Charles de Gaule
ე.ი. ვათვალიერებდი ეკონომიკის სიდიდის უმთავრეს მაჩვენებელს - მთლიან შიდა პროდუქტს (GDP) მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის. ძირითადად მაინტერესებდა: აშშ; შემდეგ ოთხი უძლიერესი ევროპული სახელმწიფო: ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, ასევე რუსეთი, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ჯერ კიდევ ძლიერი მოთამაშე; იაპონია, როგორც ძალიან ძლიერი ინდუსტრიული სახელმწიფო და ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მრავალრიცხოვანი ქვეყანა.
ინფორმაცია მოწოდებულია მსოფლიო ბანკის მაჩვენებლების საფუძველზე:
1. აშშ - 13,8 ტრლნ დოლარი
2. იაპონია - 4,4 ტრლნ დოლარი
3. გერმანია - 3,3 ტრლნ დოლარი
4. ჩინეთი - 3,2 ტრლნ დოლარი
5. ბრიტანეთი - 2,7 ტრლნ დოლარი
6. საფრანგეთი - 2,6 ტრლნ დოლარი
7. იტალია - 2,1 ტრლნ დოლარი
...................................................................
11. რუსეთი - 1,3 ტრლნ დოლარი
- ევროზონა(ჯამში) - 12,1 ტრლნ დოლარი
ე.ი. მივიღეთ "სასწაული" სურათი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა არამც თუ პირველ ადგილზეა მოცულობით, არამედ გაცილებით დიდია ვიდრე ერთად აღებული: ჩინეთი+რუსეთი+გერმანია+ბრიტანეთი+საფრანგეთი. ასევე, თუ განვიხილავთ პირველ ხუთეულს, აშშ-ს ეკონომიკა აღემატება მის შემდეგ მდგომი უდიდესი ეკონომიკების მქონე დანარჩენ ოთხ სახელმწიფოთა ჯამს. (იაპონია, გერმანია, ჩინეთი, ბრიტანეთი) და აგრეთვე აშშ-ს ეკონომიკა უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე ევროზონაში შემავალი უკლებლივ ყველა სახელმწიფოთა ჯამური შიდა პროდუქტი.
ასევე ვათვალიერებდი, სამხედრო ბიუჯეტებს, რასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს სამხედრო სიძლიერისათვის და მეტ-ნაკლებად პროპორციულია სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანობის. სამხედრო სიძლიერის კუთხითაც იგივე სახელმწიფოები მაინტერესებდა.
შედეგები ასე გამოიყურება:
1. აშშ - 711,0 მლრდ დოლარი
2. საფრანგეთი - 61,6 მლრდ დოლარი
3. ბრიტანეთი - 61,3 მლრდ დოლარი
4. ჩინეთი - 61,0 მლრდ დოლარი
5. რუსეთი - 50,0 მლრდ დოლარი
6. იაპონია - 48,9 მლრდ დოლარი
7. გერმანია - 45,9 მლრდ დოლარი
8. იტალია - 40,1 მლრდ დოლარი
- ევროკავშირი(ჯამში) - 311,9 მლრდ დოლარი
ე.ი. კიდევ უფრო გასაოცარი სურათი მივიღეთ. აშშ-ს სამხედრო დანახარჯების მოცულობა გაცილებით მეტია ვიდრე ერთად აღებული: რუსეთი+ჩინეთი+ევროკავშირი+იაპონია. თუმცა ეს კიდევ არაფერი, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თურმე აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსი ჯამში. (!!!)
რას ნიშნავს ყოველივე ეს?
მართლა ასე წარმოუდგენლად ძლიერია აშშ?