერ - ამ სიტყვების თქმა და ჯონის გაუჩინარება ერთი იყო
აგენტმა ჯომ განაგრძო:
-მოკლედ.. საჭიროა მაიკლის სახელის გასვრა რამეში. უნდა გავაქროთ საზოგადოებაში ის აზრი რომ პოლიციამ ანგელოზივით ბიჭს ესროლა. ეს ასე არაა. უნდა ვაჩვენოთ ხალხს რომ ასე არაა. ემოციური ფონიც ოდნავ ჩაეხშობა და ყურადღებაც უფრო მეტად მაიკლის კრიმინალურ ბუნებაზე გადაერთვება. ასევე დრო მოგვეცემა საქმეს თავი გავართვათ...
-და თუ ვერანაირ კრიმინალური საქმიანობაზე ვერანაირი ფაქტები ვერ მოვიპოვეთ
-მაშინ მოგვიწევს ისტორიის დაწერა. - მოკლედ მოუჭრა აგენტმა ჯომ - შეგვიძლია ერთ-ერთი თქვენი ბარიგა ვალაპარაკოთ. კიდევ ერთი პრობლემა მაიკლის მეგობარია. მან უკვე საჭიროზე მეტი ილაპარაკა მედიასთან. თუ საქმე სასამართლომდე მივიდა...... პრინციპში სასამართლო აქაური... მოსამართლე.. ეს მერამდენე.... მსაჯულებიც და... და... - აგენტი ჯო საკუთარ ფიქრებში ისე ჩაეფლო თითქოს მეხსიერებაში სხვა და სხვა უჯრებს აღებდა და რაღაცას გამალებით ეძებდა, რამოდენიმე წამში უცბათ გამოერკვა და გადაჭრით თქვა - სასამართლო მოკლედ პრობლემა არ იქნება, გინდაც სასამართლოზე აჭიკჭიკდეს ეგ მოწმე, არაა პრობლემა.. მაგრამ ვაი და უარესთა უარეს შემთხვევაში რაც 0,1%-ია შანსი რომ მოხდეს... ვიმედოვნებ რომ თქვენი ბიჭEბის, ვგულისხმობ ბარიგებს, იმედი უნდა გვქონდეს.. შეგვიძლია ვათქმევინოთ ერთ-ერთს რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ვალები ქონდა და მაგიტომ მოკლა... ციხეს ჩვენ ავარიდებთ. მოკლედ თქვენი დეპარტამენტის ჩარევა მხოლოდ იქნება თქვენი მედიატორობა ბარიგასთან რათა მოწმის მოშორება მოხდეს დანარჩენს ჩვენ მოვუვლით... მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწმეს საშუალებით სასამართლო ჩვენთვის საზიანო გზით წავიდა...
ოთახში უცბათ ჯონი შემობრუნდა დაუკაკუნებლად
-სერ, ამ წამს გაირკვა რომ მაიკლმა სროლამდე 10 წუთით ადრე მაღაზია გაძარცვა.
-ბინგო! - გახარებულმა წამოიძახა აგენტმა ჯომ და ფეხზე წამოხტა - სასწრაფოდ მოიპოვეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მემგონი მაგრად გაგვიმართლა. გამოართვით მაღაზიის მეპატრონეს ჩანაწერი, ვიდეო, ფოტო, აუდიო.. რაც იქნება და სასწრაფოდ უნდა გავხადოთ საჯარო. დადეთ ინტერნეტში, მიაწოდეთ მედია საშუალებებს.
-კი, მაგრამ შეტყობინება პოლიციაში ძარცვის შესახებ შემოსულია სროლიდან 5 წუთის მერე...
-კარები დაკეტეთ თუ შეიძლება - წყნარად თქვა აგენტმა ჯომ და ისევ სავარძელში ჩაეშვა - ეგ რაც თქვით ეხლა მეორედ არ გაიმეოროთ თუ ამის საჭიროება არ გახდა. რა მნიშვნელობა აქვს როდის სად რა შეტყობინება მივიდა? ჩვენ ვთქვათ რომ მაიკლმა გაძარცვა მაღაზია სანამ მას ესროდნენ. მეტი არაფრის თქმა არაა საჭირო. ამის შემდეგ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და შესაბამისად გავაგრძEლებთ მოქმედებას. თუ ხალხმა რამენაირად მაღაზიის ძარცვა და სროლა ერთმანეთს დაუკავშირა, ამის მერე ვიფიქრებთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. თუ გინდა ცხვარი კარგად გააკონტროლო უნდა მიუშვა დიდ მინდორზე და კარგად უთვალთვალო, შეისწავლო.... თუ ხალხმა ვერანაირად ვერ დააკავშირა მაღაზიის ძარცვა და სროლა... მაშინ როგორც მინიმუმ მაიკლის სახელს შევლახავთ და ემოციურ ფონს მაინც ჩავახშობთ...
კარზე კიდევ ერთი კაკუნი გაისმა, აგენტ ჯოს თვალები კიდევ უფრო გაუნათდა მორიგი "კარგი ამბავის" მოლოდინში.
ოთახში თავიპუტკუნა ოფიცერმა შემოყო რომელსაც ტუჩებზე შაქრის კვალი ეტყობოდა და ღეჭვა-ღეჭვით ახარა ოთახში მყოფთ:
-Doughnut-ები მოიტანეს!!
ორიოდე წამში ოთახში მხოლოდ ფედერალური ბიუროს სპეცჯგუფი იყო დარჩენილი. აგენტმა ჯომ თანამებრძოლებს გადახედა და თავი სინანულით გააქნია.
-ისტორია დაფუძნებულია მედიტაციურ მდგომარეობაში მიღებულ ინფორმაციაზე. ტექსტს მიზანიმართულად აქვს მხატვრული იერსახე რათა ადვილად წაკითხვადი იყოს. ავტორი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ტექსტში არსებულ შეცდომებზე სამყაროს წინაშე. ეხლა დროა ერთმანეთი ვანუგეშოთ ისე რომ ტკივილი შევამსუბუქოთ და არა დავამძიმოთ!

პ.ს. ფერგუსონის პოლიციის შეფმა თავისი პირით გამოაცხადა რომ მაღაზიიდან სიგარეტის მოპარვის ფაქტი არანაირ კავშირში არაა მაიკლის მოკვლასთან.