ამ დროის მონაცემებით, ირანში პროტესტის მე-6 დღეს დაახლოებით 350 დემონსტრანტი და 10-მდე სპეცრაზმელია დაღუპული
ასევე დაჭრილია 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი და მინიმუმ 3 000 დაკავებული
უკვე მე-5 დღეა ირანში პრაქტიკულად სრულიად არის ინტერნეტი გათიშული
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, პროტესტის აქტიური კერები ჩახშობილია და სიტუაცია უბრუნდება მშვიდ კალაპოტს
მისი თქმით მხოლოდ რამდენიმე კერაღა რჩება და უსაფრთხოების ძალები უახლოეს მომავალში შეძლებენ ყველა ამ კერის ჩახშობას
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებით კი, ეს პროტესტი სრულიად დაფინანსებულია და იმართება გარე ძალების მიერ, ირანის სახელმწიფო კი არ დაუშვებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მართული პროტესტსო და ყველა საშუალებით მოხდება ამ პროტესტის ჩახშობაო, ეს განცხადება აიათოლამ გააკეთა 2 დღის წინ და მის შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ირანული სამთავრობო დაჯგუფებები
მხოლოდ გუშინ ქალაქ კარაჯში მინიმუმ 119 დემონსტრატნტი დახვრიტეს, ბოლო 3 დღეში კი დაახლოებით 250-ზე მეტი დემონსტრანტი დახოცეს
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროტესტის პირველ 3 დღის განმავლობაში მხოლოდ საპოლიციო დანაყოფები ცდილობდნენ მის გამკლავებას, შედეგის მიუღწევლობის შემდეგ კი საქმეში ჩაერთო აიათოლას პირადი გვარდია(ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) და განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყეს მომიტინგეების დასჯა
დასავლური მედიის ინფორმაციით განსაკუთრებით გამოირჩევა ბასიჯის ძალები, რომელიც პირადად აიათოლას დაქვემდებარებაშია
სპეცდანიშნულების დანაყოფების მებრძოლები პირდაპირი დამიზნებით ახდენენ მომიტინგეების ლიკვიდირებას
ირანის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით ამ დროისთვის პროტესტის 112 კერა იქნა ჩახშობილი და დარჩენილია მხოლოდ 11 კერა
პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება შიდა არეულობით აიათოლას რეჟიმის დამხობა, ეს უკვე მესამე მცდელობაა ირანში ბოლო 3 წელში, მაგრამ უსასტიკესი მეთოდებით აიათოლა ყველა ჯერზე ახერხებს პროტესტის ჩახშობას
ირანში, უსაფრთხოების ძალებში ძალიან დიდი გავლენა აქვს მას და შესაბამისად უსაფრთხოების სამსახურების(უშიშროება, პოლიცია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) ძალიან ეფექტურად მუშაობენ
These are names of 85 out of almost 350 protesters who are killed by the security forces of Iran's Islamic Regime during past 6 days.
https://twitter.com/BabakTaghvaee/status/1197504072150081537გავრცელებული ინფორმაციით ირანის რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებებს მომიტინგეების წინააღმდეგ უშუალოდ ხელმძღვანელობს ბასიჯის ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი გოლამრეზა სულეიმანი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 22 Nov 2019, 00:44