]ЗеaTlESარაფრის
Solveigესეც ქრონოლოგიური მიმოხილვა, გრამატიკულ შEცდომებზე ბოდიშს ვიხდი, გასწორება ვეღარ მოვასწარი, დრო არ მაქვს :|
--------------------------------------*******--------------------------------------
15.01.1992 -სლოვენიისა და ხორვატიის აღიარება დასავლეთის ქვეყნების მიერ. ე.წ. ბოსნიის საკითხი კი განსახილველად მოიმარაგეს.
------------------------------------------------------------
06.04.1992-ბოსნია დასავლეთის მიერ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნა აღიარებული. ამას ამერიკას უერთდება. საფუძველი ეყრება სერბული რესპუბლიკის შექმნას რეგიონში. ბოსნიაში მძაფრდება მოსახლეობას შორის მტრული დამოკიდებულება.
-------------------------------------------------------------
05.04.1992-სამშვიდობო დემონსტრაცია სარაევოში - ეროვნული წინამძრვრების კარაჯიჩისა და იზეთბეგოვიჩის წინააღმდეგ.
გაზაფხული 1992-სრებრენიცა: ისლამური ტერორჯგუფი კომენდანტ ნასერ ორიჩის ხელმძღვანელობით წლის ბოლომდე სისხლით სდევნიდნენ სერბებს გრაჩანიცის სერბული ენკლავებიდან (მოსახლეობის 30% მართლმ. სერბები იყვნენ ).
192 გადამწვარი სერბული სოფელი (ნიდერლანდელი ცისფერჩაფხუტიანების მიერ მოწოდებული სტატისტიკა) და მინიმუმ 2800 მოკლული სერბი. 1000 მათ შორის იდენტიფიცირებულია ( პათოლოგების რაპორტი, რომელიც ჰააგაში დევს). 1990 წლის დასაწყისში სერბრენიცა ცხადდება გაეროს დამცავ ზონად და ნიდერლანდელი ცისფერცაფხუტიანები იქნენ რეგიონში სტაციონირებული.
---------------------------------------------------------------
27.05.1992-სარაევოში აფეთქდა ბომბი და 27 ადამიანი იმსხვერპლა, რომლებიც პურის რიგში იდგნენ. ინტერნაციონალური პრესა სერბებს ადანაშაულებს. თუმცა გაერო დამნაშავეებად მუსლიმნებს ასახელებს, რამდენადაც მსხვერპლი სერბები იყვნენ, გარდა ამისა, გაერო საეჭვოდ მიიჩნევდა თითქოსდა შემთხვევით ბოსნიური ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ინციდენტის ადგილთან ახლოს ყოფნას. UN- არმიის
მთავარსარდალი მაკენძი ზემოთხსენებულის გამო გათავისუფლებულ იქნა.
-----------------------------------------------------------------
29.05.1992
სარაევოზე ძლიერი საავიაციო თავდასხმები. ყუმბარა იწვევს მასაკერს ქალაქის ცენტრში. ბოსნიელი სერბები დაცხრილულნი იქნენ, როდესაც შეთანხმების თანახმად უნდა დაეტოვებინათ სარაევოში არსებული ყაზარმები .
---------------------------------------
30.05.1992-სარაევოს მასაკრის სპეკულაციით სერბიასა და მონტენეგროს ედება ემბარგო, მათ შორის სავაჭრო და ასევე დაიკეტა საავიაციო მიმოსვლები .
გაეროს უშიშროების საბჭო სერბებს აწერს ყველა სახის დანაშაულს და მიმდინარე ბრძოლების შეუწყვეტობას. თუმცა, სერბების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოსნიიდან იუგოსლავიის არმიის ოფიციალური გამოსვლის შემდეგ მათ პასყხუსმგებლობა ეხსნებათ, რამდენადაც მათ არ აქვთ გავლენა პარამილიტარულ დაჯგუფებებზე, რომლებიც ნებაყოფილებით იმყოფებიან ბოსნიაში.
--------------------------------------------------
22.01.1993 მასლენიცა - ხორვატების თავდასხმა, რათა სამხრეთ დალმატიასთან კავშირი კვლავ აღადგინონ. მცირეხნიანი შეტაკებები , რომლებიც ხიდზე გაიმართა, იძლევა იმის საბაბს, რომ გაჩნდეს ეჭვი სერბებისა და ხორვატების შესაძლო მოლაპარაკების შესახებ.
-------------------------------------------------------
23.01.1993- მხარეები თანხმობას აცხადებენ Vance-Owen გეგმაზე, მაგრამ უფრო გამძაფრებულად იცავენ საკუთარ პროვინციებს. კონფერენცია განიცდის მარცხს , რადგანაც ხორვატები თავს ესხმიან კრაინას და სარაევოშიც ასევე ინტენსიურდება ბრძოლები.
-------------------------------------------------
01.05.1993 ბოსნიელი სერბების მეთაური კარაჯიჩი ათენში ზეწოლას უკეთებს ნარჩე.ნი იუგოსლავიის მთავრობას ხელი მოაწერონ ზემოთხსენებულ გეგმაზე, თუმცა მის ძალაში ესვლის საკითხს კი პარლამენტს ანდობს.
-------------------------------------------------------
05.05.1993
Vance-Owen გეგმას 52,2 % -ით უარყოფს პარლამენტი. კარაჟიჩი შედეგს აცხადებს არასაბოლოოდ და მის გადაჭრას საკუთარ ხალხს ანდობს.
.--------------------------------------------------------
15.05.1993
Vance-Owen გეგმა კარაჯიჩმა საბოლოოდ ჩაშლილად გამოაცხადა. თითქოსდა ბოსნიელი სერბების მიერ მიცემული ხმა იყო არასწორი. ის ეძებს შუამდგომლობის ახალ გზებს.
----------------------------------------------------------
23.07.1993
უშიშროების საბჭო სერბებს ადანაშაულებს სარაევოს იზოლაციაში. ბოსნიის ქალაქ მოსტარში დაიწყო უმძიმესი ბრძოლები ბოსნიელ ხორვატებსა და ბოსნიელ მუსლიმნებს შორის.
-----------------------------------------------------------
25.07.1993 გაეროს კონვოი, რომელსაც პროდუქტი უნდა შეეტანა კონფლიქტის ზონაში და მიეწოდებინა მოსტარის მოსახლეობისათვის, დაცხრილული იქნა მუსლიმნების მიერ, გადარჩენილი გაეროს-ჯარისკაცები კი მუსლიმნებმა ტყვედ აიყვანეს.
--------------------------------------------------------------
27.07.1993
შეთანხმების მცდელობა ჟენევაში. ხორვატულ-სერბული გეგმა ბოსნიის სამ ნაწილად გაყოფის შესახებ.
----------------------------------------------------------------
30.07.1993 სამი მხარის მოლაპარაკება. თუმცა საზღვრის საკითხი მაინც ღიად რჩება.
----------------------------------------------------------------
28.02.1994
ნატოს მიერი საბრძოლო ქმედებები საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო. ბანია ლუკას თავზე ჩამოგდებული იქნა ოთხი თვითმფრინავი, რომლებმაც სავარაუდოდ მუსლიმნების სამხედრო ფაბრიკა დაბომბეს.
----------------------------------------------------------------
01.03.1994
ბოსნიის სამხედრო მინისტრი სილაიჯიჩი, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გრანიჩი და ბოსნიელ ხორვატთა წარმომადგენელი ხელს აწერენ დოკუმენტს ბოსნიის, როგორც ორ სახალხო ჯგუფის ფედერაციის შექმნის შესახებ.
----------------------------------------------------------------
03.03.1994
გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად ითხოვს სარაევოს ბლოკადის მოხსნას.
------------------------------------------------------------------
06.07.1994
ბოსნიის დაყოფის პოლიტიკური რუკის პროექტი წარდგენილ იქნა ჟენევაში. სერბები, რომლებიც ტერიტორიის 70% აკონტროლირებენ, უნდა მიიღონ ტერიტორიის 49%. საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენელი ამ საკითხზე პასუხს 2 კვირაში ელოდება. კოსირევი ითხოვს მშვიდობიან ულტიმატუმს, უარის შემთხვევაში კი მოსალოდნელი იქნება არასასურველი კონსექვენსები.
-------------------------------------------------------------
19.07.1994 ბოსნიურ-ხორვატული მხარე თანხმობას იძლევა გეგმაზე.
---------------------------------------------------------------
20.07.1994
სერბები უარყოფენ გეგმას.
----------------------------------------------------------------
28.07.1994 ბოსნიელი სერბები ითხოვენ წარდგენილი რუკის კორექციას, ასევე სურთ საქმე თავად გადაწყვიტონ, რომელიც ასევე სერბეთთან მიერთებას არ გამორიცხავს.
---------------------------------------------------------------
02.08.1994 სერბეთი მოითხოვს რეპუბლიკა სრპსკასგან შეთავაზებულ გეგმაზე თანხმობის მიცემას.
--------------------------------------------------------
03.08.1994 სერბული რესპუბლიკის სხდომა , გამართული პალეში, ამტკიცებს და ამყარებს მათ გადაწყვეტილებას შეტავაზებული გეგმის უარყოფის შესახებ. იწვევს რეფერენდუმს 27.08.1994-სთვის.
----------------------------------------------
04.08.1994 რადიო ბელგრადში ვრცელდება მილოშევიჩის გამოსვლა , რომელის პალეს ამბებს ეხება. ის აცხადებს ბოსნიელ სერბებთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და სცემს ბრძანებას საზღვრების ჩაკეტვის შესახებ.
------------------------------------------------------
05.08.1994
ნატოს თვითმფრინავები UNPROFOR-ის მოთხოვნის საფუძველზე ბომბავენ ბოსნიელ სერბთა ჩამკეტ ტერიტორიებს სარაევოს შემოგარენში. სერბებმა კი მანამდე გაეროს სამხედრო ბაზებიდან მძიმე იარაღი ხელთ ჩაიგდეს და წინააღმდეგობას უწევდნენ ცისფერცაფხუტიანებს.
სარაევოს ალყას რაც შეეხება, მცირედი განმარტება გაგების მიზნით: ეს არ იყო ტიპიური ბლოკადა აგრესორი ჯარის მიერ, არამედ საქმე ეხებოდა რამდენიმე სოფელს, რომელიც გარს ერტყა სარაევოს, სადაც სერბები იყვნენ გამაგრებულნი და რომელთა შესახებ სტატიაში უკვე მიწერია და ხვალ განვათავსებ იმ სტატიას. ანუ კლასიკურ ბლოკადასთან მაგ შემთხვევაში საქმე არ გვქონია.
------------------------------------------------------------
24.09.1994 უშიშროების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სერბების მიმართ არსებული სანქციების შემსუბუქების შესახებ. სამაგიეროდ სანქციების გამკაცრება ბოსნიელი სერბების მიმართ.
-------------------------------------------------------------
31.10.1994 ბოსნიელ მუსლიმანთა ‘სახელმწიფო’ არმია იღებს ქალაქ ბიჰაჩს და მის შემოგარენს, ათიათასობით სერბი გარბის რეგიონიდან, ვინც ცოცხალი გადარჩა.
-----------------------------------------------------------
03.11.1994 ხორვატულ-მუსლიმნური ალიანსი ნაყოფს იღებს. ბოსნიელი სერბები აღმოჩნდნენ წნეხის ქვეშ.
----------------------------------------------------------------
11.11.1994 აშშ აუქმებს იარაღის ემბარგოს ხორვატების და ბოსნიელების მიმართ.
------------------------------------------------------------
17.11.1994 მძიმე ბრზოლები კვლავ ბიჰაჩის გამო. ხორვატულ-მუსლიმნური არმია მარცხს განიცდის, რადგან მუსლიმნების მეთაური აბდიჩი სერბების მხარეს ამაგრებს ( 5000 ჯარისკაცით). აბდიჩის ეს საქციელი გამოწვეულია იმით, რომ ის არის ალია იზეთბეგოვიჩის მოძულე და მოწინააღმდეგე ადრეული დროიდან, ასევე არ მიეკუთვნება ფუნდამენტალისტ მუსლიმანთა დაჯგუფებას.
-------------------------------------------------------
19.11.1994 მუსლიმანთა პროგაგანდა-მაშინერიის მტკიცებულებით, ბოსნიელმა სერბება ბიჰაჩში კასეტური ბომბები გაუშვეს. თუმცა UNPROFOR-ის იქ სტაციონირებული ჯარის მესვეურნი უარყოფენ ამ ფაქტს.
----------------------------------------------------
დეკემბერიr 1994 ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მცდელობები.
12.01.1995
------------------------------------------------------
21.02.1995 ტუჯმანი მოითხოვს ცისფერჩაფხუტიანებმა დატოვონ ხორვატია.
-----------------------------------------------------------
21.02.1995 -რუსეთმა აღიარა ბოსნიის დამოუკიდებლობას.
--------------------------------------------------------
12.03.1995 საბოლოოდ ტუჯმანი იძულებულია დათანხმდეს 5000 კაციან ცისფერცაფხუტიანთა კონტიგენტს.
-------------------------------------------------------------
02.05.1995 დაძაბულობა ხორვატიაში. ზაგრებზე არტილერიული რეიში კრაინელი სერბების მიერ. ხორვატია თავს ესხმის კრაინელ სერბებს, მათ შორის გაეროს ორ დამცველ პუნქტს, რომელიც კრაინელ სერბებს იცავს. ამ მოვლენას კი ხორვატები უწოდებენ კრაინელი სერბების ხორვატებს შორის მშვიდობიან ინტეგრაციის უზრუნველმყოფელ მეთოდებს.
---------------------------------------------------------------
22.05.1995 ბოსნიელმა სერბებმა გაეროს სამხედრო ბაზებიდან მძიმე იარაღი ხელთ ჩაიგდეს.
---------------------------------------------------------
25.05.1995 ნატო ბომბავს პალესთან არსებულ სამხედრო საწყობს. სერბები კი პასუხად არტილერიის ჭურვებს უშენენ ქალაქ ტუზლას და სარაევოს, რამდენიმე ცისფერჩაფხუტიანს კი ტყვედ იყვანებენ.
-----------------------------------------------------------
25.05.-31.05.95
ნატოს მხრიდან მრავალი თავდასხმა ბოსნიელ სერბებზე, ასევე ნატოს კონტიგენტის გაზრდა კონფლიკტურ ზონაში მონაწილეობის მისაღებად.
----------------------------------------------------------------
11.07.1995 სრებრენიცის დამცავი ზონის აღება ბოსნიელი სერბების მიერ. სრებრენიცაში მეორდება მასაკრე, ოღონდ საწინააღმდეგო მხრიდან.
------------------------------------------------
28.07.1995 ხორვატები იკავებენ ბოსნია-ხორვატიის საზაზღვრო ზონებს და ხერგავენ გაეროს ქარავნების გზას, რომლებსაც კრაინის სერბებთან პროდუქტი მიაქვთ.
---------------------------------------------------------
29.07.-03.08.95 სანამ ჟენევაში ხორვატებსა და კრაინის სერბების წარმომადგენელს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს , ხორვატიის არმია თავს ესხმის კრაინას და რამდენიმე დღეში იღებს მას. ზაგრები კი ამ მოვლენას უწოდებს აუცილებელ ქმედებებს, რადგანაც კრაინის სერბებმა კრაინის რესპუბლიკის გამოცხადება მოინდომეს .
--------------------------------------------------------------
04.08.-08.08.95 ხორვატები ცეცხლს უხსნიან გაეროს ჯარებს. 200 000 სერბი ლტოლვილი ბანია ლუკაში გარბის. დაახლოებით 10 000 სერბი კი მოკლული იქნა.
---------------------------------------------------------------
21.08.1995 გაერო ადანაშაულებს ხორვატებს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში, მარადიორობასა და უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობაში.
-----------------------------------------------------------
25.08.1995 ცისფერჩაფხუტიანები ტოვებენ ბოსნიურ ქალაქ გორაჟეს, ამით კი გაერო არღვევს საერთაშორისო შეთანხმებას. გაეროს სამხედროები კი ამ ნაბიჯს იმით ამართლებენ, რომ ქალაქს მაინც აწი არარაფერი ეშველება და გადასარჩენიც იქ არაფერია.
-----------------------------------------------------
28.08.1995
სარაევოს ინტენსიური დაყუმბარება, რომელიც ბოსნიელ სერბებს ბრალდებათ. ტუჯმანი მოითხოვს აღმოსავლეთ სლავონიის ხორვატიაზე დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება თავდასხმით. ტუჯმანი უარყოფს ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ხორვატების მხრიდან.
---------------------------------------------------------------
29.08.1995
იზეთბეგოვიჩი ხვდება ჟაკ შირაკს და ითხოვს მხარდაჭერას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტაზე. ჟირაკი პირდება დახმარებას. გერმანიის პრემიერმინისტრი ფოლკერ რუე კი ამ მოვლენას უწოდებს სამხედრო პასუხს და შესაშინებელ მანევრს.
----------------------------------------------------------
30.08.1995
ნატოს მიერი მასიური თავდასხმები ბოსნიელ სერბტა ლოკალიზაციის ადგილებზე. სერბების მხრიდან კი ამას პასუხი არ მოჰყოლია. ნარცენი იუგოსლავიის მთავრობა აიძულებს რუპუბლიკა სრპსკას მთავრობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თანხმობის მიცემას. შესაბამისი აქცია კი მილოშევიჩმა უნდა ითავოს.
----------------------------------------------------------
31.08.1995 რუსეთი მოითხოვს ნატომ შეწყვიტოს სამხედრო აქციები ბოსნიის ტერიტორიაზე, ასევე ბოსნიელ სერბებს დატოვონ სარაევო.
--------------------------------------------------------------------
01.09.1995
გერმანული ტორნადოების პირველი საბრძოლო აქცია ბოსნიის ტერიტორიაზე. ომის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება. ნატო წყვეტს სამხედრო თავდასხმებს ბოსნიელ სერბების შენაერთებზე.
-------------------------------------------------------------
08.09.1995
ხორვატიის, ბოსნიის და სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია ჟენევაში. ბოსნია იყოფა ორნაწილად 51% - 49%-ზე შესაბამისად სერბების რესპუბლიკად და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციად. სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
-----------------------------------------------------------------
05.10.1995
ბოსნიური მთავრობა უარს ამბობს ბანია ლუკას განიარაღებაზე.
ჰალბრუკი ეწევა მოლაპარაკებას მხარეებს შორის,
--------------------------------------------------------
10.10.1995 მორატორიუმის მიღწევა.
12.10.1995 მორატორიუმი
01.11.1995 დეიტონის შეთანხმება ხორვატიის, ბოსნიის და ნარჩენი იუგოსლავიის პრეზიდენტებს შორის.
----------------------------------------------------------
21.11.1995 სამშვიდობო მოლაპარაკება დეიტონში საბოლოო სახეს იღებს.
------------------------------------------------------
23.11.1995 ბოსნიელ სერბთა მთავრობა თანხმდება დეიტონის მოლაპარაკებას.
------------------------------------------------------------------
14.12.1995 .
სამშვიდობო შეთანხმებას პარიზში ხელს აწერენ. მოლაპარაკება სარაევოს სერბული კვარტლის შემდგომი ბედის შესახებ.
-----------------------------------------------------------------
10.01.1996 ინციდენტები მოსტარსა და სარაევოში. სერბები გარბიან სარაევოს სერბული კვარტლიდან.
============================================
17.02.1996 რომში იხილება ბოსნიის საკითხი. სარაევოს სტატუსსა და მოსტარის დაყოფაზე მოლაპარაკება (კოშნიკის გეგმა). სარაევოს სერბული მოსახლეობა ღებულობს გარანტიას ხელსეუხებლობის შესახებ, მაგრამ სერბები მაინც ტოვებენ სარაევოს.
----------------------------------------------------------------
23.02.1996 გაეროს პოლიციას ევალება სარაევოს გარეუბნის ვოგოშჩას ზედამხედველობა, სერბების დაცვის მიზნით.
--------------------------------------------------------------
02.03.1996 სარაევოს სერბულ კვარტალში მასიური მარადიორობა და ხანძრების გაჩენა მუსლიმნების მხრიდან. კარაჯიჩი სთოხვს მილოშევიჩს დაეხმაროს სერბული მოსახლეობის ბოსნიაში გადანაწილების საქმეში.
---------------------------------------------------------------
12.03.-13.03.96 სერბებს გადაეცათ სარაევოს გარეუბანი ილიჯა, თუმცა მხოლოს რამდენიმე ოჯახი თანხმდება იქ ცხოვრებაზე.
დარჩენილი სერბებს ინტენსიურად თავს ესხმოდნენ უკან დაბრუნებული მუსლიმნები, ბოლო პერიოდში 150 000 სერბი გარბის სარაევოდან, დამკვირვებლები ამას უწოდებსნენ ‘გაეროს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე ეთნიკურ წმენდას’. ომამდე სარაევოს მოსახლეობის 45% (სარაევოს მოსახლეობა იყო სულ 400 000) იყვნენ მუსლიმნები, 30% სერბები და 15% ხორვატები. ომის შემდეგ კი სარაევოს მოსახლეობის 85%-ს მუსლიმნები შეადგენენ.
---------------------------------------------
პ,ს, თუ რაიმე გაუგებრად წერია, მიმითითეთ და შევეცდები ავხსნა.
* * *
ესეც ბოსნიის ეთნოგრაფიული რუკა ომამდე:
This post has been edited by CZ88 on 16 Jan 2011, 05:06