http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/16...ce-dakhura.htmlლიბიამ საჰაერო სივრცე დახურა13:09 18-03-2011
ლიბიის ხელისუფლებას გაერო-ს რეზოლუციის არ ეშინია. ამის შესახებ მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამმა ტელეკომპანია "ეი ბი სი"-ის განუცხადა.
"ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად ვართ, თუკი ლიბიის დაბომბვას გადაწყვეტთ, ამით ლიბიელ ხალხს არ დაეხმარებით. თქვენ ჩვენს ქვეყანას დაანგრევთ. თქვენი გადაწყვეტილება არავის ახარებს"- განაცხადა საიდ ისლამმა. ამასთან, კადაფის ვაჟი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ არმია სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავდა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი პრაქტიკულად არ არის.
"გაზეტა.რუ"-ს ინფორმაციით, მუამარ კადაფის სამხედროები ქალაქ მისტრატს ბომბავენ. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ კადაფმა აჯანყებულების მთავარი ქალაქის ბენღაზის აღებაზე "ჰუმანური მოსაზრებებით" უარი თქვა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ლიბიამ უცხოეთის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე სრულად დახურა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ეს განცხადება საჰაერო სივრცის ევროპულ ორგანიზაციაში გააკეთეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ დღეს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, მსოფლიო თანამეგობრობას ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ჩაბმის უფლება ეძლევა. ლიბიის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია რეზოლუციით გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ლიბიაში სახმელეთო ჯარის გამოყენება არ შეეძლებათ.
რეზოლუციის პროექტი ლიბანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ მიერ იყო ინიცირებული და სამი დღე განიხილებოდა.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ლიბიის სამხედრო ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენები ეკრძალებათ, ფრენების აკრძალვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებზე ყველა ტიპის საჰაერო საშუალებებს ეხებათ.
ამასთან, "ფრანს-პრესი" იტყობინება, რომ რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს. ოპერაციის ხასიათზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ავიადარტყმებზე. ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანმხდნენ ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არაბული ლიგის ქვეყნები. დანიის პარლამენტი კი, გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. იტალია მზად არის, ოპერაციის მონაწილეებს სიცილიის ბაზები დაუთმოს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ უახლოეს ორ დღეში დაიწყოს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/16...-daitsyebs.htmlსაფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს; ნატო მზად არის, ოპერაციაში ჩაერთოს12:05 18-03-2011
რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს პრესი" ხელისუფლების წარმომადგენელ ფრანსუა ბარუენზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბარუენის თქმით, ოპერაციის მიზანია ლიბიის მოსახლეობა ძალადობისგან დაიცვას. ოპერაციის ხასიათზე ინფოირმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ავიადარტყმებზე. ნატო მზად არის, ოპერაციაში ჩაერთოს, ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანმხდნენ ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არაბული ლიგის ქვეყნები. დანიის პარლამენტი კი, გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. იტალია მზად არის, ოპერაციის მონაწილეებს სიცილიის ბაზები დაუთმოს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ უახლოეს ორ დღეში დაიწყოს.
გაერო-მ ლიბიის მიმართ სანქციების შესახებ რეზოლუცია მიიღო. გაერო-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო თანამეგობრობას ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ჩაბმის უფლება ეძლევა. ლიბიის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია რეზოლუციით გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ლიბიაში სახმელეთო ჯარის გამოყენება არ შეეძლებათ.
რეზოლუციის პროექტი ლიბანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ მიერ იყო ინიცირებული და სამი დღე განიხილებოდა.
დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ლიბიის სამხედრო ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენები ეკრძალებათ, ფრენების აკრძალვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებზე ყველა ტიპის საჰაერო საშუალებებს ეხებათ.
რეზოლუციის მიხედვით, გაერო ლიბიაში, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ ძალების მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამას გარდა, დოკუმენტით გათვალისწინებულია ლიბიის ხელისუფლების საბანკო და ნავთობის კომპანიების ანგარიშების გაყინვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან რეზოლუციას 10-მა დაუჭირა მხარი. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა და ბრაზილიამ.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის ლიდერის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ლიბია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ტელეკომპანია "ევრონიუსსთან ” ინტერვიუში უმცროსმა კადაფიმ სარკოზის ამ ფულის დაბრუნებისკენ მოუწოდა.