ალბათ ჩემნაირი "ექსპერტის" აზრი ამ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია 

პირველ რიგში ერთი რამ ავღნიშნოთ, რომ დაპირისპერება ღიად თურქეთსა და KRG (Kurdistan Regional Government) შორის არ ხდება. სიტუაცია გამწვავებულია უშულოდ PKK სა და თურქეთის სასაზღვრო საჯარისო დანაყოფებს შორის, რომლებიც მათ ავიწროვებენ. ეს არანაირად არ განიხილება ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებად და ეს არც იქნება არასდროს, რადგან ....ამას ქვევით მოგახსენებთ

რაც შეეხება ქურთისტანს,ისინი ამ ეტაპზე სრულიად არ ითხოვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, თუმცაღა ყავთ პრეზიდენტი, ბარზანი და პარლამენტი, აგრეთვე საჯარისო შენაერთები და კიდევ ჩემთვის საყვარელი "ასაიშ" (ჩვენებურად უშიშროება, დაზვერვა და ყველა უბედურება ერთად).მარა ქურთები ხვდებიან რომ ამ ეტაპზე ერაყის გარეშე დაუცველები არიან და ამიტომ არ განიხილავენ ერაყისგან გამოყოფის საკითხს...ამასთანავე არის კიდევ ერთი ფაქტორი...რომელზე ქვემოთ მოგახსენებთ...
რაც შეეხება ქურთისსტანის  ავტონომიას, არის ძალიან პერსპექტიული, მოგახსენებთ რატომაც.
პირველ რიგსი ბუნებრივი რესურსები, ნავთობი. მილიარდობით ინვესტირებული თანხა უშუალოდ ნავთობის ინდუსტრიაში და ამ ყველაფრის გარშემოგანვიტარებული დანარჩენი ინფრასტრუქტურა. თუმცა "გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია" 

 მარა სემიძლია ვთქვა რომ თვალსა და ხელს შუა შენდება ყველაფერი და ვითარდება,განსაკუთრებით დედაქალაქ ერბილში (სადაც ამჟამად განვისვენებ) 

)))
გარდა ამისა აქაური მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ევროპასთან შესისხლხორცებული პირდაპირი გაგებით და პასპორტის ქონიტ 

 ანუ სადამის დროს, როცა ესენი ძაან იდევნებოდნენ ბევრმა თავს გაქცევით უშველა და ევროპაც შედარებით ადვილად იფარავდა მათ პოლიტ დევნილების და ასშ სტატუსებით. დღესამ ხალხის უმეტესობას აქვს მოქალაქეობა სხვადასხვა ქვეყნების,მათშვილებს ევროპული განათლება და დაგროვილი კაპიტალი,რომელსაც ისევ ქურთისტანში ექაჩებიან და ახორცილებენ ინვესტიციებს.
მცირე ბიზნესიც ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა ძალზედ საინტერესო საგადასახადო სისტემა აქვთ.არანაირი სალარო აპარატები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 

რითი იბეგრებიან კიდევ ძიებაში ვარ.....
ავტო პარკი ფრიად სახარბიელო....ბრენდ ნიუ მანქანით დადის 99 პროცენტი. დღეს პარკინგზე 2011 წლის მოდელი სკაილაინ ჯტრ დამხვდა და ხასიათი გამიფუჭა 
 საერთაშირისო ტრანსპორტის მხრივ საჰაერო მიმოსვლაა ძირითადად და ყველა რეისი გადავსებულია ყოველთვის.....
რავიცი სხვა თუ რამე გაინტერესებთ მკითხეთ და გეტყვით 

))