ყაზახეთის ქალაქ აქტობეში, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გარდაცვლილთა შორის 11 თავდამსხმელი, სამი სამხედრო პირი, იარაღის მაღაზიის გამყიდველი, დაცვის თანამშრომელი და მაღაზიის კლიენტი არიან.
გუშინ ქალაქ აქტობეში 3 შეირაღებული თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ.
სპეცოპერაციისას ძალოვნებმა 4 დამნაშავე მოკლეს, კიდევ 7 დაკავებულია. დღეს დილით, კიდევ 5 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ყაზახეთის გათავისუფლების არმიამ” აიღო.
http://www.newposts.ge/?l=G&id=110393-ყ