#25250812 · 1 May 2011, 22:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სინგაპური არის ერთპარტიული სახელმწიფო, რომელშიც ანტიკორუფციული ბიურო, როგორც გესტაპო, ისეთი ძალით მოქმედებს - ორდერის გარეშე აკავებს პირებს, ფეხქვეშთელავს ადამიანის უფლებებს, თავს პოლიციაზე მაღალ ორგაოდ წარმოადგენს და ასე შემდეგ. სინგაპურში არის ავტორიტარული რეჟიმი. ერთადერთი რაც კარგია ესაა საშუალო და მცირე ბიზნესის დასაწყებად არის ძალიან კარგი პირობები, არის სისუფთავე, მაგრამ მოსახლეობის 50%-ზე მეტი არის მომსახურების სფეროში ჩაბმული, რითაც ტექნოგენეზისი, ცალკეული სამეცნიერო თუ სოციალურ-პოლიტიკური დარგების გავითარება არ ხდება. შესაბამისად იმ ზესახელმწიფოზე საუბარი, რომელსაც აქედან გვიხატავენ არის უმკაცრესი რეჟიმის კოლონია, ჩინელებითა (უმრავლესობა) და მალაიზიელებით (უცირესობა) შემდგარი, რომელიც ადამიანის უმთავრეს უფლებებს პრაქტიკულად არ სცნობს, შვებულებებსა და სხვა სოციალურ უფლებებს რომ თავი დავანებოთ.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|