რუსეთი საჭურვილით ეხმარება ირანსა და სირიას
რუსეთმა სირიას გაუგზავნა თანამედროვე, საუკეთესო С-300 სახის რაკეტები.
С-300 სარაკეტო მოწყობილობები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის უმძლავრესი საჭურვილია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 100-მდე სამიზნე აღმოაჩინოს და 12 სამიზნეს ერთდროულად შეუტიოს. მისი განლაგება ძალიან სწრაფად ხდება და ადვილია მისი გამოყენება.
რუსეთი ადრე ცდილობდა ამ მძლავრი სარაკეტო დანადგარების ირანისათვის მიყიდვას, მაგრამ აშშ-ის და ისრაელის ზეწოლით ეს გარიგება ჩაიშალა და ფული უკან დაუბრუნდა ირანს. სირიაში განლაგებული რაკეტებისა და რადარების ფულიც ირანმა გადაიხადა, როგორც ცნობილია.
თუმცა აშშ დარწმუნებულია არ არიან, ირანმა უკვე მოახერხა თუ არა ცალკეული რუსული რაკეტების განლაგება ირანში.
რუსეთი და სირია ერთად ცდილობენ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოიგერიონ აშშ-სა და ნატოს თავდასხმები. რუსეთის სამხედრო გემებმა სირიის სანაპიროს მიაღწიეს და სხავა აღჭურვილობასთან ერთად ჩამოიტანა С-300 სახის თანამედროვე რაკეტები, სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რაკეტების გამოყენებას ასწავლიან სირიელებს.
რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევს სირიაზე მასონური დაჯგუფების ქვეყნების თავდასხმას და მიაჩნია, რომ თავდასხმელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, რასაც რუსეთი არ მოითმენს. ამას იუწყებიან რიგი არაბული გაზეთებისა, მათ შორის"ალ კუდს ალ არაბი".
რაკეტების განლაგებასთან ერთად, რუსეთი სირიაში განალაგებს თანამედროვე "რადარებს", რომლებიც განთავსდება სამხედრო შენობებთან და სახელმწიფო მნიშვნელობის საწარმოებთან ახლოს. რადარები აგრეთვე განლაგდება სირიის ჩრდილოეთსადა სამხრეთში, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სირიის საზღვრებს, რათა აღკვეთილი იქნას საჰაერო თავდასხმები ისრაელის და თურქეთში განლაგებული ნატოს სამხედრო ბანაკიდან. რადარები მეთვალყურეობენ თურქეთის ქალაქ იჯილიკის მხრიდან შესაზლო თავდასხმებს, სადაც ნატოს ძალებია განლაგებული.
რუსეთმა რახანია აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მჭიდრო კავშირი დაამყარა მასთან. რუსეთს ურთიერთობა აქვს ღაზის არაბებთან და იქ გამაგრებულ „ჰამასთან“ ისე, როგორც დასავლეთ სანაპიროსთან და გაერთიანება „ფათეჰთან“.
რუსეთი ურთიერთობს ლიბანში არსებული „ჰესბოლასადმი“. „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ მასონური დასავლეთი, ისრაელისა და აშშ-ს მტრად აღიქვამს და საყვედურობს რუსეთს მათთან კავშირებისთვის.
რუსეთი, რა ხანია, საკუთარ მიზნებს ატარებს და მტკიცედ იკავებს ადგილს ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოსაგვარებელ ჯგუფში – აშშ, რუსეთი, გაერო, ევროკავშირი.
გასული წლის გარედან მართვადმა არაბულმა "რევოლუციებმა" გავლენა იქონიეს არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების, არამედ მსოფლიოზე. მართვადი "რევოლუციების" შედეგად არაერთი არაბული სახელმწიფოს მმართველობა დაემხო. ჯერი სირიაზე მიდგა.
ერთი წელია ამ ქვეყანაში მიმდინარეობს გამოსვლები, შეიარაღებული დაპირისპირება მეამბოხეებს-ხელისუფლებას შორის. მასონური დაქვემდებარების ქვეყნები გადაჭრით მოითხოვენ სირიის პრეზიდენტის გადადგომას. მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ სირიას, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთი.
სირიის ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და რომ არა მხარდაჭერა, სირიას თავსდაესხმებოდნენ მასონური დაჯგუფების ქვეყნები. რუსეთი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ზალის გამოყენებას და მოითხოვს ასადის ხელისუფლებასთან, მოლაპარაკების გზით, სირიის შიდა გართულებების მოწესრიგებას.
სირიის დაპყრობა მასონური დაჯგუფების მიერ, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შესუსტების მომასწავლებელი იქნება. ამდენად, რუსეთი ცდილობს, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს ბაშარ ასადის მთავრობას. მხარდაჭერის გამომხატველია რუსეთის ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ და მისი თანმხლები გემების სირიის ნავსადგურ ტარტუსში შესვლა.
სამხედრო გემები გავიდნენ ჩრდილოეთის ზღვის პორტ სევერომორსკიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. ავიამზიდს ახლავს გემი „ადმირალი ჩაბანენკო“, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების გემები: „ნიკოლაი ჩიკერი“, „სერგეი ოსიპოვი“, „ვიაზმა“ და „კამა“. ჩრდილოეთის ზღვიდან, ატლანტიკის ოკეანის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში შესვლასთან ერთად მას შეუერთდნენ გემები: „იაროსლავ მუდრი“, „ლენა“ და „ლადნი“.
„კუზნეცოვზე“ არის CУ-33 კლასის 26 ავიაგამანადგურებელი, 18 გემსაწინააღმდეგო Ка-27 კლასის შვეულმფრენი, 4 შორი მანძილის რადიოსალოკაციო Ка-31 სახის შვეულმფრენი, 2 სამძებრო შვეულმფრენი К-27 ПС. „ადმირალს“ აქვს გემთსაწინააღმდეგო რაკეტების 12 დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს „გრანიტის“ კლასის რაკეტების გაშვებას.

სირიის წყლებში „ადმირალ კუზნეცოვის“ გამოჩენამდე პენტაგონმა ახალი ატომური ავიამზიდი CVN-77 „ჯორჯ ბუში“ მიავლინა, 2 სარაკეტო კრეისერითა და 2 სარაკეტო გემით. „ბუშზე“ 68 ავიაგამანადგურებელი და შვეულმფრენია განთავსებული, სხვა სახის თვითმფრინავები და შვეულმფრენები.
ორი ძალის ერთმანეთთან შედარებისას უპირატესობა ამერიკელთა მხარეზეა, მაგრამ დაპირისპირებამ მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
უცხოური წყაროების ცნობით, „ჯორჯ ბუშმა“ „ადმირალ კუზნეცოვის“ სირიის წყლებში გამოჩენამდე დატოვა იქაურობა, რითაც მოსალოდნელი დაძაბულობა განელდა.