#29605445 · 8 Feb 2012, 04:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აშშ-ს დაშლაზე ფიქრი ცოტა არასერიოზულია.წამყვანი პოზიციების შესუსტება მსოფლიოში და ამერიკანიზაციის ან მისი "დემოკრატიის" გავრცელების შეჩერება კი შეიძლება ანტი-მონდიალისტური ბლოკების გაძლიერებით (ირანი,ჩინეთი,რუსეთის ფედერაცია და ა.შ),მაგრამ საქმე იმაშია,რომ აშშ მხოლოდ სამხედრო პოტენციალზე რეაგირებს და არ მგონია ვინმეს უფლება მისცეს იმდენად გაძლიერდეს,რომ აშშ-ს აჯობოს. ფაქტია,რომ ცივ ომში აშშ-მ გაიმარჯვა,მაგრამ დღეს თუ არ არსებობს საბჭოთა კავშირი არსებობს რუსეთის ფედერაცია,რომელიც კავკასიაში,რასაც უნდა იმას აკეთებს და აშშ ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებს "რეზოლუციების" გარდა.ეს ძალიან დიდი პრობლემაა.იგი თვალს ხუჭავს კავკასიაზე,იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე ქმედებებს ჩადის ერაყში და სხვაგან. ამიტომ ნურავის ნუ გგონია რომ აშშ საქართველოს მეგობარია,მტერიც არ არის რა თქმა უნდა,როგორც რუსეთი.
|