როგორც ჩანს დასავლეთი ირანს სანქციებს უხსნის (ჯერ ბოლომდე მოუხსნან, რაც რამოდეინმე თვეში გაირკვევა საბოლოო მოლაპარაკებებისას და მერე ვნახოთ ჩემი პროგნოზის შედეგები)... სანქციების მოხსნა (თან რაც მთავარია, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას და ატომურ პროექტზე მუშაობას სამშვიდობო გეგმებისათვის),
ჩემის აზრით ეს კეთდება შემდეგი მიზეზების გამო:
1) რეგიოშნი არ არსებობს ძალთა ბალანსი, რომელიც შეავსებდა გეოპოლიტიკურ ვაკუუმს აშშ–ს ჯარების ავღანეთიდან და ერაყიდან გაყვანის შემდეგ...
2) ირანი ვერ დააჩოქეს ისე როგორც ეს აწყობდა დასავლეთს მიუხედავად უმკაცრესი სანქციებისა
3) ამან ჩაყარა საფუძველი იმისა რომ რეგიონში ქაოსის შესაჩერებლად და სიტუაციის ნორმალიზებისათვსი საჭიროა რეგიონული ქვეყნის ძალები, ამ როლს შესანიშნავად შეასრულებს ირანი (ჯერ კიდევ შაჰის დროს ირანი თამაშობდა დიდი როლს რეგიონში)
4) როგორც ჩანს დასავლეთს გადაწყვეტილი აქვს მწვანე შუქი აუნთოს ირანს - მისი გავლენა უფრო გააფართოვოს რეგიონში (რა თქმა უნდა რაღაც პირობებს წაუყენებდნენ)
ჰ. რუხანი მიესალმება სარკინიგზო მიმოსვლის გახსნას აზერებთან და საქართველოს გავლით ფოტის პორტამდე, ანუ მას ჭირდება დერეფანი დასავლეთთან დასაკავშირებლად... თუ სანქციების დროს ირანმა მოახერხა და 1500 ფირმამდე დაარეგისტრირა ჩვენთან და ფარულად მუშაობდნენ, დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ მათი აქტივობის უპრეცედენტო ზრდას სანქციების მოხსნის შემდეგ...
4–5 წელიწეწადში ირანი საკმაოდ ძლიერად მოიკიდებს ჩვენთან ფეხს ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით (თუ სანქციები ბოლომდე მოუხსნეს).... დარწმუნებული ვარ, რომ ირანი მაშინვე შეუდგება ნავთობ–გადამუშავებელი ქარხნებისა და მილების რესტავრაციას, ახლების აშენება/გაყვანას დასავლეთისათვის ნავთობ/გაზის მისაწოდებლად, ანუ რუსეთის გავლით ევროკავშირისათვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების გზა გაიხსნება... ეს მოხდება ზუსტად ჩვენი გავლით (რატომღაც ეს ვარიანტი უფრო მისაღებად მიმაჩნია)...
თურქეთიდანაც შეუძლია ირანს დაუკავშირდეს დასავლეთს, თუმცა ჩემის აზრით, უფრო ლოგიკური და მომგებიანი იქნება ირანელებისათვის (და ჩვენთვისაც) ზუსტად რომ საქართველოს გავლით (ანუ ჯერ აზერბაიჯანი და მერე ჩვენ), მიზეზები კი შემდეგია:
1. ბაქოსთან არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით და ურთიერთბრალდებებით:
ბაქო: ირანი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და საერო რეჟიმის დამხობით თეოკრატიის დამყარებას.
ირანი: ბაქო ცდილობს ააჯანყოს ირანელი აზერბაიჯანელები (ქვეყნის 77 მლნ. მოსახლეობიდან ირანელი აზერები შეადგენენ დაახლ. 20-25 მილიონს), ცდილობს თავის ტერიტორიაზე განალაგოს დასავლეთის სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმეგ იქნება მიმართული, ან განალაგოს უცხო ჯარები...
ეს მომენტები გვარდება - ირანს არ ემუქრება აზერების აჯანყება, არ ემუქრება დაბომბვა მისი სამხედრო და ატომური ობიექტებისა... სანქციების მოხსნით გაიყვანს აზერისტანის გავლით სარკინიგზო და ნავთობ/გაზის მილებს რათა საქართველოს გავლით გავიდეს დასავლეთის ბაზარზე....
2. თურქეთის გავლით არ შეეცდება დიდი გაზი/ნავთობის მილების გაყვანას მარტივი მიზეზის გამო (ვფიქრომ ლოგიკურიცაა) – ამით სუნიტური თურქეთის როლი იზრდება, რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გაძლიერდეს კავკასიაში და ფეხი მოიკიდოს... და ირანს არ სურს კავკასიაში ფეხის მოკიდება??? ასე რომ, არალოგიკური იქნება თურქეთის გავლით მთელი სიმძლავრით გავიდეს დასავლეთის ბაზარზე....
3. დასავლეთმა თალიბებისა და ხუსეინის დამხობით გააძლიერა ირანი, რადგან იმ რეჟიმების დროს (რომლებიც იყვნენ უკიდურესად ანტიირანული და ანტიშიიტური) შიიტების ჭაჭანი არ იყო მაგ ქვეყნებში, უმოწყალობ ანადგურებდნენ ყველა საპროტესტო განწყობებს.... დღეს კი ირანი აქტიურად ეხმარება ქაბულს თალიბებთან ბრძოლის საქმეში... რუხანიმ განაცხადა რომ ირანი გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას ერაყელი შიიტები და სიწმინდეები (ქ. ქერბელა, ნეჯეფი და ა.შ.)... ერაყელი შიიტების ლიდერებმა უკვე გამოაცხადეს ჯიხადი სუნიტი–ვაჰაბიტების წინააღმდეგ და მიმდინარეობს ათიათასობით მოხალისეების აყვანა სამხედრო სტრუქტურებში...
და ბოლოს.... თუ ირანი დააწვა ამ გზას რაც ვთქვი, ეს გამოიწვევს მისი პოზიციების გადახედვას აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მიმართ, რადგან თავად ირანში სეპარატიზმის გაღვივებას არავინ შეეცდება (როგორც ჩანს ამის გარანტიები უკვე მიღებული აქ)....
ირანი ხდება რეგიონის მეგადერჟავა, რომელიც უპირისპირდება საუდიტებს და ვაჰაბიტებს.... ბოლო ინფორმაციით – ირანი მზადაა დაუთმოს გაერთიანებულ არაბთა საამიროს 2 კუნძული (3–დან) სპარსეთის ყურეში, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს შაჰის არმიამ დაიკავა.... დუბაი ყოველთვის გამოთქვამდა პროტესტს და მოითხოვდა კუნძულების დაბრუნებას.... ირანი იტოვებს სტრატეგიული ადგილებზე კონტროლის უფლებას და 1 კუნძულს, რომლის სტრატეგიული მდებარეობა მას საშუალებას აძლევს აკონტროლოს აღნიშნული რაიონი.... სავარაუდოდ ეს კეთდება რათა დუბაი მოწყვიტოს საუდიტების ორბიტას და განზე დადგეს როცა ირანი შეუტევს საუდიტებს (ეს გარდაუვლად მიმაჩნია ახლო მომავალში), ომანი კი ისედაც ირანის მხარეზეა, რადგან მოსახლეობის 75% მიეკუთვნება ისლამის იბადიტების მიმართულებას.... ასე რომ, ყალიბდება სამომავლო ალიანსი, რომელიც დაუპირისპირდება საუდიის ვაჰაბიტებს....
ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს??? რა თქმა უნდა ჯერ შრომის კოდექსია მისაღები და საარჩევნო გარემო დასახვეწი.... როცა ჩვენ კიდევ დაგვხერხავენ მერე ვხვეწოთ ეგ კოდექსები

)