კარგი.
ე.ი. აღიარებ, რომ აშშ-ს ცენტრალური ან ფედერალური სამმართველოები (CIA, FBI)
ფინანსურად და
ტექნოლოგიურად აღემატებიან რუსების FSB-ს. ესიც დიდი მიღწევაა შენს წინაშე.

ახლა რაც შეეხება
საქმეებს ბოლო
დეკადაში. სხვათა შორის სწორი პირობითი ათვლაა
ბოლო ათწლეულის განხილვა, რადგან ზუსტად
10 წლის წინ
2000 წელს (დამრგვალებული რიცხვებია) რუსეთის პრეზიდენტი გახდა
ვლადიმირ პუტინი და
ახალ რეალობას დაუდო საფუძველი.
2004წ. (პუტინის მმართველობის მე-4 წელი. (6 წლის წინ))
NATO-ს მძლავრი გაფართოება აღმოსავლეთით:
ჩრდილოეთ ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში შედის და აშშ-ს დასაყრდენი ხდება:
-ლიტვა
-ლატვია
-ესტონეთი
-სლოვაკეთი
-სლოვენია
-რუმინეთი
-ბულგარეთი
ამ
7 სახელმწიფოს
NATO-ში მიღებით აშშ-მ შეაღწია ყოფ. სსრკ-ს საზღვებში, ყოფ. იუგოსლავიის საზღვრებში და თავისთავად ღრმად გაიდგა ფესვები ყოფ. სოციალისტურ ქვეყნებში, იგივე რუმინეთი, ბულგარეთი და ა.შ.
განსაკუთრებით იდეოლოგიურ გამარჯვებას მიაღწია
ბალტიისპირეთში და
რუმინეთში, სადაც მკვეთრი ანტი-რუსული განწყობაა. რუმინეთში მძლავრი სარაკეტო კომპლექსების შეტანაზეც მიმდინარეობს ლაპარაკი.
* * *
2008წ. (პუტინის მმართველობის მე-8 წელი. (2 წლის წინ))
NATO-ს მცირედი გაფართოება აღმოსავლეთით:
ჩრდილოეთ ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში შედის:
-ხორვატია
-ალბანეთი
ამას თან ერთვის მძლავრი იდეური გამარჯვება ალბანეთში. (ნაწილობრივ ხორბატიაშიც).
იუგოსლავიის და კოსოვოს ომების შემდეგ (ეს პუტინამდე მოხდა) რუსეთის მოკავშირე სერბეთი მაგრათ დააზარალეს პოლიტიკურად, (აქ კოსოვოს წართმევას არ ვგულისხმობ...) მისი ყოფილი მტერი და სისდიდით მეორე იუგოსლავიური სახელმწიფო - ხორვატია პროამერიკული გახდა, ხოლო კოსოვოელი ალბანელების მხარდამჭერი - ალბანეთი მკვეთრად პროამერიკული.
მთელს ამ ამბებში აშშ-მ მიიღო მხარდაჭერა საფრანგეთისგან და გერმანიისგან, რადგან სხვანაირად არც MAP-ები იქნებოდა და არც NATO-ს წევრობა.
ეს რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოეთ-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას.
ახლა შემდგომი გაფართოების საფუძვლები:გერმანიის და საფრანგეთის თანხმობით წელს MAP-ი მისცეს:
-ბოსნიას
-ჩერნოგორიას
(და წევრობას ელოდება მაკედონია)
ყველა უკიდურესად პროამერიკულია. დასავლეთ ევროპაზე მეტად.
ერთი სიტყვით, აშშ-ს სადაზვერვო სისტემებმა ყველაფერი დაამხვეს თავზე პუტინს ყოფ. იუგოსლავიაში. ("დაჟე" ნაგლობის დონემდე)
2003წ. (პუტინის მმართველობის მე-3 წელი. (7 წლის წინ))
ამერიკელებმა, თავიანთი სადაზვერვო სისტემების და სუპერგავლენიანი მულტი-მილიარდერი ბიზნესმენების (მაგ. ჯ.სოროსი) დაფინანსებით მოაწყვეს "ვარდების რევოლუცია", თანაც საკმაოდ ნოყიერი ნიადაგიც დახვდათ ან დაიხვედრეს.
ამით ცდილობენ კავკასიაში შემოღწევას. (საშუალო წარმატებით) ყავთ სახელმწიფო, რომელიც NATO-ს ქვეყნებზე არანაკლები ინტენსივობით მონაწილეობს ერაყის და ავღანეთის კონფლიქტებში. თავისუფლად ატარებენ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში წვრთნებს ამერიკული ფრეგატები და სარაკეტო კრეისერები, "დაჟე" ვერტმფრენმზიდებიც - კი. (ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე ბათუმში.)
ხელისუფლება ყავთ სახ.დეპარტამენტის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი და რაც მთავარია შეიქმნა პროამერიკული სისტემა და რუსოფობიური ნიადაგი.
2008წ.-ს ჩავარდა საქართველოს MAP-ი. თუმცა ფაქტი რომ უკვე ასე დაუყენეს საქმე პუტინს, რომ საქართველოს MAP-ი 8/18-ზე ჩავარდა (18 მომხრე) და განიხილებოდა საერთოდ. მართალია ვერ მივიღეთ MAP-ი, მაგრამ ეს უფრო FSB-ს დროებითი პრევენცია იყო ვიდრე გამარჯვება, აბა მეორეს მხრივ საქართველოს MAP-ი და მერე წევრობაც, მთლად გადაფსმა იყო რუსეთზე...
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს საკითხი დარჩა სხვადასხვა დონეზე განხილვის საგნად და რუსეთს მუდმივი მუშაობა და მუქარა სჭირდება, რომ ეს გაანეიტრალოს, თუ არა კვლავ რეალურად შეიძლება დარუნდეს ეს საკითხი.
ერთი სიტყვით ბოლო დეკადაში აშშ-მ პრაქტიკულად პირწმინდად წაართვა აღმოსავლეთ ევროპა რუსეთს და ბრძოლა გადმოუტანა უკრაინაში და სამხრეთ კავკასიაში.
არადა ხალხს დაავიწყდა, რომ ეს ყველაფერი ბოლო 10 წელიწადში მოხდა.
მიუხედავად სულ
1 წლიანი სხვაობისა, შეგნებულად არ მოვიხსენიებ ბოლო დეკადაში (არც არის, და არც პუტინი იყო მაშინ),
11 წლის წინ მომხდარ ამბავს ანუ
1999 წელს
პოლონეთის, ჩეხეთის და
უნგრეთის მიღებას
NATO-ში.
(უფრო ზუსტად პუტინი დროებითი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ეს არ ითვლება)
მუდმივად კი არ ყოფილა აღმოსავლეთ ევროპა NATO-ში, ან ამერიკის დასაყრდენი? ეს სსრკ-ს რღვევისთანავე კი არ მოხდა. ყველაფერი მოხდა ზუსტად ბოლო 11 წელიწადში, აქედან საკმაოდ დიდი კი ზუსტად ბოლო დეკადაში, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მმართველობის პერიოდში.
ახლა რა ხდება უკრაინაში.
კი, ბატონო ახლა ნამდვილად რუსების უპირატესობაა, მაგრამ თუ დავუბრუნდებით 10 წლის წინანდელ სტატუს-ქვოს, რატომღაც მგონია იანუკოვიჩი უფრო მეტად (შედარებით) შეიძლება ჩამოყალიბდეს "პროდასავლურად" ვიდრე კუჩმა.
ცხადია 2005-2010 წლებთან შედარებით რუსეთმა გაიმარჯვა (თუმცა დროებით, რადგან არავინ იცის რა იქნება იანუკოვიჩის შემდეგ) რადგან ნარინჯისფერები მაგრად ეწეოდენ უკრაინას NATO-სკენ.
* * *
ტანკედიახ.
ამას ვამბობ.
"არ" სხვა რამეა, უფრო "ვერ". არ აქვს ამდენი რესურსი FSB-ს, რომ ყველა ქვეყანაში დაუპირისპირდეს ფედერალებს.
მთელ რიგ ქვეყნებში ამერიკული გავლენის შემაფერხებლები FSB-ს ზე უფრო მეტად აღმოსავლური რელიგიური ორგანიზაციები, მათი კულტურა და ა.შ. არის.
....მაგალითად აშშ-ს აქვს რამოდენიმე საზღვაო ბაზა, ფილიპინების სამხრეთით კუნძულებზე, ინდოეთის ოკეანეში, სადაც არავიტარი შანსი არა აქვთ FSB-შნიკებს.
და საერთოდ, მსოფლიოში არსებული სამხედრო ბაზების (ნებისმიერ ქვეყანაში) 2/3 ანუ ნახევარზე მეტი არის აშშ-ს სამხედრო ბაზები.
702ც. - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზა აქვთ იანკებს მსოფლიოში. FSB-შნიკები ნახევარს მაინც თუ ებრძვიან (თუნდაც წარუმატებლად), ყოჩაღ, მაგათ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 1 Jul 2010, 13:35
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)