ეს ინფორმაცია პირადად შენთვის "იეღოვა"
გილადის გასათავისუფლებლად ისრაელმა ძვირი საფასური გადაიხადა: ციხეებიდან უკვე გამოუშვეს 477 პალესტინელი ტერორისტი. მათგან 450 მამაკაცია, 27 კი ქალი. გათავისუფლებული ტერორისტიდან 287 მკვლელს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
შეთანხმების თანახმად, 40 ტერორისტს საზღვარგარეთ (თურქეთი, სირია, კატარი) გადაგზვნიან. მათგან ორი, თავიანთ სამშობლოში, იორდანიასა და აშშ-ში დაბრუნდება. კიდევ 550 ტერორისტს კი ამ შეთანხმების ფარგლებში დეკემბერში გაათავისუფლებენ.
საერთო ჯამში გილადის დასახსნელად, ისრაელი 1 027 ტერორისტის გათავისუფლებაზე დათანხმდა.
უფრო ვრცლად:
http://www.newsge.co.il/news/content/?cat=1&ID=1924თქვენი არ ვიცი და ამ გაცვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ კონფლიქტს ტერიტორიულისა და რელიგიურის პარალელურად ცივილიზაციების დაპირისპირებაც ერთვის თან...
ერთის მხრივ უამრავი პრობლემისა თუ ნაკლის მქონე, მაგრამ თამანედროვე სახელმწიფო ისრაელის სამხედრომოსამსახურე და მეორეს მხრივ შუასაუკუნემდელი საზოგადოების ნაწილი, რომელიც იმას ზეიმობს, რომ ის ერთ-ერთი ათასმეოცდაშვიდეთაგანია...
ისე რა დონის პოლიტ-ტექნოლოგობა დაჭირდებოდა ნებისმიერ ნორმალურს თუ არა მეტნაკლებად ჯანმრთელ საზოგადოებას დასაჯერებლად, რომ ფორმულაში, იმათი 1 ჩვენს 1027 უდრისო- - ჩვენ გავიმარჯვეთო..., პალესტინელებმა კი რამდენიმე დროშა დააჭეს, თავისი აქტივისტები ცენტრალურ მოედანზე შეყარეს და წავიდაააააააააა
კიდევ ერთი დეტალი ჩემი თეორიის (ცივილიზაციების დაპირისპირების) თაობაზე, გთხოვთ ნახეთ ეს ორი ვიდეო და შეადარეთ პატიმრების ფიზიკური მდგომარეობა:
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=KJcAaicuM_Qhttp://www.youtube.com/watch?v=yKjooHJigRUაქაც ყველაფერი "შესაბამისობაშია":
ერთნი ასუსტებენ თავის პატიმარს, ისე, რომ სიარულის კი უძნელდება...,
მეორენი კი - ტრადიციულად, "ადამიანის უფლებათა დარღევასა" და "დაუცველი მოსახლეობის განადგურებაში" "გართულები" ბუღებივით სახსალამათ ტერორისტებს უშვებენ შინ...
თუ ასეა მაშინ ერთი შუასაუკუნოვანი შედარება ჩვენც გამოვიყენოთ, როდესაც გამოსასყიდს ითხოვდნენ სასწორის ერთ მხარეს გატაცებულს დააყენებდნენ მეორე მხარეს კი მის წონა ოქროს ან ვერცხლის მონეტებს ალაგებდნენ...
გავრცელებული ინფორმაციით გილადმა ტყვეობაში 15 კილომდე დაიკლო და ახლა 60 კილოგრამს ოდნავ აღემატებაო ე.ი გამოდის, რომ თითო პალესტინელი 60 გრამში გაუცვლიათ...
შესაძლოა ძალიაბ ცუდი შედარებაა, მაგრამ ამ ორი განტოლების შემდეგ 1=1027 და ერთი ადამიანი 60 გრამად, რატომ ამაყობ როცა წერ:
ყოველივე ამის შემდეგ თავმოყვარე ნაცია თუ, მინიმუმ, საშვილიშვილოდ არ დაკომპლექსდებოდა არ იამაყებდა მაინც...
არსებობს ასეთი გამონათქვამიც, ერთი ადამიანის სიკვდილი ისტორიაა ათასის კი სტატისტიკაო... ღმერთმა ყველა დაიფაროს უდროო სიკვდილისგან, მაგრამ აღარ მოიბეზრეთ მთელი ერის სტატისტებად და "მასოვკად" წარმოდგენა...
და ბოლოს კიდევ ერთ ლინკს დავდებ ვისაც არ აინტერესებს, შეგიძლიათ აღარ შეხვიდეთ:
მასმედია: გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინელების მიმართვას 11 ნოემბერს განიხილავს
http://www.newsge.co.il/news/content/?cat=...bCat=26&ID=1932 This post has been edited by sosomsmg on 19 Oct 2011, 22:53