ობამას მძღოლმა აღიარა, რომ პრეზიდენტი მეუღლეს ღალატობდა
Globe-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ბარაკ ობამას ყოფილი მძღოლის მონათხრობს ეყრდნობა. ობამას პირადი მძღოლის თქმით, მას 29 წლის ვერა ბეიკერთან ჰქონდა რომანი.
ობამასა და ბეიკერს შორის რომანტიკული ურთიერთობა 6 წლის წინ დაიწყო, National Enquirer-ზე დაყრდნობით ამის შესახებ RightPundits.com წერს. 2000 წელს ბეიკერმა კომპანია დაარსა, რომელიც შავკანიანი კონგრესმენების მხარდასაჭერად ფინანსური სახსრების მოძიებით იყო დაკავებული.
იმ დროს, როდესაც ობამა ილინოისის შტატის სენატორობისთვის იბრძოდა, ბეიკერი მის საარჩევნო შტაბში ფინანსურ დირექტორად მუშაობდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პირადი მძღოლი ყვება, ერთხელ ის ბარაკ ობაბას, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონის აეროპორტში დახვდა და სასტუმროში წაიყვანა. გზად ობამამ ვერა ბეიკერთან შეიარა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმთან ახლოს ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ და ნომერი მოითხოვეს.
ჟურნალი Globe ამტკიცებს, რომ არსებობს პრეზიდენტის ვიდეოჩანაწერი და ასევე ვერასთან მისი პირადი მიმოწერა.
როდესაც მეუღლის ღალატის შესახებ მიშელ ობამამ შეიტყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ქმრისთვის ბეიკერი ჩამოეშორებინა. ამჟამად ვერა ბეიკერი მარტინიკეში ცხოვრობს და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე მუშაობს. ის ბარაკ ობამასთან მისი რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლე 1989 წელს ჩიკაგოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობის დროს გაიცნო. გაცნობიდან ორი წლის შემდეგ ისინი დაინიშნენ, 1992 წლის 3 ოქტომბერს კი მიშელ რობინსონმა ილინოისის შტატის მომავალ სენატორზე იქორწინა. 1998 წელს მათ ქალიშვილი მალია შეეძინათ, 2001 წელს კი საშა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge