#28863921 · 21 Dec 2011, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
benito-
| QUOTE | ეს ყველაფერი რასაც ეხლა შენ აქ წერ არის ზუსტად "დადებული" დასკვნა... მეკიდე ირანის დასაცავად (ამ შემთხვევაში ვიცავ) ვიყენებ არა რომელიმე ორგანიზაციის მიერ მიღებულ დადგენილებებს. არამედ იმ არასახარბიელო, არასანდო რეპუტაციას რომელიც მის მიწინააღმდეგეს აქვს.
არ მინდა გაეროს დასკვნები. ეგენი იმას დააასკვნიან რაც "დიდ პოლიტიკას" სჭირდება.
მე ვხედავ, რომ საბოლოო ჯამში რას დაარქმევენ ამას, გინდა ტერორიზმთან ბრძოლას, გინდა გენოციდისგან ხალხის დაცვას, (რაზეც რათქმა უნდა გაერო გასცემს სანქციას) ამის უკან დგას დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი ეკონომიკური ინტერესი...
უბრალოდ დიდი ეკონომიკურ ინტერესს არქმევენ ხან გენოციდისგან ხალხის დაცვას, ხან ტერორიზმთან ბრძოლას. ხან კიდევ ატომს... |
აქ შენი პროგნოზი და აზრია, ასე რომ ამაზე რა უნდა გიპასუხო, შენ თვითონ წყვეტ რა და როგორ და ამაში ვერ შეგედავები, შენი ხედვა გაქვს, თან არგუმენტებსაც არ იშველიებ, შესაბამისად პირად მოსაზრებაში ჩაძიებას ნამდვილად არ ვაპირებ, რა საკადრისი საქციელი ეს არის, მაგრამ აი ამაზე გიპასუხებ, როგორც პოლიტიკური მეცნიერი:
| QUOTE | | არ მითხრა ახლა ცივი ომი იყოო, კი იყო მარა ავღანეთი რატო და რისთვის იყო საჭირო ან ერთი–სთვის ან მეორესთვის ამდენად მნიშვნელოვანი? |
აშშ-ს აქვს/ჰქონდა ანაკონდის სამხედრო-ეკონომიკური პოლიტიკა საბჭოეთის წინააღმდეგ რითიც უნდა მოეხრჩოთ საბჭოთა მანქანა, გამოეფიტათ შინაგანად და არ მიეცათ აქტიური ვაჭრობის საშუალება. გამოიყენეს ერაყი თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად, დააძაბინეს ურთიერთობა მას ირანთან, სამოკავშირეო ძალები გადაისროლეს ინდოეთის ოკეანესთან და სპარსეთის ყურეში, იაპონიასა და კორეაში და ერთი სიტყვით დაიწყეს რეალური შეზღუდვა. საბჭოთა მანქანისათვის გამოსავალი მხოლოდ ორი იყო: ან დასავლეთ ევროპაში შეჭრა ან ინდოეთის ოკეანეზე გასვლა. თუ მოხდებოდა ანაკონდის გარღვევა ამის 2 გზა იყო - ირანი და ავღანეთი. საბჭოეთმა ავღანეთი აირჩია და მისი დამარცხებისა და პაკისტანთან მოლაპარაკებების შემდეგ პირდაპირ აღმოჩნდებოდა ინდოეთის ოკეანესთან და მთლიანად შეცვლიდა სამხედრო-ეკონომიკურ სურათს. მაგრამ ავღანეთში იგი სასტიკად დამარცხდა!
აი ეს იყო გეოპოლიტიკური მიზეზი.
Liverpool Forever
| QUOTE | | მასეთი რამე აჰმედინეჟანს არასდროს უთქვამს. |
აჰმედი ნეჯადის ყველა გამოსვლა მიძღვნილია ისრაელის სახელმწიფოს განადგურების სურვილზე, მეტი რაღა უნდა ვთქვა?! აღლუმს ატარებენ, რომელშიც დავითის ვარსკვლავს ხანჯლით "გმირავენ". ამაზრზენი და არაადამიანური საქციეილია. მე ვერ წარმომიდგენია ინგლისში ხანჯლით ნახევარმთვარე "განგმირონ" შუა აღლუმზე.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|