საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭო
2011 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “Cortyard Mariott Tbilissi”-ში ჩატარდა ”საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს დამფუძნებელი სხდომა.
რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საბჭომ ძირითად მიზნად დაისახოს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმას.
საბჭოს მიაჩნია, ციტრუსების მოსავლის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით პირველხარისხოვან ამოცანად დაისახოს ციტრუსების ექსპორტის ხელშეწყობა რუსეთში. შესაბამისი ოფიციალური თხოვნები გაგზავნილია და განიხილება რუსეთის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში.
ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა დადებითად აისახება საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ხოლო რუსეთის მოსახლეობა მიიღებს არაძვირადღირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.
საბჭოს დაფუძნებაში მონაწილება მიიღეს ქართველმა ფერმერებმა და საქართველოში მყოფმა რუსმა ბიზნესმენებმა, რომლებიც მზად არიან შეისყიდონ პროდუქცია ქართველი ფერმერებისგან. საბჭოს მიზანია დაეხმაროს ბიზნესმენებს პროდუქციის სერტიფიცირებაში და საბაჟო პროცედურების გამარტივებაში. ასევე, სხდომას დაესწრო საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, ბ-ნ ანდრეი სმაგა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, მსოფლიოში არა ერთი მაგალითია, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არ შეწყვეტილა.
საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ბიზნესს არავითარი შეზღუდვა არ აქვს. საქართველოს მაღაზიები და სუპერმარკეტები სავსეა რუსული წარმოშობის პროდუქციით. სასმელი წყლისა და ელექტრო მომარაგების მფლობელი კომპანიები რუსული წარმოშობისაა. ხოლო 2005 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ბიზნესი და ქართული პროდუქცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე.
აღინიშნა ისიც, რომ რუსეთის ფედერაციაში არის ყველაზე დიდი საქართველოს დიასპორა, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავებაში.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ამავე დღეს დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ვიზიტი მოსკოვში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიწვევით. სხდომამ მიმართა თხოვნით პატრიარქებს დახმარება გაუწიონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაში.
სხდომამ საბჭოს თავჯდომარედ აირჩია ბ-ნ დავით ზოდელავა.
My Webpage * * *
საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭო
მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთში ემბარგოს გამო ვერ აწარმოებს ქართული პროდუქციის ექსპორტს, საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვამ ბოლო წლებში მიაღწია უპრეცედენტო მაჩვენებელს და შეადგინა 250 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3-ჯერ აღემატება 2009 წლის მონაცემებს.
ეს მაჩვენებელი შედგება ძირითადად ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა, რუსეთის 86 კომპანია ანხორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს საქართველოში, ასევე არასასოფლო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტით დაკავებულია რუსეთის რამდენიმე ათეული კომპანია.
My Webpage * * *
საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს მიმართვა:
11 ნოემბერი 2011 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მთავარესპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და
მიტროპოლიტს ბიჭვინთვისა და ცხუმ-აფხაზეთის,
უწმინდესსა და უნეტარესს,
ილია II-ს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
მოგმართავთ საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს სახელით.
საბჭო ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.
ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების აღდგენა.
ციტრუსების მოსავლის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საქართველოს მეციტრუსეების პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსეთის ფედერაციაში.
აჟამად საქართველოში იმყოფება რუსეთის იმპორტიორთა ჯგუფი, რომლებიც მზად არიან მოახდინონ ციტრუსების შესყიდვა.
საბჭომ შესაბამისი თხოვნით მიმართა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ რუსეთის მხარესთან ერთად ჩავატაროთ პროდუქციის სერტიფიცირება და საბაჟო პროცედურების გამარტივების აუცილებელი ღონისძიებები.
თავს უფლებას ვაძლევთ და მოგმართავთ თხოვნით რუსეთში თქვენი ვიზიტის დროს გაგვიწიოთ რეკომენდაცია აღნიშნული საკითხის გადაჭრაში.
My Webpage * * *
საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭო
საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყნიდან გადმოგზავნილი ფულადი მასა 7-ჯერ აღემატება საბერძნეთიდან შემოსულ ვალუტას. საბერძნეთი, იქ არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, დონორ ქვეყნების რეიტინგში მეორეა, მესამე ადგილზე იტალიაა, მე-3 - აშშ, მე-4 - ყაზახეთი.
2011 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით).
My Webpage This post has been edited by GeoRuBusiness on 8 Dec 2011, 16:01