ვასილი !
არ არის შენი საქმე პოლიტიკა , მილიონჯერ გითხარი
ამერიკაში , საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აკეთებენ ასობით ორგანიზაცია .... მაგრამ არის ერთი ნიუანსი , ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციას გამოკითხვებს უკვეტავენ თვითონ პოლიტიკური პარტიები , ვინაიდან გამოკითხვა ესეც ერთგვარი ზეწოლაა ამომრჩეველზე (NDI გამოკითხვები მაგალითადათ საქართველოში) . მაგ კომპანია რომლის შედეგები შენ დადევი ითვლება რესპუბლიკელთა ორგანიზაციად , როგორც რასმუსენის ორგანიზაცია და ასე შემდეგ ..... იგივე სიტუაცია არის ტელევიზიების და გაზეთების მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც , რომლებსაც აქვთ გარკვეული სიმპათიები ამა თუ იმ პარტიებს მიმართ და მათი გამოკითხვები ტენდენციურები გამოდის ....ვინაიდან ამა თუ იმ ტელევიზიებს გარკვეული ელექტორატი უყურებს .... მაგალითად ნბს, სბს - დემოკრატების სიყვარულში არის შემჩნეული , ხოლო ფოქს-ის რესპუბლიკელების , აქედან გამომდინარე სბს და ნბს-ის უყურებენ გარკვეული შეხედულებების ამომრჩეველი და შესაბამისად იღებს მონაწილეობას გამოკითხვებში , ხოლო ფოქს-ზე უფრო სხვა რეზულტატები იდება .....
მაგრამ არის ამერიკაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები რომლებიც აბსოლუტურად ნეიტრალურები არიან , მაგალითად გელაპის ინსტიტუტი ...... ამიტომ ნახეთ იქ რეზულტატები .... გელაპის მიხედვით კი ობამა იგებს , 5 პროცენტიანი პერევესით , რაც 3 პროცენტიან ცდომილებას ცდება
http://www.gallup.com/poll/150743/Obama-Romney.aspx------------------------------------------------------------------------------------------------------
დიახ ამერიკაში , დებატების შემდეგ , ობამას გარკვეული ვარდნა ქონდა , მაგრამ ამას ყველა ელოდებოდა ვინაიდან პირველი დებატების თემა ეკონომიკა იყო . ეს კი რომნის კოზირია . ამიტომ როგორც ანალიტიკოსები წერენ , ობამას მიზანი ამ დებატებზე იყო , არ წაეგო კატასტროფულად , არ გამოჩენილიყო აგრესიული , ეცლია საუბარი რომნისთვის ---- რატა ელექტორატში არ დამკვიდრებული აზრი , რომ რომნი ახალი ეკონომიკური მესია არის , ხოლო კარგი ორატორი ობამა არ აცლის ამ მესიას საუბარს ...... როგორც ანალიტიკოსები ამბობენ , ობამამ ასე თუ ისე შეასრულა ეს საშინაო დავალება , ის არ იყო აგრესიული , ის არ ახსენებდა რომნის მის იდიოტიზმებს საარჩევნო კამპანიის დროს და ბოლომდე აცალა რომნის გამოეთქვა მისი აზრები ეკონომიკაზე .... დიახ ვიზუალში ჩანდა , რომ ობამამ წააგო დებატების პირველი რაუნდი , მაგრამ მეორე მხარეც არის ....დებატების შემდეგ მთელი ამერიკა ესხმის მით რომნის , საუბარია ეკონომისტებზე , ეკონომიკის და ფინანსების ანალიტიკოსებზე , რომლებმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს რომნის ეკონომიკური პოლიტიკის ხედვები . ეს ქარ-ცეცხლი ახლაც მიმდინარეობს . დებატების მეორე დღეს გელაპის ინსტიტუტმა , ობამას წინსრება 7 პროცენტიდან (რაც ძალიან ბევრია ) დაიყვანა 3 პროცენტამდე , მაგრამ დღეს უკვე 5 პროცენტს აძლევენ ობამას და ტენდენცია ზრდისკენ არის
ობამა შედარებით მცირე დანაკარგებით დაძვრა დებატების პირველი რაუნდიდან , რომელიც წამგებიანი იყო ობამასთვის , ვინაიდან თემა იყო ასეთი
შემდეგი დებატები შეეხება საგარეო პოლიტიკას ---- აი აქ კი რომნის დიდი პრობლემები ელოდება , ვინაიდან მას ძალიან აგრესიული წინასაარჩევნო კომპანია ქონდა , აქ ახალი ომი ირანთან , რუსეთან აგრესიული რიტორიკა , ავღანეთში ომის გაგრძელება ----- ამრიკა კი ომიდან დაიღალა .... ობამას კი აქ მშვენიერი პოზიციები აქვს , მან მოკლა ბენ ლადენი --ამერიკის მტერი ნომერ ერთი , მან დაამთავრა ომი ერაყში , მას გამოყავს ჯარები ავღანეთიდან , მას ასე თუ ისე დაბალანსებული სიტუაცია აქვს რუსებთან , ობამას დროს მოხდა არაბული გაზაფხული , ობამა უზომოდ პოპულარული არის ევროპაში ..... ობამა ამ დებატებზე გაანადგურებს მით რომნის და სტატუს-ქვო , დარღვეული დებატების პირველი რაუნდის შემდეგ , აღდგება .
-----------------------------------------------------------
ჩემო ვასილი !
ამერიკის საარცევნო სისტემა განსხვავდება იმ სისტემიდან რომელსაც შემ მიხეილ მაჭავარიანმა მიგაჩვია
ვერ აგიხსნი ახლა , მაგრამ აქ მთავარია შტატები რა შედეგებს დადებენ არჩევნებზე . რესპუბლიკელებს და დემოკრატებს აქვს თავისი ტრადიციული შტატები , რომლებიც სულ ან დემოკრატებს აძლევენ ხმებს , ან რესპუბლიკელებს . ყველა შტატს აქვს გარკვეული ხმების რაოდენობა . არის ე.წ. მერყევი შტატები , აი ამ შტატებზე მიდის ომი , უფრო ზუსტად ორ მერყევ შტატზე ძირითადათ , რომლებიც ბევრ ხმის უფლება აქვს , ოჰაიო და ფლორიდა .
ვინაიდან ტრადიციული შტატებში , ტრადიციული კანდიდატები იგებენ , მაგალითად კალიფორნია(55 ხმა ) , ნიუ-იორკი(29 ხმა ) , პენსილვანია (20 ხმა ) ხმას ტრადიციულად დემოკრატების კანდიდატს აძლევს ხმას , ხოლო ტეხასი (38 ხმა ) რესპუბლიკელებს . მით რომნიმ ვერც ერთი ტრადიციული დემოკრატების შტატი ვერ მოიგო , ეს კი მისთვის დამღუპველი იქნება .
დარცა მერყევი შტატები ...როგორც ზემოთ დავწერე , აქ გლავნი იქნება ოჰაიო (18 ხმა) და ფლორიდა (29 ხმა ) ---- აი , აქ კი მიდის ვაინა ... ორივე შტატს , გამოკითხვებით , ობამა იგებს ძალიან პატარა სხვაობით , ჯერჯერობით .... მაგრამ გადაწყვეტილი არ არის .... ფლორიდაში , სადაც ძალიან ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს , ესპანური წარმომავლობის , ჩათვალეთ ობამასი არის , ისინი შავკანიან ობამას მიცემენ ხმას , რომელმაც ბევრი გააკეთა ემიგრანტებისთვის .....
ასე , რომ მეტი იკითხე ანალიტიკა ..... აზრზე , რომ იყო რა დავწერე ერთ საიტს მოგცემ , სადაც ცდილობენ ყველა გამოკითხვების გაერთიანებას და ვიზუალურადაც კარგად აჩვენებენ ამას
http://www.realclearpolitics.com/epolls/20...ollege_map.html------------------------------------------------------------------
და კიდევ ----- არასდროს ამერიკა მორმონს არ აირჩევს პრეზიდენტად , მით რომნი კი მორმონია
----------------------------------------------------------------
და ესეც ------- სულ რუსებს და მანამდე სსრკ-ს კარგი ურთიერთობა ქონდათ რესპუბლიკელ პრეზიდენტებთან ვიდრე რესპუბლიკელებთან , რეიგანის გამოკლებით .....
იმიტომ , რომ დემოკრატები უფრო მტკივნეულად აღითქვამენ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დემოკრატიიდან გადახვევებს , ხოლო რესპუბლიკელები ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გლობალურ პოლიტიკაში თანამშრომლის გამო
01.10.2012.