საქართველოს დემოგრაფიული ვითარებაშობადობის დაბალი დონე. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (ერთი ქალის მიერ სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა) 1,4-1,7-ის ფარგლებშია (მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით), ანუ საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით მხოლოდ 70-80%-ს განაახლებს.
დემოგრაფიული განვითარების უახლესი ეტაპებისაგან განსხვავებით, ამჟამად მწვავედ დგას არა მარტო მესამე და მომდევნო, არამედ მეორე შვილის გაჩენის პრობლემაც. 2006 წლის მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ბავშვთა 60,5 პროცენტი მოდის პირველ შვილზე, 28,0 პროცენტი – მეორე შვილზე და მხოლოდ 11,5 პროცენტი – მესამე და მომდევნო შვილებზე.
მოკვდაობის ზრდა. გაიზარდა მოკვდაობის დონე. გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე 10-12-ის ფარგლებშია. გაიზარდა ჩვილთა მოკვდაობაც. შეფასებითი მონაცემებით, 2006 წლისათვის ის 1000 ცოცხლად დაბადებულზე 25-ის ფარგლებში იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 3-4 პრომილეს არ აღემატება.
სიცოცხლის ხანგრძლივობა. დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2006 წლისათვის ორივე სქესისათვის შეფასებითი მონაცემებით იყო 71,3 წელი (მამაკაცებისათვის – 67,1, ქალებისათვის – 75,5), რაც 1990 წლის დონეს შეესაბამება.
მოსახლეობის ბუნებრივი მატება. შობადობის შემცირებასა და მოკვდაობის ზრდას მოჰყვა ბუნებრივი მატების მნიშვნელოვანი კლება. შობადობა და მოკვდაობა თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია მოკვდაობის მეტობა შობადობაზე, ანუ დეპოპულაცია. ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონი (გარდა აჭარის, ქვემო ქართლისა და სამცხე- ჯავახეთისა) განიცდის დეპოპულაციას. ამ საკითხის ეროვნულ ჭრილში განხილვა კიდევ უფრო მეტ საფიქრალს აჩენს, რამდენადაც ბუნებრივი მატების ზოგადი კოეფიციენტი ქართულ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
გარე მიგრაცია. შობადობის შემცირებისა და მოკვდაობის მატების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა გარე მიგრაციის ინტენსივობა. 1990-2006 წლებში განსხვავება ჩამოსულებსა და ქვეყნიდან გასულებს შორის უარყოფითი იყო და დაახლოებით 1 მილიონს შეადგენდა.
მოსახლეობა. შობადობის შემცირებას, მოკვდაობის მატებასა და უარყოფით გარე მიგრაციას მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება. 1989 წელს საქართველოს მოსახლეობა 5,4 მილიონი კაცი იყო, ხოლო 2007 წლისათვის ოფიციალური მონაცემებით – მხოლოდ 4,4 მილიონი (შეფასებითი მონაცემებით - კიდევ უფრო ნაკლები - 3,8 მილიონის ფარგლებში).¨
აღნიშნულ პერიოდში გაუარესდა მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურა. ძალიან მაღალ დონეს მიაღწია დემოგრაფიულმა დაბერებამ. 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 2007 წლისათვის 15%-ის ფარგლებშია (დაბერებულად ითვლება მოსახლეობა, თუ 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი აღემატება 7%-ს).
* * *
თავისთავადი მომავალითუ არ შეიცვლება დღევანდელი ფაქტორები და მიდგომა არსებული დემოგრაფიული ტენდენციებისადმი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შემცირდება, განსაკუთრებით კი - ავტოქტონური (ქართველი და აფხაზი) ეთნოსი.
დემოგრაფიული პერსპექტივები. პროგნოზის ნებისმიერი ვარიანტიდან გამომდინარეობს, რომ 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას კლების ტენდენცია ექნება. არსებული დემოგრაფიული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, პროგნოზული გაანგარიშებებით, საქართველოს მოსახლეობა 2007 წლის 4,4 მლნ-დან 2025 წლისათვის - 3,6 მილიონამდე, ხოლო 2050 წლისათვის 3-3,3 მილიონამდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მომავალში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება უკვე ორივე წყაროდან - გარე მიგრაციასთან ერთად ბუნებრივი კლებით, ანუ მოკვდაობა გადააჭარბებს შობადობას და სხვაობა მათ შორის დროთა განმავლობაში გაიზრდება.
მთლიანობაში მოცემულ პროცესებს მოჰყვება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, დღევანდელთან შედარებით, დაახლოებით 1 მილიონით. არაა გამორიცხული, რომ რეალობა მომავალში იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე პროგნოზებშია მოცემული.
* * *
თავისთავადი მომავალი
თუ არ შეიცვლება დღევანდელი ფაქტორები და მიდგომა არსებული დემოგრაფიული ტენდენციებისადმი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შემცირდება, განსაკუთრებით კი - ავტოქტონური (ქართველი და აფხაზი) ეთნოსი.
დემოგრაფიული პერსპექტივები.
პროგნოზის ნებისმიერი ვარიანტიდან გამომდინარეობს, რომ 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას კლების ტენდენცია ექნება. არსებული დემოგრაფიული ვითარების შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, პროგნოზული გაანგარიშებებით, საქართველოს მოსახლეობა 2007 წლის 4,4 მლნ-დან 2025 წლისათვის - 3,6 მილიონამდე, ხოლო 2050 წლისათვის 3-3,3 მილიონამდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მომავალში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება უკვე ორივე წყაროდან - გარე მიგრაციასთან ერთად ბუნებრივი კლებით, ანუ მოკვდაობა გადააჭარბებს შობადობას და სხვაობა მათ შორის დროთა განმავლობაში გაიზრდება.
მთლიანობაში მოცემულ პროცესებს მოჰყვება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, დღევანდელთან შედარებით, დაახლოებით 1 მილიონით. არაა გამორიცხული, რომ რეალობა მომავალში იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე პროგნოზებშია მოცემული.
* * *
http://fundpatriarch.ge/files/demografia-doc_wxo4x51x.doc