მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების ცხოვრებას ლოკალური მასშტაბების მოვლენენები განსაზღვრავენ, მაინც, გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე ცვლილებები, მუდმივად აისახება სახელმწიფოების არსებობის სტრუქტურებზე. თავისმხრივ ნებისმიერი სახელწიფო შეიძლება ცდილობდეს, გახდეს ძლიერი და ავტორიტეტული ქვეყნის შიგნით და შემდეგ იგივე ეცადოს რეგიონის მასშტაბით და ეს თითქმის ყველა სახელმწიფოს ბუნებრივი მახასიათებელია. ამ მდგომარეობას მიღწეული სახელმწიფოები გვევლინებიან, როგორც ლიდერები, ანუ ძალები, რომლებიც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საერთაშორისო მშვიდობისა და წინსვლის თაობაზე.
სანამ ლიდერობის ცნებას ბოლომდე განვსაზღვრავდეთ საჭიროა ვისაუბროთ იმპერიალიზმზე. სახელმწიფოთა ნაწილი უარს ამბობს მშვიდობაზე და მისთვის პრიორიტეტია იყოს არა ავტორიტეტული, როგორც ლიდერი და დამხმარე, არამედ ავტორიტარული, ანუ მბრძანებელი, საჭიროების შემთხვევაში მჩაგვრელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ასეთი ძალებისათვის უცხოა სხვათა დახმარება და რაიმე ღირებულებების ხელშეწყობა. იმპერიალიზმი უარყოფს ინდივიდისა და წარმატებული საზოგადოების ცნებას, მისთვის მთავარი მორჩილი საზოგადოებაა, რომელიც თავის თავში იქნება დარწმუნებული და ღრმად ექნება გამჯდარი საუკეთესოობის, ხშირ შემთხვევაში მესიანიზმის ცნება და განცდა.
იმპერიალისტური საზოგადოება აგებულია რეპრესიულ ხასიათზე. ის განიცდის როგორც შიდა ზეწოლას, ასევე, თავისმხრივ ზემოქმედებს სხვაზე, ანუ გვევლინება ოკუპაციის, დაპყრობების, ომების მხარდამჭერად, რომელსაც მიზეზად ირაციოანლური ფაქტორები უდევს.
იმპერიალიზმი აგებულია იდეოლოგიაზე, რომელიც თავისმხრივ განსაზღვრავს სისტემის რაობას, ცალკეული იდეოლოგიები კი ექვემდებარებიან და მოდიან თანხმობაში მასთან.
იმპერიალიზმი ცდილობს დაასუსტოს ძლიერი, ხოლო სუსტი მთლიანად დაიმორჩილოს.
იმპერიალისტურ სახელმწიფოს თანამედროვე მაგალითია რუსეთი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად პირდაპირი ზეწოლით გაატაროს თავისი ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. იგი ცდილობს მაქსიმალურად დიდი ზიანი მოუტანოს ყველა გავითარებულ ძალას, რათა არ შეძლოს მათი დასუსტება, ხოლო სუსტს მოახვიოს თავისი პოლიტიკური კურსი.
არცერთი იმპრიალისტური ძალა არ ცდილობს განავითაროს ძირძველი ღირებულებები, ან შექმნას ახალი, არამედ მისთვის ყველაზე დიდი ღირებულება თვითონ ქაოსია, რადგან ქაოსში ადვილად იმართება ყოველივე.
იმპერიალიზმი არსებობს ირაციონალიზმით.
ახლა კი დავუბრუნდეთ ლიდერობას. ლიდერი სახელმწიფო ფოკუსირებულია ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფლებაზე და რაც შეიძლება მეტ ღირებულებაზე, რათა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს იმის გააზრება და გათვითცნობიერება თუ რას წარმოადგენს სახელწმიფო მისთვის და რა იქნება იგი მის გარეშე. ასეთი სახელმწიფო ცდილობს განავითაროს ეკონიმიკა შიგნიდან და თავი აარიდოს უცხო ძალებზე დამოკიდებულებას. იმპერიალიზმი მაქსიმალურად ცდილობს შექმნას პარაზიტული ეკონომიკა, ანუ დამორჩილებული ქვეყნებიდან ან თავისი ქვეყნის პერიფერიებიდან მიიღოს მაქსიმალურად ბევრი, რათა მუდამ კარგად იყოს ცენტრი, როგორც სახე და ილუზია ძლიერებისა, მაგრამ ამ დროს ქვეყანა სერიოზულ ეკონომიკურ გამოფიტვას განიცდის.
ლიდერი სახელმწიფო ქმნის გარკვეულ იდეალს საკუთარ თავში და მსოფლიო საზოგადოება ცდილობს მიბაძოს, აიღოს მაგალითი მისგან და რჩევის, ან რეკომენდაციის სახით მიმართოს მას. ეს ლიდერი სახელწმიფოს გავითარების კიდევ ერთი პირობაა. ნდობა ცალკეულ საკითხებში განმაპირობებელია შემდგომი ეკონომიკური, სახედრო, კულტურული, სოციალური და სხვა სახის პარტნიორობისა და თანამშრომლობისა, რადგან ნებისმიერ გავითარებად ძალას ესაჭიროება კომპეტენტური და უკვე გავითარებული ძალა.
ამასთანავე ლიდერი, საჭიროების შემთხვევაში მოქმედებისას უფრო თავისუფალია, რადგან მას დახმარებას აქეთ სთხოვენ და არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ მოკავშირე ან დახმარების მთხოვნელი ძალები, ხოლო იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოსვლა მუდმივ ხასიათს ატარებს ნებისმიერ სახელწმიფოში.
აბსოლუტურად ლიდერი სახელმწიფო არ არსებობს. მე–20 საუკუნის დასაწყისში გარკვეულწილად ლიდერის როლს ბრიტანეთის იმპერია ითვისებდა, რომელიც ცდილობდა მაქსიმალურად გაევითარებინა კოლონიები, თუმცა მასშიც გამოიხატებოდა მჩაგვრელობითი და იმპერიალისტური მომენტები.
ცივი ომის პერიოდში აშშ–სთან ერთად საბჭოთა კავშირი გარკვეულწილად ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც პარტნიორ ძალას, მაგრამ მისი, როგორც დამანგრეველი და მჩაგვრელი ძალის წარმოჩინება განსაკუთრებით აქტიურად 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის პრაღის მოვლენების შემდეგ მოხდა, როდესაც საბჭოთა ტანკებმა კომუნიზმის ლირებალიზაციის მომხრეთა მანიფესტაციები სისხლში ჩაახშეს.
დღეისათვის კი ლიდერის როლი მთლიანად აქვს შეთვისებული აშშ–ს, ევროპასთან ერთად, თუმცაღა ამ უკანასკნელს გარკვეულწილად გაუჭირდა ერთიანი პოზიციის მიღება ჯერ კიდევ 2003 წლის ერაყის კამპანიასთან მიმართებით, შესაბამისად მერყევმა ძალებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ სანდოობას ცალკეული სახელმწიფოთა მხრიდან. ამიტომაა, რომ ცალკეული სახელმწიფოები ცდილობენ პირდაპირ ურთიერთობას არა ევროატლანტიკურ ალიანსთან, არამედ უშუალოდ აშშ–სთან (ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვა).
თუმცაღა არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც ე.წ. "ლიდერობა" და გლობალიზაცია საერთოდ არ არსებობს და ისიც იმპერიალიზმის ერთ–ერთი, შენიღბული გამოსახულებაა, რომელიც უფრო უმტკივნეულოდ და ხანგრძლივად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ცალკეული ღირებულებები კი არ ქრება, არამედ ნაცვლდება, რაც ასევე ილუზიური ხასიათისაა. ასეთ ხედვას უმეტესად ანტიგლობალისტები და მარქსისტები იზიარებენ და ხშირად ვესტერნიზაციად მოიხსენიებენ.
სტატია
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.