უცნაურად ვიქცევით ამ დღეებში. არ მომწონს ეს საომარი ყიჟინა. არავინ იცის, რას გამოიწვევს, თუნდაც ჩვენთვის. ჯერ არ მახსოვს, რომ საომარ ყიჟინას ჩვენთვის სიკეთე მოეტანოს.
დღეს ”The New York Times”-ში საინტერესო სტატიას წავაწყდი სათაურით ”იქნებ არ დავმბობოთ ირანი?” (ბილ კელერი).
http://keller.blogs.nytimes.com/2012/01/22...an/?ref=opinionავტორის აზრით, ირანის დაბომბვა გამოიწვევს შემდეგს:
შედეგები: ისრაელის შეტევა მძვინვარედ აერთიანებს ირანს, ისლამური რესპუბლიკა თაობების განმავლობაში იკეტება თავის თავში, სირიის რეჟიმი მტკიცდება, არაბული სამყარო რადიკალიზდება ცვლილებების დელიკატურ მომენტში, აქტიურდება ჰეზბოლა ლიბანის საზღვრებთან, მძვინვარდება ჰამასი, აშშ-ს სამხედრო ძალებს რეგიონში დამატებითი საფრთხეები შეექმნება, ტერორიზმი აფეთქდება, ნავთობის ფასი ძალიან იმატებს, იწვევს რეგიონალურ ომს, ირანის ნავთობს აღარ ყიდულობენ ევროპაში, ისრაელის საწინააღმდეგო არაბულ ვენდეტას ემატება სპარსული ვენდეტა და შესაძლოა ირანის ბირთვული ამბიციები ორიოდე წლით შეჩერდეს.
მეორეს მხრივ, თუ ირანს არ დავბომბავთ, შესაძლებლობა გვექნება გავაგრძელოთ ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო კონტროლი. ირანს დღესდღეობით რამოდენიმე ტონა მცირედ (3%-4%) გამდიდრებული ურანი აქვს და, ასევე, 100კგ-მდე 20%-მდე გამდიდრებული ურანი. იმისათვის, რომ ირანმა ატომური ბომბი შეჰქმნას, მას სჭირდება 90%-მდე გაამდიდროს ურანი. თუმცა, ისრაელის აზრით, 90%-მდე გამდიდრება 20%-დან საკმაოდ სწრაფად ხდება და ირანს უკვე შეუძლია მალე შეჰქმნას 4 ატომური ბომბი (ამ ბომბებს კიდევ სჭირდებათ სათანადო რაკეტული მატარებელი, რომლის შექმნაც არც ისე იოლია).
მეორეს მხრივ, ირანელები ისევ მტკიცედ აცხადებენ, რომ ისინი ატომს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყენებენ. კერძოდ, 20%-იანი ურანი სამედიცინო მიზნებისთვის, კიბოს მკურნალობისთვის სჭირდებათ და რომ ირანელების აზრით, ბირთვული ბომბი შაითანის იარაღია და მუსლიმები მას არ გამოიყენებენ.
ავტორის აზრით, თუ ირანს დავარტყამთ, მაშინ ისინი ბირთვულ პროგრამებს იატაკქვეშეთში გადაიტანენ. დიდი ეჭვი არსებობს, რომ ირანელებმა ურანის გამდიდრების ე.წ. გაზური ცენტრიფუგის მეთოდი აითვისეს. ეს მეთოდი იმითაა საშიში, რომ ის ატომური ბომბის ფაქტიურად საშინაო პირობებში წარმოების საშუალებას იძლევა. ამ პროცესის დაფიქსირება ძალიან ძნელია. და ვითარება უფრო საშიში იქნება.
ჩემი აზრით, ავტორი გულუბრყვილოა. დასავლეთს და ისრაელს ირანში ქაოსი სჭირდებათ. ქაოსი და გაჭირვება ბევრ ადვილად გაყიდვად ადამიანს წარმოშობს (ისევე როგორც ჩვენში) და მსტოვრების საშუალებით იმედოვნებენ ურანის წარმოების კონტროლს
This post has been edited by Arsene Lupin on 2 Feb 2012, 22:57