#22070078 · 16 Oct 2010, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rockatakaკი მხატვრული ფილმია სათაურიც დაგიწერეთ და შეიძლება ინტერნეტშიც იყოს. კაპიტანი იყო ალექსეი ვოსტროვსკი, მაგის როლს ჩემი საყვარელი მსახიობი ასრულებს და მაგის ხათრით ვუყურებდი თავდაპირველად  შემდეგ რომ გავიგე ნამდვილ ამბავზე იყო და თანაც სსრკს დროინდელზე, უფრო გულმოდგინედ ვუყურე და აღარ დავრბოდი აქეთ იქით. ეგ ფილმი სანპეტერბურგში 2002 წელს გასულა პირველად და 52 ვეტერანიც ვისაც ეს ამბავი შეემთხვათ დასწრებიან, ტეხნიკურადაც და ისტორიულადაც ძალიან კარგად შეუფასებიათ. ფაქტიურად ამერიკამ გააცნო რუს ხალხს მათი გმირები. SwaT-2011SwaT-2011 QUOTE | არ ვიცოდი მაგაზე მაგრამ მე ვიცი ერთი ამბავი რომელიც 70-80 წლებსი მოხდა როდესაც ატომურ რეაქტორს უცვლიდნენ წყალქვეშა ნავს სადღაც დალნივოსტოკის სამხედრო ფლოტის ბაზაზე ის არასტაბილური გახდა და აფეთქდა ... ბევრი ადამიანი მოკვდა და გასაიდულოებული იყო ეგ ამბავი ეხლაც ბევრმა არ იცის ... |
ეგ შეიძლება კიდევ სხვა შემთხვევა იყო, ეს ატომური წყალქვეშა ნავი თავდაპირველად არქტიკის წყლებში იყო გასული მანევრებზე, ყველაფერი კარგად მიდიოდა და შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურ წყლებზე გავიდნენ, ამერიკის ბაზებთან ახლოს და იქ მოხდა შემთხვევა ძირითადად დაუდევრობის გამო, პროფესიონალი შეცვალეს არა პროფესიონალით, იმის გამო რომ ნასვამი იყო. იმაშიც გამოჩნდა მათი დაუდევრობა რომ ატომური რეაქტორი იყო განთავსებული მათ ნავზე და რადიაციის დამცველი ტანსაცმელიც კი არ ქონდათ.
ბოლოს ტემპრატურამ რომ ძალიან მაღლა აიწია, იცოდნენ რომ დაიღუპებოდნენ, მაგრამ აშშ-ს მაინც არ თხოვეს დახმარება,( სპეც ტანსაცმელს მაინც მისცემდათ სხვა თუ არაფეერი) ყველა იმედი რომ ამოიწურა, ერთმა მეზღვაურმა კვლაც გარისკა სიცოცხლის ფასად იმ ოთახში შესვლა და სასწაულად ტემპერატურამ დაბლა დაიწია, (საერთოდ შეკეთება შეუძლებელი იყო.) ამის შემდეგ ნება იბოძეს და რუსეთისკენ აიღეს გეზი. ისე რომ გადავრჩით მესამე მსოფლიო ომს, ისევე როგორც კუბის ამბების დროს, ამაზეც ძალიან მაგარი ფილმი აქვთ ამერიკელებს გადაღებული.
|