ირანი საგანგებოდ გვაფრთხილებს -
თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებასა და ქართველი ერს
2012 წლის 5 თებერვალს, ირანი მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ერთობის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა:
„ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი სახელმწიფო, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“.ეს გაფრთხილება იყო საქართველოსთვის – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის.
თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. თანამემამულენო!
მდგომარეობა ირანის გარშემო დღითი დღე იძაბება – დროის ათვლა უკვე საათებზე მიდის და ომი შესაძლოა, ხვალაც კი დაიწყოს. მართალია, სახელმწიფო მოღვაწეთა გაკეთებულ განცხადებებში ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, მაგრამ ერთ რამეში ყველა ერთმანეთს ემთხვევა: ომი, რომელიც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, გარდაუვალია და დაიწყება არაუგვიანეს ა.წ. ივლისისა.
საქინფორმი მუდმივად აცნობდა მკითხველს ამ საჭირბოროტო თემაზე მასალებს მსოფლიო ცნობებიდან, გამოაქვეყნა უამრავი მსჯელობა, ცნობილი მეცნიერები და მცოდნეები მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე მსჯელობდნენ და გვაფრთხილებდნენ საქართველოსათვის მომაკვდინებელი საფრთხის შესახებ, ამ ომში მისი ჩათრევის შემთხვევაში.
ქართველებო შეჩერდით! დაფიქრდით!2012 წლის 30 იანვარს კი საქინფორმმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით „თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?“,
რომელშიც ეწერა:
„დღეს თვითმარქვია ხელისუფალი სააკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და, როგორც მცოდნეები ვარაუდობენ, ფარულად მისცემს თანხმობას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბანაკების განთავსებაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?
თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, გემები, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განლაგდეს და საქართველომ ამერიკასთან ერთად ირანის წინააღმდეგ იომოს?“
და აი, როგორც ჩანს, ჩვენი ყველაზე ცუდი ვარაუდები მართლდება. ამიტომ დღეს საქინფორმი მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს – მათი ეროვნული, სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად - საგანგებო განცხადებით:
სანდო ცნობის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ დაითანხმა მიხეილ სააკაშვილი ირანზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის მეთაურმა მოსთხოვა, დაუთმოს საქართველო (საჰაერო სადგურები) ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გაფრენისათვის, რომელიც ირანს შეუტევს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში გაწვრიანების გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად).
საქინფორმისათვის უცნობია, როგორ შეიტყო ამ შეთანხმების შესახებ ირანის ხელისუფლებამ – პრეზიდენტები ხომ პირისპირ საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილს, რომელიც ვაშინგტონიდან მიუნხენს გაფრინდა, რათა ა.წ. 5 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე 48-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსულიყო, შემთხვევით წამოსცდა, ანდა საგანგებოდ იტრაბახა ძლიერ ბატონთან – აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც უკვე მესამედ – ერაყისა და ავღანეთის შემდეგ – დასჭირდა პატარა საქართველოს დახმარება.
ასევე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ცნობის გაჟონვა აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო მოწყობილი და ირანის დაზვერვისათვის გახლდათ განკუთვნილი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანია მარტო ის, რომ ირანის საპასუხო განცხადებას არ დაუყოვნებია:
იმავე დღეს – 2012 წლის 5 თებერვალს, მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ლაშქრის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა: „ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ქვეყანა, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“.
ეს იყო საქართველოსთვის განკუთვნილი განცხადება – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის.
ასევე, გატყობინებთ, რომ ირანის სამხედრო მხედართმთავრობამ უკვე შეიმუშავა იმ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმისათვის ღონისძიებათა გეგმა, რომლებმაც თავისი ქვეყანა დაუთმეს აშშ-ს და მის თანამზრახველებს. კერძოდ, ირანზე აშშ-ის იერიშის შემდეგ სავარაუდოა საპასუხო დარტყმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო შენობებზე (უწინარესად – საჰაერო სადგურებზე, სამხედრო ნაწილებზე, ნავთობისა და გაზსადენებზე, ნავსადგურებზე, სადგურებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც ცნობილია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული – თბილისისა და სხვა ქალაქების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს).
საქართველოში (ისრაელისა და არაბეთის მონარქიებისგან, ასევე, კავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, განსხვავებით) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე დანადგარების არარსებობის პირობებში, რომლებსაც ირანის რაკეტების შეჩერება შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასუხო დარტყმის შემთხვევაში საქართველო ირანისათვის იოლი და მოწყვლადი მიზანი იქნება (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით «КЗакВО»-მ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა, ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბარბაროსულად გაიძარცვა და გაიყიდა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი, განადგურებული იქნა).
თანამემამულეებო! მსოფლიო ეკონომიკური გასაჭირის პირობებში, იმპერიებს შორის, ბატონობისათვის დაუნდობელი და შეუნიღბავი ბრძოლა მიმდინარეობს. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დღეს 2.5 მლნ კაცამდე შემცირდა, ამ ბრძოლაში ჩართვა ოკეანისგაღმა იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების, მხარეს, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ირანული რაკეტები ვერ მიაღწევს?!
აშშ-ის ამბიციების გამო ჩვენი შვილები 2008 წლამდეც იღუპებოდნენ ერაყში, დღესაც იღუპებიან ავღანეთში. შედეგად კი ქართული მიწების 20% დავკარგეთ, ძმებთან და უახლოეს მეზობელთან ვიჩხუბეთ...
ამ ომებმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც და ამერიკის ხაზინიდან მილიარდობით დოლარი შეიწირა, რითაც ამ ომებწაგებული ამერიკის ისედაც ასტრონომიული საგარეო ვალი (135 ტრილიონი დოლარი !!!) კიდევ უფრო გაზარდა!
ინაღვლა კი საქართველოს ხელისუფლებამ 60 ათასი ფერეიდნელი ქართველის ბედზე ირანში?! განა მათთვის არ ამზადებენ ასობით მცოდნესა და მასწავლებელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განა შარშან მათ არ ეპატიჟებოდნენ სამშობლოში, საქართველოში, დასაბრუნებლად პრეზიდენტი სააკაშვილი და პატრიარქი ილია II?
მივმართავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II, რომელმაც აღორძინებული საქინფორმი აკურთხა: თქვენო უწმიდესობავ, შეეცადეთ, შეაჩეროთ ეს უგუნურნი, როგორც არაერთხელ გიცდიათ ეს!
მივმართავთ ოპოზიციას: დროებით მაინც შეწყვიტეთ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, იბრძოლეთ საქართველოს გადასარჩენად!
მივმართავთ ხელისუფლებას: STOP, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უკან დაიხიეთ, ნუ დაღუპავთ საქართველოს, რადგან თუ საქართველო არ იარსებებს – არ ვიქნებით ჩვენც, მისი ერი და თქვენც, მისი ხელისუფლება...
საქინფორმის საგანგებო განცხადება: STOP, MIKHEIL! . (წერილი თარგმნილია, შესწორებულია ქათულად)