ლიბიური რევოლუცია ნატოს შესრულებითიტალიურმა ყოველკვირეულმა L’Espresso-მ გამოაქვეყნა ნიკოლაი ლილინის სტატია „საიდუმლო ომი“, რომლიდანაც ირკვევა, რომ ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების გარდა საბრძოლველად, NATO-მ საგანგებო დანიშნლების, კბილებამდე შეიარაღებული რაზმები შექმნა.

„იტალიელი დაქირავებული მეომარი საუბრობს, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრძოლების შესახებ, როელსაც მსოფლიოს მმართველები აწარმოებდნენ NATO–ს, აშშ, ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის მეშვეობით, ლიბიის დასაპყრობად, რომელსაც "რევოლუციას" უწოდებდნენ".
ერთერთი სრულიად საიდუმლო ოპერაციის შესახებ:
სრული გასაიდუმლოების პირობებში "ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის" (NATO) საუკეთესო სნაიპერები შეარჩიეს და ლიბიაში ჩაიყვანეს საომრად, ლიბიური ლაშქრის გასანადგურებლად. მათ შორის იტალიელებიც იყვნენ: ალე, საზღვაო საგანგებო რაზმის მებრძოლი ტრიპოლიში იბრძოდა. სნაიპერულმა იარაღმა ლიბიის დაპყრობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშა“.
„ალე მებრძოლი Comsubin–ია, ანუ მოცურავე მებრძოლი. ლიბიაში იგი საგანგებო რაზმში შევიდა: მასთან ერთად იყვნენ ფრანგი უცხოური ლეგიონიდან, ბრიტანელი SAS-დან და ამერიკელი საზღვაო ქვეითები. საუკეთესო საბრძოლო მოზადებით. სნაიპერთა ეს ტაქტიკური ჯგუფები იქცა „კრიტიკულ ელემენტად“, იმად, რასაც სამხედრო სახელმძღვანელოებში უწოდებენ იარაღს, რომელსაც ომის მიმდინარეობა შეუძლია შეცვალოს“, – წერს ლილინი.
ალესა და სხვა დაქირავებული მებრძოლებისათვის ეს ომი მნიშვნელოვან გამოცდად იქცა. დასავლური საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები, რომლებიც ე.წ. "რევოლუციონერებს" ახლდნენ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტრიპოლის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. მათ დახმარება დაქირავებულ სნაიპერებს თხოვეს. როცა დაქირავებულები "ამბოხებულთა" რიგებში ჩადგა, გამოჩნდა, რომ მათ საკუთარი საქმე ჩინებულად იციან.

მათ ხელთ მუდმივად ჰქონდათ ავტომატები Ar 15 ახალი თაობის მაყუჩებით, მაგრამ მთავარი იარაღი ზურგჩანთებში ეწყოთ: ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი უმძლავრესი შაშხანები. მათი სროლის მანძილი 1000 მეტრია.
წინა ხაზზე მათ მოხერხებული ადგილები დაიკავეს, – სიმაღლიდან უმზერდნენ მთელ არემარეს და მზის ამოსვლისთანავე შეეძლოთ ისე ესროლათ ადამიანებისთვის, როგორც ტირში – სამიზნეებისთვის. სნაიპერების მოშორება მზის ამოსვლამდე იყო დაგეგმილი. ალე სროლისთვის მოემზადა და ყურსასმენში ისმენდა ორი თანამებრძოლის საუბარს. მათ ელექტრონული ხელსაწყოების მეშვეობით ორი სნაიპერი აღმოაჩინეს. ალემ მიზანი განსაზღვრა და მეგობრებს უთხრა: „მზად ვარ“. მოწინააღმდეგეები მშვიდად იქცეოდნენ და ადგილის შეცვლამდე რამდენიმე გასროლას ახორციელებდნენ. ეს საბედისწერო შეცდომა იყო. ნატოს დაქირავებულები ამბოხებულთა შეტევას ელოდნენ, რათა თავი არ გაეცათ.