მოდიან ვითომ გონს? არ იქნებოდა ცუდი.
საბერძნეთის მთავრობის არაპოპულარულ ზომებს მხარს უკვე ოპოზიციაც უჭერს
http://commersant.ge/?id=5653საბერძნეთის პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც მკაცრი ეკონომიის ზომებია გათვალისწინებული.ბერძნული პარლამენტარების უმრავლესობამ დაამტკიცა მოსახლეობაში უკიდურესად არაპოპულარული ზომები, რომლებიც აუცილებელია დეფიციტისა და უზარმაზარი სუვერენული ვალის შემცირებისთვის გადასახადების გაზრდისა და სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის გზით.
„ბიუჯეტის წარმატებული რეალიზაცია საბერძნეთს საერთაშორისო ნდობას დაუბრუნებს და შექმნის პირობებს ეკონომიკის გადარჩენისთვის. ამოცანა რთული და ამბიციური, მაგრამ შესრულებადია,“ - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადიმოსმა.უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ“ ასევე დაუჭირა მხარი ბიუჯეტის პროექტს, თუმცა, მისი ლიდერის ანტონი სამარასის განცხადებით, ეს მხოლოდ უეცარი დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.თებერვალში, ვადამდელ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში კი სამარასი აპირებს კურსი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე აიღოს.
ამასთან, „ახალი დემოკრატიის“ ლიდერი პირობას დებს, რომ მისი პოლიტიკური ძალის მმართველობისას ეკონომიკის საგადასახადო სტიმულირების ზომები შერბილდება.საბერძნეთის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ: 2011 წლის 11 ნოემბერს ქვეყანაში გარდამავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება დასრულდა. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო 8-მილიარდი ევროს ტრანშის მიღება დახმარების პროგრამის ფარგლებში. ეს ამოცანა უკვე შესრულებულია: 30 ნოემბერს ევროჯგუფმა თანხის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.
ამასთან, ათენისთვის აუცილებელია ფინანსური დახმარების მეორე პაკეტის მიღება, რომელიც 130 მილიარდ ევროს აღწევს.საბერძნეთის ვალი ამ ეტაპზე 340 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 160%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის თითოეულ მოქალაქეს 31 ათასი ევროს ვალი აქვს.