მე როგორც ვიცი, რეალურად ალბანელებმა, უფრო ადრე კი ხორვატებმა მოახდინეს სერბების ეთნოწმენდა. კოსოვოდან გამოიდევნა 600.000 სერბი. ხორვატების თარეშის შედეგად განადგურდა ნახევარი სერბეთი და სრებრენიცაში დაიხვრიტა 10.000-მდე სერბი, მაგრამ ამერიკულმა და დასავლურმა საინფორმაციო საშუალებებმა ყველაფერი პირიქით გააშუქეს. წმინდა წყლის, ნატოური პროპაგანდის შედეგია ის, რომ იუგოსლავიის ტერიტორიაზე ვითომ ალბანელების ეთნოწმენდა და ბოსნიელების გენოციდი მოხდა, ომი კი თითქოს სერბეთმა გააჩაღა.
რაც შეიძლება მსოფლიო ასპარეზს და მიმდინარე მოვლენებს, თავისუფლებისთვის მებრძოლი, უზომოდ პატრიოტი, ჩრდილოეთ კორეელი ერი არ ნებდება მსოფლიო მონსტრს - ამერიკულ იმპერიალიზმს. ოფიციალური ფხენიანის სურვილი მხოლოდ ის არის, რომ არ გაუბედურდეს ისე, როგორც გაუბედურდა სამხრეთ კორეა ამერიკული ინტერვენციის შედეგად, გნებავთ ეკონომიკურად და გნებავთ სამართლებრივად.
საქართველოსთან მიმართებაში უგო ჩავესს ვერ მოუვიდა მთლად კარგი, რომ აფხაზეთი აღიარა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაცილებით სამართლიანი ადამიანი იყო ვიდრე ნებისმიერი ამერიკელი თუ ევროპელი პრეზიდენტი. გლობალურად, ჩავესმა და პუტინმა იმის მეათედი არ დაუშავეს საქართველოს რა უბედურებაც ამერიკამ მოგვიტანა ჩვენ და არა მარტო ჩვენ.
ისე ამერიკოსები რეგრესის გზით მიდიან.
ჩინეთის ავიაცია და ფლოტი 4-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ამერიკის.
რუსეთის ავიაცია 2-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ამერიკის და ფლოტი უტოლდება ამერიკულს.
დაახლოებით 5-7 წელიწადში ნატო დაიშლება, ხოლო ამერიკა დარჩება მხოლოდ რეგიონალური ლიდერი და გავლენით მსოფლიოს მესამე ან მეოთხე სახელმწიფო.
რამდენი აწვება ამ დასავლეთოფობიას და რამდენს უნდა რომ ეს ყველაფერი ასე იყოს.....

ასეთი წარმოუდგენელი სისულელეების დაჯერებაც კი შეუძლია ზოგს, რაც ზემოთ დავწერე... ეეეეჰ...
სამწუხაროა, ძლიერ სამწუხარო.....
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 30 Mar 2013, 21:17
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)