ისრაელის მოსახლეობა იყოფა 5 კატეგორიად. ესენია (ძირითადი მახასიათებლების მითითებით)
ა) სეკულარული ებრაელები (მათ შორის მორწმუნეებიც) -- ეს ხალხი აშენებს და იცავს ქვეყანას. კავოდ ხავერიმ ("პატივისცემა მეგობრებო" ებრაულად)
ბ) ჰასიდები -- ორთოდოქსი ებრაელები, აი, წვერებით და კულულებით. ესენი არ მუშაობენ, მხოლოდ თორას სწავლობენ და ბავშვებს აჩენენ. ძირითადად გრანტებზე ცხოვრობენ და გადასახადებს არ იხდიან. (ა) კატეგორიის ხალხს (ბ) კატეგორიის ხალხი არ უყვარს

გ) ჰარედები -- ულტრა-ორთოდოქსები, რომლების უმრავლესობა უარყოფს ისრაელის სახელმწიფოს და ცნობს მხოლოდ ისრაელის "მიწას". პალესტინის ტერიტორიაზე, სეტლერები, სწორედ ეს ულტრა-ორთოდოქსები არიან. სახელმწიფო მათ ხელს აფარებს, მაგრამ (ა) კატეგორიის ხალხს ძალიან არ უყვარს (გ) კატეგორიის ხალხი

ჰო მართლა: (ბ) და (გ) კატეგორიის ხალხი ჯარში არ მსახურობს. ჰარედები შეიარაღებულები არიან და ხშირად ადგილობრივ შეხლა-შემოხლებს თვითონ მართავენ -- ისრაელის ჯარი settler-ების ზონაში იცავს კიდევ საკითხავია: ზემოთ-დაპოსტილ ვიდეოშიც კარგად ჩანს.
დ) პალესტინელი და ღაზელი არაბები -- ამათ არ ვიცნობ, არ ვიცი რა ხალხია. ზოგიერთ პალესტინელს იორდანიაში ვარ შეხვედრილი და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს. ისრაელის სახელმწიფო ტერიტორიაზე ნომინალურად ცხოვრობენ, თორემ რეალურად ღაზაც და პალესტინაც ცალკე ქვეყნებია.
ე) არა-პალესტინელი არაბები (ისე, ყველა პალესტინელია, მაგრამ ესენი ცხოვრობენ იერუსალიმში, გალილეაში, ჯაფაში, ნაზარეთში და ა.შ.) -- საკმაოდ ასიმილირებულები არიან, მაგრამ ბოლომდე არა. სეკულარ ებრაელებთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ მაგრამ დიდად არ აფრენენ ერთმანეთზე. ბევრი ქრისტიანია (გალილეაში და ნაზარეთში ყველა). იორდანიაში ვინც შემხვდა ქრისტიანი არაბი, ყველა "გარიგებების სპეციალისტია" -- ნუ ეტყობა ისტორიულად, მუსულმანებს და ებრაელებს შორის გარიგებებს "მოდერაციას" უწევდნენ ეტყობა.
ამხელა "თეზისი" იმიტომ მოვიყვანე, რომ ზემოთ რაც ვიდეო იყო დადებული, დარწმუნებული ვარ თვითონ ებრაელების 95%-საც გაუტყდებოდა. სეკულარული ებრაელები საკმაოდ მშვიდობისმოყვარე ხალხია. ისე, გართობაც მაგარი იციან და ბრძოლაც.
This post has been edited by ._. on 4 Apr 2012, 04:51