პოლიტიკური კრიზისი მწვავდება ლიბიაში. ტრიპოლიში 2 სამინისტრო ალყაშიაპრემიერ-მინისტრის თხოვნის მიუხედავად ლიბიის თავდაცვის მინისტრმა პოსტი დატოვა. "მე ვერასდროს მივიღებ ამ პოლიტიკას, რომელიც იარაღის ძალაზეა დამყარებული და რომელსაც თავს გვახვევენ შეარაღებული ბანდები. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რომლის დაცვის ფიციც მე დავდე"
კადაფის დამხობის შემდეგ, მიუხედავად სამთავრობო პოლიტიკისა რომ სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები ნაციონალური არმიის ქვეშ გაერთიანებულიყო, ქვეყანაში მაინც ბევრი ძლიერი ბანდა რჩება რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. ყოფილი აჯანყებულების ბოლო მოთხოვნა იყო მუამარ კადაფის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამოშორება ახალი ხელისუფლებიდან. ამჟამად ლიბიის პარლამენტში 40-მდე დეპუტატია რომლებსაც პოსტები კადაფის დროსაც ეკავათ. მათ რიცხვშია ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ალი ზეიდანიც...
28 აპრილს 200-მდე მძიმედ შეიარაღებულმა პირმა ალყა შემოარტყა იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და "პოლიტიკური იზოლაციის აქტის" მიღება მოითხოვა.უცხოელი დიპლომატები შიშობენ, რომ ასეთი ზეწოლის ქვეშ ხმის მიცემა კიდევ უფრო წაახალისებს შეიარაღებულ ბანდებს.
კვირას პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური იზოლაციის აქტი, მაგრამ შეიარაღებული ჯგუფები ალყის მოხსნას არ აპირებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ სახელმწიფო უუნაროა ალყის მოსახსნელად და ყოფილმა აჯანყებულებმა ახლა პირობა უნდა შეასრულონ.
http://www.reuters.com/article/2013/05/07/...r&dlvrit=992637...............
რადიკალებმა მოთხოვნები გააფართოვეს და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ
ტრიპოლიში, ბენგაზში, ტობრუკში და ბაიდაში კი დემონსტრაციები იმართება "იზოლაციის აქტის" წინააღმდეგ.
ბრიტანეთმა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაწილი გაიყვანა ლიბიიდან არეულობის გამო.
http://www.reuters.com/article/2013/05/09/...E94800620130509..................
Clashes are reported between gunmen and protesters outside the Libyan foreign ministry - @AlArabiya_Eng