ღმერთო დაიფარე დედოფალი.
იმისგან კი არა რაც ნისლიან ალბიონზე ხდება (ეგ მალე მოგვარდება) არამედ იმისგან რაც მის ქვეშევრდომ პოლისმენებს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდებათ ფორუმის ყოვლისმცოდნე იუზერებისგან.
თქვენ ეხლა როგორ გგონიათ, მართლა ისე დაეცით რომ ვანო უფრო ჭკვიანი გგონიათ ვიდრე მთელი სკოტკლანდ იარდი.
და ქართული პოლიცია უფრო მაღალ პროფესიული და კომპეტენტური ვიდრე ბრიტანული

ვაღიარებ რომ პროგრესი გვაქვს ბოლო წლებში, პატრული მომწონს, დავუშვათ შუშის შენობებიც მაგრამ ჯერ ისე არ დავბრმავებულვარ რასაც ტელევიზორში მეუბნებიან ყველაფერი დავიჯერო.
ერთი ბათუმი ჯობია ნიცას.
მოერე ვერა უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და მესამე თურმე ბრიტანელებს ესწავლებათ ჩვენგან როგორ უნდა საკუთარ ქალაქში სიმშვიდის დამყარება.
როგორც ცხონებული შერლოკ ჰოლმსი იტყოდა მოდი ცოტა დედუქციას მოვუხმოთ, ზოგჯერ საკმაოდ სასარგებლოა.
ინგლისელები ისეთი ხალხია ჩხუბი უყვართ. ეგ მაგათი ეროვნული თავისებურებაა.
ამას ამბობს ყველა ვისაც კი ქონია მათთან შეხება და კარგად იცნობს მათ.
ჩვენ მაგალითად ჩხუბი არ გვიყვარს და ვერიდებით მას.
ჩვენ ბლატაობა უფრო გვიყვარს. თუ მაინცდამაინც საქმე ჩხუბამდე მივიდა, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ ეს პროცესი მალე მორჩეს.
ან იარაღს ვიღებთ და ვკლავთ ან ვაშინებთ.
ან ქურდებთან ავდივართ ნუ ავდიოდით
ან კიდე გავრბივართ დამიცადე დედას მოგიტყნავ ძახილით და მერე ვცდილობთ იმდენი ადამიანი ჩავიყვანოთ ბრძოლის ველზე რომ ჩხუბი უბრალოდ იქცეს 1 კაცის ცემად 10 მიერ. გააჩნია ვინ მეტ ძმაკაცს მოუყრის თავს.
იშვიათია შემტხვევა როცა ქართველები ჩხუბობდნენ 1-1-ზე ან 9-10ზე. იმიტომ კი არა ლაჩრები ვართ ჩვენ და ინგლისელები მაგრები. შეიძლება ბრძოლაში სადაც სიკვდილ-სიცოცხლის ბედი წყდება ტოლი არაფერში არ დავუდოთ.
უბრალოთ ამ პროცესს ვერ ვამუღავებთ, არ გვისწორდება, იმდენად სტრესში ვარდებით და იმდენად უჩვეულო რამეა რომ მზად ვართ ადამიანი მოვკლად მხოლოდ იმიტომ რომ მუშტი სახეში გვხია.
ბრიტანელები, ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ მეტი წილი ესე არ არის.
მათთვის ჩხუბი არის გართობის ერთერთი საშუალება, სადაც გამოიყოფა ადრენალინი და მიუხედავად ნეგატიური შედეგებისა, მაგალითად გასიებული ტუჩები ან თვალი (და ლუდის სმას რა არ აქვს ნეგატიური შედეგი პახმელიის სახით) მაინც ღირს გარკვეული პერიოდულობით (მათთვის) ამის კეთება.
ამიტომ როცა მიზეზი არ აქვთ ჩხუბობენ სრულიად უმიზეზოდ. მხოლოდ ჩხუბის გულისთვის.
ამის დასტურია უამრავი კლუბის ფირმები და დაპირისპირება მათ შორის.
ძირითადად უნდა ავღნიშნოთ ჩხუბების 90 % სწორედ ეს უმიზეზო ჩხუბებია, რომლებშიც კრიმინალები კი შეიძლება იყვენენ ჩართულები, მაგრამ მიზეზი არა გავლენის სფეროს გადანაწილება და ფულის გაყოფა კი არა არის ჯასთ ფორ ფან. ბოდიში ინგლისურისთვის

ეს ძალიან კარგად იცის ბრიტანულმა პოლიციამ და ამიტომ მას მშვენივრად ესმის იმ ადამიანის ფსიქოლოგია რომელიც მზად არის პოლიციას ეჩხუბოს.
ღმერთმა ქართული პოლიცია დაიფაროს იმდენი შეხლა-შემოხლისგან რაც დედოფლის ქვეშერდომებს უწევთ.
და 26 მაის 3500 კაცმა 250 რო ცემა ეგ ერთი სტადიონის სექტორიც კი არ არის.
იქ 250-300 პოლიციელი 10 000 გავეშებულ ფანს აშოშმინებს ყოველ თვე

ეხლა დედუქციასაც თუ ჩავრთავს მივიღებთ შემდეგ სურათს.
თუ ბრიტანული პოლიცია ქართული პოლიციის სტილში იმოქმედებს იქ მას ელიზბარ ჯაველიძე და ნონა გაფრინდაშვილი კი არ დახვდება ან ჯიპზე ამხედრებული ბურჯანაძე.
დახვდება 3500 ჯეელი რომელსაც სწყურია ჩხუბი და ბოლომდე იომებს.
3500 ვერსუს 3500 არის მცირე ომი, რომელიც არ დასრულდება მსხვერპლის თუ არა სეროიზული ტრამვების გარეშე.
და რა არის მთავარი ბრიტანეთში ?
ადამიანის სიცოცხლე
თუნდაც ეს ადამიანი ბოლო ნაძირალა და ხულიგანი იყოს მას აქვს სიცოცხლის უფლება.
ვიტრინაა მთავარი ?
მანქანაა მტავარი ?
სახლია მტავარი ?
ესენი ნივთებია რომლებიც მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი რომ ადამინის ყოფა უკეთესი გახადონ და ამის დაცვას თუ ადამიანის სიცოცხელე შეეწირა ვის რა ჩემ ფეხებათ უნდა ეს ნივთები.
ან შეიძლება კაცი იმის გამო მოკლე მინა რატო ჩაამტვრიეო ?
ან იმის გამო მოხვდეს რეანიმაციაში რომ მანქანა დაწვა, რომელიც ალბათ დაზღვეულია და მისი მფლობელი შეიძლება გახარებულიც იყოს იმით რაც მოხდა. ფულს აიღებს და ახალს იყიდის თორე ეს ძველი ამოუვიდა ყელში.
ხოდა ამ ქვეყანაში მთავარი იციან. დიდი ხნის წინათაც იცოდნენ და ამიტომ ვლაპარაკობთ დღეს თითქმის ყველანი ინგლისურად.
ისიც იციან რომ გავეშებული ბრბო თავისი ნებით არ დაწყნარდება.
მან ბოლი უნდა გამოუშვას.
მერე ეს ცხუბის ენერგია ჩაცხრება და ქალაქის გარკვეულ უბნებში კონტროლიც სრულად აღდგება.
ჩაიდანმა რომ ორთქლი გაუშვას სახურავი უნდა ახადო.
ბრბომ რომ აგრესია ამოუშვას რა არის ამისთვის საჭირო ?
ელემენტარულია ვატსონ
ლოკალური ვითომ შეტაკებების იმიტაცია.
პოლიცია ბოლომდე არ უტევს, აკეთებს შეტევის იმიტაციას. ოდნავი წანაარმდეგობის შემთხვევაში უკან იხევენ.
დევნის დროს იწელება შემტევთა რიგები ამიტომ პოლიციას ბოლომდე სდიო არ არის ჭკვიანური აგაგდებენ.
გაიქცევიან პოლისმენები ვითომ
მერე ისევ თავიდან
იჩხუბებენ ეს ჯეელები 5-6 დღე, ბევრ ვიტრინას ჩატეხავენ, ტელევიზორებს მოიპარავენ მაღაზიიდან და დაიშლებიან. სამაგიეროდ ნაკლებია მსხვერპლი როგორც კანონის დამცველებში ისე მის დამრღვევებში.
და გაგიკვირდებათ და იქ კანონის დამრთვევიც ადამიანია და არ უნდა მოკლა

მერე როცა დალაგდება სიტუაცია ვისი იდენტიფიცირებაც მოხერხდება აიყვანენ ყველას ნელ-ნელა.
აი ეს არის მუშაობა და არა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე წყლის ჭავლის გამშვები მანქანების ყიდვა.