შენთვის არ მომიმართავს თქვენობით

მრავლობითში დავწერე უბრალოდ

აბა სად მაშინდელი ვიეტნამის ან თუნდაც კორეის კონფლიქტი და მსოფლიო პოლიტიკური მდგომარეობა და სად ახლანდელი :}
მაშინ ვიეტნამს ზურგს უმაგრებდა კომუნისტური ჩინეთი საბჭოთა კავშირი, რომელიც არცთუ ჩამორჩებოდა ტექნოლოგიურად აშშ-ს (ჩამორჩებოდა, თუმცა იმდენად დიდი სხვაობა არ იყო)...
მერე ამერიკელები იძულებულები იყვნენ მათთვის სრულიად ახალ და უცხო გარემოში ბრძოლები ეწარმოებინათ. არ იყვნენ მზად ვიეტნამელების პარტიზანული ტაქტიკისათვის, ვიეტნამელებს მხარდამჭერები ყავდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვიეტნამის არაკომუნისტური ნაწილის შედარებაც კი არ შეიძლება სამხრეთ კორეასთან... მაშინ ფაქტიურად მხოლოდ აშშ იბრძოდა, მისთვის აბსოლუტურად მტრულ გარემოში... არაკომუნისტურ ვიეტნამი , როგორც ასეთი საერთოდ არც კი იყო მხარე ამ კონფლიქტში...
თან ამერიკელებს რომ ომი გაეგრძელებინათ, უნდა ეომათ ფაქტიურად საბჭოთა კავშირთან...
აქ საქმე გვაქვს ჩრდ. კორეის მათხოვარ არმიასთან, რომელსაც 70-იანი წლების შეიარაღება აქვს. წვრთვნებს ვერ ატარებენ ნორმალურად. არა აქვთ საჭმელი, ტყვია-წამალი და არიან მსოფლიოს ეკონომიკურ ბლოკადაში, მაშინ როდესაც მათ უპირისპირდება ეკონომიკურად მსოფლიოს ერთერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო სამხ. კორეა, რომელიც 30 წლით უსწრებს ტექნოლოგიურად...
ჩრდილოელების ორადორი კოზირია ის, რომ რიცხოვნობით ყავს მეტი ჯარი... თუ არ ვცდები მილიონი ჯარისკაცი, ისევ და ისევ თუ არ ვცდები 700 000 სამხრეთელის წინააღმდეგ...
მაგრამ ისევ და ისევ... სამხრეთკორეელი ჯარისკაცი რომ შეადარო ჩრდილოკორეელს, დაახლოებით როგორი შედარებაა იცი? ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი რომ შეადარო თბილისის რომელიმე უბნის მინი-ფეხბურთის გუნდის მოთამაშეს

შანსები ჩრდილოეთის გამარჯვებაზე უკვე მხოლოდ სამხრეთთან დაპირისპირებისას არის მიზერული, თან ყურადღება მიაქციე ჯერ საერთოდ არ მიხსენებია აშშ...
აშშ-ზე დავიწყო ეხლა როგორ და რამდენად აჩმორებს ჩრდილოეთ კორეას?

ჩრდილოელების მეორე კოზირი, ატომური გალოვკა, მათთვის ფაქტიურად საფრთხეს არ წარმოადგენს... ჯერ-ერთი მაქსიმუმ ორი ქონდეთ, მერე მეორეც...
თავში როგორც კი გაივლებენ მის გამოყენებას, ის ადგილი, საიდანაც რაკეტამ სტარტი უნდა აიღოს, მსოფლიოს ფიზიკური რუკიდან უბრალოდ გაქრება

უცბად...
და რომც დავუშვათ სასწაული და გამოიყენონ და მოასწრონ და გაისროლონ... მაქსიმუმ ისევ სამხრეთ კორეაში ჩამოაგდონ სადმე... სამხრეთში კიდე, მაგალითად სეულში რომ ჩამოაგდონ, სეული საზღვართანაა.... თვითონაც მაგრად ენძრევათ

თუმცა ვიმეორებ, შანსი არ არის მაგათმა ატომური გალოვკის გასროლა მოახერხონ...
დანარჩენი კიდე რა... ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ძალიან მალე გაანადგურებენ ამერიკელები... 1-2 კვირაში... არმია კიდე, ვიმეორებ, აბსოლუტურად ბრძოლისუუნაროა... 0-ია, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების არმიებთან შედარებით... 10-დან 7 ჯარისკაცის ავტომატმა შეიძლება საერთოდ არ გაისროლოს

არ ვამეტებ, მართლა ასეთ საშინელ დღეში არიან.
და როგორც კი კომუნისტური პარტია მოშორდება ხელისუფლებას და ქვეყანა გამთლიანდება, მანდ ვინღა უნდა იომოს?
ამერიკელები კორეის ოკუპაციას ვერ მოახდენენ, კორეა გამთლიანდება იმ ხელისუფლების ქვეშ, ვინც იმ დროს იქნება სამხრეთ კორეის ხელისუფლება...
ეს არის და ეს... ერთადერთი შანსი, იმისა, რომ ჩრდილოელებს რაიმე შანსი ქონდეთ, არის ჩინეთის ცარევის შემტხვევაში...
თუმცა ვიმეორებ - ჩინეთი ომში არ ჩაერევა... ამერიკელებმა თუ დაიწყეს მანდ ომი, ესე იგი აქვთ გარანტია ჩინეთისაგან რომ ჩინეთი არ ცაერევა. ამ გარანტიის გარეშე, შანსი არ არის, აშშ არ დაიწყებს მანდ არაფერს...
შეიძლება ნოტებით, აღშფოთებებ-შეშფოთებებით და მინიმალურად იარაღის მიწოდებით დაეხმაროს ჩინეთი... მეტი არაფერი