#25190223 · 28 Apr 2011, 02:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wossapy
QUOTE | ერთი კითხვა მაქვს... იმედია მიპასუხებს ვინმე..
სასულიერო პირისთვის ( დანარჩენებს თავი დავანებოთ, ერისკაცებს ანუ) არის თუ არა ყოველი მომხდარი უფლის ნება??
როგორც კარგი ასევე ცუდიც??
კარგი როგორც წყალობა ხოლო ცუდი როგორც რისხვა, სასჯელი, ან როგორც განსაცდელი...
მართლა მაინტერესებს.... |
გააჩნია რელიგიურ პირს, ვისაც აქვს სათანადო რელიგიური განათლება და იცის რა არის უფლის ნება, ასეთი პირისთვის ცუდი ამბავი ნამდვილად არ არის უფლის ნება. რადგან ბიბლია რომელიც ცნობილია როგორც ღმერთის სიტყვა(ქრისტიანებისთვის), ამბობს რომ ყოველივე კეთილი მოდის ღმერთისგან. ასევე სხვაგან წერია რომ ღმერთის ნება არის : "კეთილი, სრულყოფილი და სასურველი". მორწმუნე რომელიც იცის ღმერთის ნება, ის განსაცდელების დროს მინდობილია უფალზე და ცდილობს რომ მას დაემორჩილოს, ისე მოიქცეს როგორც უფლის ნებაა და ასეთ შემთხვევაში ის ცუდიც კი რომელიც მის ცხოვრებაში ხდება, თუ მოხდა მას სასიკეთოდ უტრიალდება.
ასევე იაკობის წერილში წერია, რომ ღმერთი ბოროტულად არავის ცდისო... თუ რა არის ბოროტი და საიდან მოდის ეს კიდევ ცალკე საკითხია.
|