#26563147 · 21 Jul 2011, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გ ი ო რ გ ი
QUOTE | ავიაციაში დიდი ვერაფერი შეიარაღება აქვს ირანს. |
ირანის ავიაციაზე სერიოზული ცნობები არ ვრცელდება და დაინტერესებული პირებისთვის ძალიან რთულია გაიგონ რაიმე ირანის ავიაციის შესახებ... რა იმალება მიგ-29 ების და მირაჟების უკან არავინ იცის. ბევრი ამბობს ყავთ Cy-30MKM-ები და J/F-17-ებიო... თუ ეს სიმართლეა მაშინ ჩავთვალოთ რომ ისრაელის F-16ებს მითუმეტეს F-15 ებს ირანის ცაში მოელით სრული კოლაფსი.... მაგრამ ამას თავი დავანებოთ .
QUOTE |
ამისთვის გამოიყენებს HARM-ებს. ძალიან საშიში იარაღია - რაც გამოასხივებს ტალღებს პირდაპირ იმ მიმართულებით მიდის და ხვდება. რამდენიც საჭირო იქნება იმდენს ისვრის. (ძალიან დიდი რაოდენობით აქვს პენტაგონს) |
ძალიან მარტივი გგონია იმხელა ქვეყნის მწყობრიდან გამოყვანა... HARM-ი რომ ისროლოს მისმა მატარებელმა რაღაც მანძილზე უნდა მიუახლოვდეს რადარს... მოდიფიკაციას გააჩნია... AGM-88-ის სროლის ეფექტური მანძილი ალბათ სადღაც იქნება 100 კმ (ყველაზე მაქსიმუმ) ირანს აქვს რადარები რომელსაც შეუძლია დაინახოს სამიზნე 800კმ-ზე... ანუ სანამ სასროლ მანძილზე მივა რადარი 700კმ-თი ადრე დაინახავს სამიზნეს... შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან საზენიტო სისტემები ... ყველაზე სირ ს-300-ს შეუძლია სამიზნე ჩამოაგდოს 120კმ-ს სიშორეზე... რა მოდიფიკაციის ს-300 აქვს ირანს არ ვიცი მაგრამ თუ შედარებით ნორმალური ეს მანძილი 300კმ-მდე გაიზრდება... AGM-88ის გამოყენება როცა მოწინააღმდეგეს ძლიერი ჰსთ-აქვს არის უდიდესი რისკი.
QUOTE | აშშ-სთვის ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის პარალიზება არის 3-4 დღის ამბავი. |
სრული ზღაპარია... ირანის ჰსთ-ს აქვს ოხრად ს-200ები რომელიც სამიზნეს აზიანებს 200კმ-ზე ... HARM-ების სროლას 100კმ ზე უფრო შორიდან არანაირი აზრი არ აქვს (მე ეჭვი მეპარება 100კმ-დან სროლას ქონდეს აზრი მაგრამ მაინც  )... ამერიკამ ირანის ჰსთ-ს დასაზიანებლად იძულებული იქნება გამოყენოს ტომაჰავკები.... რადგან 1K კმ-ზე მდგარ ხომალდს ირანი ვერ მიწვდება ვერანარიად... ტომაჰავკების წინააღმდეგ რა უნდა ქნას ირანმა არ ვიცი... ძალიან გაუძლენლება მაგრამ შეიძლება იგივე TOR-M1 ის გამოყენება...ტომაჰავკების დაბალი სიჩქარე შედარებით აიოლებს მის ჩამოგდებას... QUOTE | ცეცხლი იქნება მრავალმხრივი. მტერს არ ვუსურვებ. სანამ გამანადგურებლები თავიანთ სამიზნეებს ბომბავენ, ტომაჰავკები, ჰარმები და ჰარპუნები თავიანთ საქმეს აკეთებენ.
ყოფილა შემთხვევები, რომ აეროდრომზე ერთდროულად რამოდენიმე HARM მოხვედრია რადარს, ამ დროს რამოდენიმე ტომაჰავკი სალოკაციო სადგურს და ავიაცია ცალკე ბომბავდა. |
ირანული კალჩუგები და სხვა რადარები სანამ HARM-ების ან ტაქტიკური რაკეტების სასროლ მანძილზე მოვლენ მანამდე 9ჯერ აღმოაჩენენ ჩიტებს.... და რამდენ რაკეტას ისვრიან ჩიტების მიმართულების ღმერთმა იცის... ამერიკას თუ უნდა რომ ირანის ჰსთ გამოიყვანოს მწყობრიდან უნდა დაიწყოს მთელი ირანსი ტერიტორიის დამუშავება ტომაჰავკებით... მაგრამ ცალკე რადარების აღმოჩენა არის პრობლემა... რადარის ოპერატორს შეუძლია ჩართოს რადარი წამებით დაინახოს სამიზნე და მერე უსაფრთხეობისთვის ისევ გამორთოს... თან ტომაჰავკების ჩამოგდება შეიძლება საზენიტო სისტემებითაც...იგივე ს-200-ით ან ს-300ით....
QUOTE | სახმელეთო ომი ფაქტობრივად არ იქნება. ბოლოს, სრულად დაქსაქსული ირანის არმიის წინააღმდეგ
შეიყვანენ ასე 150.000 საზღვაო ქვეითს. |
ჯერ ეგ ერთი საერთოდ საკითხავია გამოიყვანს თუ არა მწყობრიდან რადარებს... ეს რომ რამდენიმე ათეული/ასეული მილიარდი დოლარი და რამდენიმე თვე დაუჯდება (თუ გაანადგურა საერთოდ) 100%. მეორეც ირანის არმიას შეუძლია მაღალი საბრძოლო სულისკვეთების ხარჯზე გაუძლოს ყველაზე მასირებულ დაბომბვასაც და არ დაიშალოს (რელიგიური ფანატიზმის გამო)... ეგრე იოლად რომ იდგეს საკითხი ამერიკას ირანში შევარდნას კაციშვილი ვერ დაასწრებდა...
QUOTE | საერთოდ არ ექნება საქმე არც ზღვასთან არც ავიაციასთან და მითუმეტეს არც ჯართან. |
ცალკე პრობლემა იქნება ირანის ნაპირებთან მიახლოვება... ირანს უკვე აქვს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები რომლებიც მიფრინავენ 300კმ-ზე... ანუ ამ მანძილზე ამერიკული გემები ვერ მიუახლოვდებიან ირანის სანაპიროს ეს კი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას ზღუდავს ირანული ფრეგატების და სწრაფმავალი კატარღების წინააღმდეგ.... საერთოდ ირანს შეუძლია გამოიყენოს თავისი 5 ფრეგატი და წყალქვეშა ნავები ირანის სანაპიროსთან შედარებით ახლოს (100კმ-ს მანძიზე) და საჰაერო და საზღვაო დარტყმებისგან დაიცვას მიწიდან...
QUOTE | სარაკეტო კრეისერებზე და ფრეგატებზე არც არის ლაპარაკი. გაცილებით მეტი კრეისერი ყავს აშშ-ს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს და რაც მთავარია უფრო ხარისხიანი. |
არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გაქვს... ნამდვილად არ ვიცი...ჩინეთს ყავს 58 ფრეგატი,იაპონიას 36 და ამერიკას 30...
--------------------
All for one, One for all, All for Iran
|