
ქურთები (ქურთ. Kurdêd) — ირანული ხალხი, რომელთა ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდოირანულ ენობრივ ჯგუფს. ისინი ცხოვრობენ თურქეთში (12,0 მლნ), ირანში (9,5 მლნ), ერაყში (ძირითადად ქურთების ავტონომიურ რეგიონში, 4,5 მლნ), სირიაში (1,2 ათ.) და სხვა ქვეყნებში.
საერთო რაოდენობა: 40-45 მლნ.
ენა: ქურთული (უმეტესობა კურმანჯი დიალექტზე).
მორწმუნეები: ძირითადად სუნიტი მუსულმანები, არიან აგრეთვე სინკრეტული კულტების მიმდევრები (იეზიდები და სხვა).
ენათმეცნიერთა აზრითა ქურთული ენა ოთხი დიალექტისაგან შედგება.
ესენია;
1. კურმანჯი,
2. სორანი,
3. სამხრეთქურთული და
4. ლეკი.
1.კურმანჯი (ჩრდილოქურთული, ქურთულად Kurmancî, ან Kirmancî) არის ყველაზე მეტადაა გავრცელებული. კურმანჯიზე ლაპარაკობენ თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში, ასევე ლიბანში.
ქურთულ ენაზე მოლაპარაკეთა გარკვეული რაოდენობა ცხოვრობს უწინდელი სსრკ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის სომხეთსა და საქართველოში
2.სორანიზე (შუა, ანუ ცენტრალურ ქურთულზე) 5 მლნ. კაცი ლაპარაკობს ქურთისტანის ავტონომიური რეგიონსა და დასავლეთ ირანში.
3. დანარჩენ ორ დიალექტთან ერთად სამხრეთქურთული ქმნის ქურთული ენის ერთ გენეტიკურ მთლიანობას. ამ დიალექტს მრავალი თავისებურება ახასიათებს და ბევრად უფრო ძველი ჩანს ვიდრე სხვა ქურთული დიალექტები. სამხრეთქურთულში შესაძლებელია ძველი ქურთული ენის ნაკვალევის აღმოჩენა.
სამხრეთქურთულად დაახლ. 4 მლნ. კაცი საუბრობს შემდეგ მხარეებში; დასავლეთ ირანსა (ილამი, ქერმანშაჰი) და ჩრდილოეთ ერაყში (სამხრეთი ხანაყინი, ქირინდი და ყორვაყი), ლურისტანის მხარეში, ალეშთარში, ქუჰდეშთში, ნურაბადეში, დოლფანში, ხორრამადში.
სპარსელებთან კონტაქტის შედეგად ლურიულის მსგავსად ამ დიალექტმაც სპარსული ენის საკმაოდ დიდი გავლენა განიცადა. სამხრეთქურთულად მოლაპარაკენი ძირითადად შიითი ქურთები არიან, მათი ერთი ნაწილი კი რელიგიურ საზოგადოება „აჰლ-ე ჰაყყს“ მიეკუთვნება.
ქურთული ენა, როგორც აღინიშნა, ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვ. წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე იმ მიწებზე, სადაც დღევანდელი ქურთისტანია, ირანული წარმოშობის ტომებმა იწყეს გავრცელება. ამ ტომთა შორის იყო ჩრდილოდასავლურ ირანულ ენაზე მოლაპარაკე მიდიელთა ტომი. საუკუნეთა განმავლობაში ირანულ ტომებს შეერივნენ, რამაც განაპირობა ქურთული ეთნოგენეზი. უცნობია, თუ რომელ ენას რა წილი მიუძღვის ამ ენის და ეთნოსის ჩამოყალიბებაში. ენა, რომელსაც სავარაუდოდ მეტ-ნაკლებად დიდი წვლილი მიუძღვის ქურთული ენის ჩამოყალიბებაში, არის ხურიტული ენა. ამ ვარაუდს საფუძვლად უდევს ამ ენის ერგატიულობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ზაზასა და იაგუბის ახასიათებს, ირანულ ენათა ერთ-ერთ სპეციფიურობად ვერ ჩაითვლება და იგი ხურიტულ სუბსტრატადაა მიჩნეული. გარდა ხურიტულისა, არამეულ ენას უნდა ექონია საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა ქურთულ ენაზე .
ისლამამდელი ქურთული ენის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ჩანაწერები ამ ენაზე იეზიდების წმინდა წიგნში, რომელსაც „შავი წიგნი“ (Mişefa Reş) ჰქვია. იგი შესრულებულია XIII საუკუნეში შეიხ ადის ვაჟის მიერ კურმანჯიზე.
XV და XVII საუკუნეებში ქურთმა მწერლებმა განავითარეს ქურთული სალიტერატურო ენა. ამ პერიოდის პოეტებია;
მულა აჰმედი (Mulla Ehmed 1417–1494),
ელი ჰერირი (Elî Herîrî 1425–1490),
აჰმადე ხანი (Ehmedê Xanî 1651–1707),
მელაჰიე ჯიზირი (Melayê Cizîrî 1570–1640)
ფეყიე თეირანი (Feqîye Teyran 1590–1660).
XX საუკუნის დასაწყისში მთელ რიგ სახელმწიფოებში აიკრძალა ან უფლებები შეეზღუდა ქურთულ ენას. ამ ასიმილაციური პოლიტიკის მიზეზის გამო ქურთთა დიდმა ნაწილმა თურქეთში, სირიაში, ირანში, ერაყში და საბჭოთა სომხეთში დაივიწყა მშობლიური ქურთული. დღესდღეობით ქურთული მხოლოდ ერაყშია ოფიციალურად ენის უფლებებით აღჭურვილი. სირიაში კი ქურთულ ენაზე რაიმენაირი სახის ტექსტის გამოქვეყნება საერთოდ აკრძალეს.
ანბანი [რედაქტირება]
ქურთები სხვადასხვა დროს გამოიყენებდნენ იმ სადამწერლობო სისტემას, რომელიც ამა თუ იმ დროს მძლავრობდა მათ სამშობლოს შესაბამის ნაწილში. ასე მაგალითად; შუა საუკუნეებში ისინი არაბული ანბანის ოსმანურ და სპარსულ ვარიაციებს ხმარობდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სურათი შეიცვალა. თურქეთში თურქულ-ლათინური ანბანის გვერდით ქურთულ-ლათინური ანბანი შემოიღეს. ირანსა და ერაყში არაბული ანბანია გამოყენებაში, სირიაში - ორივე, არაბულიცა და ლათინურიც. ყოფილ სსრკში კი ქურთები კირილიცას გამოიყენებდნენ, თუმცა იყო სომხურ ანბანზე გადასვლის რამდენიმეწლიანი მცდელობაც. ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ამჟამად ცდილობენ არაბული ანბანის ლათინური სადამწერობო სისტემით შეცვლას.
2.
იეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, არამ. ܓ̰ܠܟܝܐ, არაბ. يزيدي) — ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, ქურთების ის ნაწილი, რომელმაც შეინარჩუნა უძველესი რელიგია იეზიდიზმი, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. იეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 1 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე — კურმანჯიზე.იეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. იეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.
იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს[11], რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები იეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. იეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია ).
მასიური მიგრაციის პირველი პრეიოდი VII - IX საუკუნეებში. ჩვენამდე მოსული რელიგიური და სახალხო სიმღერები გვიყვებიან გადასახლება საკმაოდ დიდი იყო. ზუსტამ იმ დროს დაიბადა ისლამი და რელიგიის საფუძველზე ზუსტად იმ დღეებიდან დაიწყო იეზიდებზე დევნა.
სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ რომ იეზიდების პირველი მასიური მიგრაცია აღმოსავლეთისკენ ინდოეთში და შუა აზიაში, ხოლო დასავლეთისკენ საბერძნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა.
მეორე მასიური გადასახლება XIV საუკუნეში მოხდა. იმ დროს ახლო აღმოსავლეთში სალადინის დინასტია აიუბედი მართავდა დიდ ტერიტორიას. ზუსტად ამ ტერიტორიაში შედიოდა ქურთებით დასახლებული მიწები, ანუ ქურთისტანი. ქურთებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც შემდგომ ბრძოლაში გადაიზარდა. კონფლიქტი სარწმუნოების საფუძველზე მოხდა რაც დაყო ერი ორ ნაწილად : მაჰმადიანი ქურთები და იეზიდი ქურთები.
ზუსტად ამიტომ მოხდა უფრო ჩრდილოეთისკენ (თურქეთის ვანისა და ყარსის ოლქებში) მიგრირება.
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.