ნატოს სიცრუის ნიაღვარი ფრანგი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ტიერი მეისანი, რომელიც აშშ-ში პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ იქცა, რაც გახმაურებული წიგნი «სასწაულებრივი სიცრუე» გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია, რომ 9/11-ის აშშ ტყუპი ცათამბჯენების განადგურების მიზეზი შიდა შეთქმულება იყო და არა გარე თავდასხმა.
«რვა თვის განმავლობაში დასავლეთის მმართველთა და სახელმწიფო საცნობარო საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი სირიაში ომის გაჩაღებას ცდილობს,» _ წერს მეისანი «Egalite Reconciliation»-ის ფურცლებზე.
უკიდურესად მძიმე ბრალდებები, რომლებსაც ისინი ბაშარ ასადის წინააღმდეგ აყენებენ, მიზნად ისახავს მათ დაშინებას, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მის წამოწყების საფუძვლიანობას. ზოგიერთი ჟურნალისტი გაემგზავრა სირიაში ადგილზე გადასამოწმებლად და საშუალება ჰქონდა, თავად შეეფასებინა ნატოს ცრუპენტელობის მასშტაბები.
ტიერი მეისანი მასმედიაში გაჩაღებული ომის შესახებ წერს:
1999 წელს კოსოვოში ომის დროს ყოველდღიურად ვაქვეყნებდით ნატოს საცნობარო შეკრებების მოკლე შინაარსს და შემოკლებულ ცნობებს მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტთა წერილებიდან. დროთა განმავლობაში ნატოსა და ადგილობრივი ჟურნალისტების შეფასებები იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ მათ უკვე საერთო აღარაფერი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში საუბარი იყო ორ სხვადასხვა შეფასებაზე. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, გაგვერკვია, რომელი მათგანი ცრუობდა და იყო თუ არა სიმართლე რომელიმე წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებში. მიუხედავად ამისა, ორივე წყაროს გამოქვეყნება სამი თვის მანძილზე განვაგრძეთ. როდესაც ცნობების გადამოწმების საშუალება მოგვეცა, ჩვენი ჟურნალისტები მოვლენათა ადგილზე გაემგზავრნენ, გაირკვა, რომ ნატოს ცნობები სიცრუე იყო, ადგილობრივი ჟურნალისტებისა კი _ სრული სიმართლე.
გაირკვა, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა დასავლელი ჟურნალისტის გასულელება და მათგან სიმართლის დამალვა მათთვის ზღაპრების მოყოლითა და იმ პირობით, რომ თხრობა იქნება უწყვეტი და მძაფრი განცდების გამომწვევი. მაშინ არ შემეძლო სერბეთში გამგზავრება და მდგომარეობის ადგილზე ასახვა, სამაგიეროდ ახლა ვიმყოფები სირიაში, სადაც საკმარისი დრო მქონდა გამოძიებისათვის. საქმის სრული ცოდნით შემიძლია ვამტკიცო, რომ ახლა ნატოს სიცრუის მანქანა სირიის წინააღმდეგ ისევე მუშაობს, როგორც თავის დროზე სერბეთთან დაკავშირებით მუშაობდა.
ნატომ «სამხედრო ჩარევის» მიზნით დაიწყო თავისი სრული სიცრუის მოყოლა. მსგავსებები ამით სრულდება:
სლობოდან მილოშევიჩი იყო სამხედრო დამნაშავე, რომლისთვის ბრალის დადებასაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ცდილობდნენ, რათა მისი ქვეყანა ორად გაეყოთ; ბაშარ ასადი კი ეწინააღმდეგება იმპერიალიზმსა და სიონიზმს, მან მხარი დაუჭირა მოძრაობა «ჰეზბოლას» ლიბანზე თავდასხმისას და ამ დრომდე უჭერს მხარს «ჰამასსა» და ისლამურ «ჯიჰადს» თავიანთი პალესტინური სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში.ნატოს ოთხი სიცრუე1.ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რვა თვის განმავლობაში სირიაში უფლებათა გაზრდისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება.
ეს სიცრუეა. ზოგიერთ ქალაქში ჩატარდა მიტინგი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ საერთო ჯამში მათზე 100 000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ არა უფლებების გაზრდას, არამედ ისლამური მმართველობის დამყარებას. ნაწილი ბაშარ ასადის გადადგომას მითხოვდნენ არა მისი მართვის გამო, არამედ იმიტომ, რომ სუნიტის სექტანტურ შტოს წარმოადგენენ და ბაშარ ასადს ერესში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ასადის ხელისუფლება არასამართლებრივია, რადგან მაჰმადიანური ქვეყნის მართვის უფლება მხოლოდ მათი სარწმუნოებს წარმომადგენელ სუნიტს შეუძლია.2. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, ხელისუფლებამ სირიაში ბრბო იარაღის გამოყენებით მრავალჯერ დაარბია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3500 ადამიანი დაიღუპა.
ეს სიცრუეა.
მოვლენათა დასაწყისშივე ხელისუფლება მიხვდა, რომ გარედან ხელოვნურად მზადდებოდა სარწმუნოებრივი დაპირისპირება, სადაც VIII საუკუნიდან სარწმუნოება სახელმწიფოს საფუძველია. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ყველა შეიარაღებულ ძალებს აუკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი შეიძლება ეს სამოქალაქო პირის დაჭრით დასრულდეს. სამართალდამცავები მკაცრად იცავდნენ ამ აკრძალვას. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა გამოცხადებულზე ორჯერ ნაკლებია და მათი უმრავლესობა საერთოდ არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობას, რაშიც საავადმყოფოებისა და მორგების მოვლის შედეგად დავრწმუნდი.3. მას შემდეგ, რაც გავარღვიეთ სიცრუის კედელი და მივაღწიეთ დასავლურ საცნობარო საშუალებებში იმის გამოქვეყნებას, რომ სირიაში საზღვარგარეთიდან შესული სიკვდილის რაზმები ცდილობენ შეტაკებების მოწყობას და ხოცავენ სამოქალაქო მოსახლეობას, ნატომ და სპარსეთის ყურეში მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სირიაში დეზერტირების ლაშქარი არსებობს. მათი თქმით, სამხედროები პარტიზანები გახდნენ და შექმნეს სირიის თავისუფალი ლაშქარი, რომელშიც უკვე 1500 წევრია.
ეს სიცრუეა. სირიაში სულ რამდენიმე ათეული დეზერტირია, რომლებიც თურქეთში გაიქცნენ და რომელთაც მართავს რიფატ ასადის ჯგუფის ოფიცერი აბდელ ხაკიმ ხადამი, რომლის ამერიკის "სი-აი-ეი"-სთან კავშირის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილია. ამასთან, ქვეყანაში იზრდება ბრძანებას დაუმორჩილებელი ახალგაზრდების რადენობა, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, რაც მათი ოჯახების გავლენითაა განპირობებული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სამხედროებს ეკრძალებათ თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება, თუ ირგვლივ სამოქალაქო მოსახლეობაა. ამ შემთხვევაში მათ სიცოცხლის შეწირვა უწევთ, თუ გაქცევით ვერ უშველეს თავს.
ასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნი4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რევოლუციებსა და ძალადობას სამოქალაქო ომი ჩაენაცვლა. სირიის 1,5 მილიონი მოქალაქე, რომლებიც ხაფანგში მოყვნენ, ახლა შიმშილობს. აუცილებელია «დახმარების არხების» შექმნა სასურსათო დახმარების გასაგზავნად და მსურველებისათვის საომარი არიდან გასვლის საშუალების მიცემა.

ასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნიეს სიცრუეა. მიუხედავად სიკვდილის რაზმების დიდი რაოდენობისა და მათი შეტევების სისასტიკისა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გადაადგილება არ ხდება. სირია თვითკმარი სახელმწიფოა, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და წარმოების მნიშვნელოვან შემცირებაზე ახლა საუბარი არ არის. მაგრამ შეტაკებათა უმეტესობა ხდება მსხვილ სატრანსპორტო გამტარებზე, რომელთაც ხშირად კეტავენ. გარდა ამისა, როდესაც შეტაკებები ქალაქის გულში ხდება, ვაჭრები თავიანთ დახლებს ხურავენ. ამის გამო საქონლის გადანაწილების შეზღუდვა ხდება, მაგრამ გასაჭირის არსი სულ სხვაა: გაჭირვება ქვეყნის შებოჭვამ განაპირობა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სირიაში ეკონომიკური ზრდა წელიწადში 5%-ს შეადგენდა, ახლა კი მას არ აქვს საშუალება, თავისი ნავთობი ევროპას მიჰყიდოს. დაზარალდა ტურიზმიც. მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი.სირიელნი ყველაფერზე ზოგავენ ფულს. ხელისუფლება ზრუნავს თავის ხალხზე _ უფასოდ ურიგებს საწვავსა და საკვებს. ამ შემთხვევაში სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ სირიის ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში დასავლეთის მავნებლობის გამო 1,5 მილიონი სირიელი იშიმშილებდა.
შედეგად ახლა, როდესაც საქმე გვაქვს ბინძურ ომთან დაქირავებულებისა და საიდუმლო სამსახურების გაგზავნასთან ქვეყნის არევის მიზნით, ნატოსა და სპარსეთის ყურის მისი თანამზრახველების მონათხრობი მნიშვნელოვნად სცდება სინამდვილეს. მომავალში ეს სიცრუე მხოლოდ გაიზრდება.
ოთხი სიმართლე, რომელთაც ნატო საგულდაგულოდ მალავს1. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ რეპრესიებისა და მსხვერპლის თაობაზე მონაცემები გულდაგულაა გადამოწმებული. სინამდვილეში ისინი ეყრდნობა ერთადერთ წყაროს: ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა სირიულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელობის ვინაობა გასაიდუმლოებულია;
2. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გზას გაუხსნიდა საერთაშორისო სამხედრო ჩარევას. ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სინანულით გვიხსნიან, რომ რუსები ტარტუში მდებარე საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ზრუნავენ, ჩინელები კი ნავთობისათვის ყველაფერზე მზად არიან. არადა, რუსეთი და ჩინეთი გაცილებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი სირიის დაცვით, ვიდრე დასავლთის ქვეყნები _ მისი განადგურებით.
3. ძნელია, ვერ შეამჩნიო, რომ არაბულ სახელმწიფოთა ლიგისა და სირიის «დემოკრატიზაციის» მცველების ორი ძირითადი დონორი საუდის არაბეთი და ყატარი, ერთის მხრივ, დიქტატურები არიან, მეორეს მხრივ კი _ აშშ-ისა და ბრიტანეთის ყურმოჭრილი ვასლები. ძნელია, ენდო ჰუმანიტარული დროშის მოფრიალე დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც სულ ახლახან გაანადგურეს ავღანეთი, ერაყი და ლიბია, რის შედეგადაც უკანასკნელ 10 წელიწადში 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ საქმით დაამტკიცეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ადამიანის სიცოცხლე.
4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში მისი მოკავშირეების, ანუ, მათი თქმით, ვისი არმიებიც დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობის მიზნით იემენსა და ბაჰრეინში შეიჭრნენ, «სირიის რევოლუცია» «არაბული გაზაფხულის» გაგრძელებაა: ხალხი დემოკრატიისა და ამერიკული ცხოვრების წესის კომფორტისაკენ მიისწრაფვის. სინამდვილეში კი პირიქითაა. რუსეთის, ჩინეთის, ვენესუელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენები «დიდი ახლო აღმოსავლეთის საზღვრების გადახაზვის» იმ გეგმის განხორციელების გაგრძელებაა, რომელიც ვაშინგტონმა გამოაცხადა, და რომელსაც უკვე ემსხვერპლა 1,2 მილიონი ადამიანი. ამიტომ ყველა, ვისთვისაც ადამიანთა სიცოცხლე ძვირფასია, ამ გეგმის შეჩერებას უნდა ცდილობდეს.
მათ ახსოვთ, რომ 2001 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 7 ომი დაგეგმა. სირიაზე თავდასხმის მზადება ოფიციალურად 2003 წლის 12 დეკემბერს დაიწყო ბაღდადის დაცემისთანავე სირიის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით. მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის მიერ დავალებული აქვს სირიაზე თავდასხმა, ცეცხლის გახსნის საკითხი საპარლამენტო კენჭისყრის აუცილებლობისაგან გათავისუფლებულია.
სირიის წინააღმდეგ ომი გრძელდება. გარე ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა მდგომარეობის დესტაბილიზებას მიაღწიონ. შეიარაღებული იატაკქვეშეთი სისხლს აცლის სამართალდამცავებსა და არმიას. დეკემბრის დასაწყისში სირიამ თავიდან აიცილა პრონატოური ბოევიკების დესანტის გადასმა თურქეთიდან. ამის შემდეგ სირიელმა მესაზღვრეებმა გზა მოუჭრეს ტერორისტების მსხვილ დაჯგუფებას, რომელიც ბრძოლით ცდილობდა სირია-თურქეთის საზღვარზე გადასვლას. დაჭრილები თურქეთის სამხედრო ტრანსპორტით გაიყვანეს.
არაბული მასმედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს «სირიის თავისუფალი არმიის» ბაზები და არმიის რიგები მუდმივად ივსება ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში გამოცდილებამიღებული პროფესიონალი რევოლუციონერებით. არმიის ბოევიკები სირიელ სამხედროებს თავს ახვევენ შეტაკებებს იორდანიის საზღვარზეც და ადგილებზე «წინააღმდეგობის ქსელებს» ქმნიან.
ასე კეთდება «რევოლუცია».
This post has been edited by მათე on 5 Feb 2012, 19:17