Kirchiმე რაღა მეტყობა ნერვიულობის?

---
"აღშფოთებულთა" რიგიც აღარ დგას, ინტერესი დაკარგეს - ალბათ მათ უფრო ადრე იეჭვეს, რომ რაღაცა ისე არაა.
---
კიდევ ერთი ფოტოგამოკვლევა. სხვა ბმულებიცაა ბოლოში.
http://nnm.ru/blogs/EyeSync/bostonskie-cha...-ves-mir-teatr/ყველა მოტანილ ბმულზე ძირითადად ამერიკელ ბლოგერთა გამოკვლევების თარგმანია, და არა "რუსების ინსინუაციები". მსურველებს თავადაც შეუძლიათ ფოტოჰოსტინგებზე მოიძიონ მაღალი რეზოლუციის სურათები.
როცა ასეთი რამ იდგმება, გასაგებია, რომ მთავარი დამნაშავე არა რომელიღაც ტერორისტია (საკითხავია, ესენი იყვნენ თუ არა. ისიც საკითხავია, ხომ არ იყვნენ ისინი ამერიკულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულნი და სცენარის მონაწილენი), არამედ ის,
ვინც ეს დადგა და პუბლიკას ასე მიაწოდა.
აფეთქება მოხდა ძირითადი მოვლენების (პირველი მორბენლების ფინიშიდან) 3 საათის შემდეგ. ხალხის მეტი ნაწილი წასულია, ტელევიზიებსაც აღარ აინტერესებთ, შესანიშნავი პირობებია დადგმის დასაწყებად. ამას ესწრებიან სპეცსამსახურის წარმომადგენლები და მომზადებული ბრიგადები, რომლებიც სცენარს განახორციელებენ. საქმიანად წაიყვან-წამოიყვანენ "დაზარალებულებს", მოაშორებენ არასასურველი უნებლიე სტატისტებს და ასე შემდეგ. არცერთს ნერვიც არ უტოკავს სახეზე, ზოგი იღიმება კიდეც. მაინცდამაინც არც დაზარალებულები ჩივიან (რომლებიც ყველანი გადაადგილების უნარშეზღუდულთა ეტლებით გადაჰყავთ - ახალი სიტყვა მძიმედ დაჭრილთა გადაყვანის პრაქტიკაში

). ყველა ჯგროდაა შეყრილი - მაშველები, პოლიცია, მეხანძრეები. კვალს თელავენ უმოწყალოდ. პოლიცია გაგებაში არაა, რომ ადგილი უნდა დაიცვას.
მსახიობები თეატრალურად ყრიან "მოწყვეტილი კიდურებით" (ზოგს სძვრება მულიაჟი და ხელახლა უმაგრებენ; ზოგთან "პა ხოდუ" ჩალიჩობენ, რომ "ძვლები" გამოაჩინონ, და აჩენენ კიდეც. ერთ სურათზე ცინცხალი შარვალია - მეორეზე ღრმა ჭრილობა ჩნდება). ისინი არ იყვნენ აფეთქების ეპიცენტრთან, მაგრამ კიდურები მოსწყდათ. ზოგს ფეხებთან აუფეთქდა ბომბი, მაგრამ მარტო შარვალი შემოეძარცვა. სისხლი უხვადაა მოსხმული აფეთქების ადგილას, სხვაგან ასფალტი სუფთაა, არც კიდურებმოწყვეტილებს სდით. შოკში არავინაა ჩავარდნილი, ყველა გონზეა.
ვინც ეპიცენტრთან იყო - 8 წლის ბიჭი - მისი სხეული არსად ჩანს. მის დას ცალი ფეხი დაუკარგავს - ისიც არ ჩანს.
ბავშვი, როგორც მოკლე ცნობა იუწყებოდა, "ჩუმად და მოკრძალებულად დაკრძალეს".
მეორე მოკლული ხან ვაჟი იყო, მერე ქალიშვილი აღმოჩნდა.
დაღუპულთა არსებობა არაა საეჭვო, თუმცა ამასაც კი ამტკიცებს ბევრი.
ჩინელ მსხვერპლთან დაკავშირებით ჩვეულებრივი ჟურნალისტური გაუგებრობა უნდა იყოს. კემპბელზე ინგლისურ ინტერნეტშიც გავრცელდა დაწყვილებული ფოტო - თითქოს ის მსახიობია და იგივეა, რომელიც სენდი ჰუკის ამბავში სკოლის დირექტორად გააცნეს საზოგადოებას.

სინამდვილეში უბრალოდ კლონირებული ფოტოებია და ისინი სხვადასხვა პიროვნებებია, ცხადია, ვიღაცამ ბოროტი ინსინუაცია ჩაატარა... ბავშვთან დაკავშირებით ერთგან მეც ვუმტკიცებდი ვიღაცას, რომ მისი სურათი ნამდვილია, - ის ამბობდა (და სხვები ეთანხმებოდნენ), თითქოს მისი ფოტო "სხვადასხვა ნაწილებითაა აწყობილი".

ციფრული ფოტოს ნიუანსების ახსნამ შედეგი არ გამოიღო, მკითხეს, თვალებზე რა გჭირსო.
მაგრამ მთლიანობაში აფეთქებები უფრო კვამლის ეფექტით იყო. პირველის ადგილას გადასაადგილებელი წინაღობა უძრავად დარჩა. მეორე ბომბმა დაამსხვრია მხოლოდ ერთი ფანჯარა, და ხელი არ ახლო მეორეს იქვე. არც კედელი დაუზიანებია ნაკაწრებით.
არაფერი არ უჩვენებს დაზარალებულთა დიდ რაოდენობაზე, დეკლარირებული რაოდენობის გარდა. "დაზარალებულები" ხომ არც აფიშირდებიან და არც პიარდებიან. გარდა ფეხებმოწყვეტილი ჯეელისა. ნუ, მასზე უკვე ითქვა. არადა, მას დიდი მისია აკისრია სცენარით - სწორედ ამ ფოგტმა/ბაუმანმა ამოიცნო ტერორისტი ტამერლანი.

---
მეზარება ძებნა, რომელიღაც ბმულზე შენიშნულია, რომ
აფეთქების შემდეგ ხალხს მოუწოდებდნენ, არ ჩავარდნილიყვნენ პანიკაში, რომ ეს წვრთნებია.

---
"რატომ".
პირდაპირ დამნაშავე ქვეყნების მითითებით, არ ყოფილა. იდეით, კორეა ან საუდი იყო მოსალოდნელი.

შეიძლება მხოლოდ ვარაუდი - იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ბლოკბასტერში იყო თემა: რუსი ტერორისტები მსოფლიოს საფრთხეს უქმნიან, ამიტომ ამერიკულმა სპეცრაზმებმა მოსკოვში წესრიგი უნდა დაამყარონ. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.
უფრო პირდაპირი ვარაუდი - ეხება თავად ამერიკას, მათი შიდა პრობლემების და წინააღმდეგობების ჩათვლით.

როგორც რომელიღაც ბმულზე იყო მართებული დასკვნა - ეს იყო
რეპეტიცია. რეპეტიცია, როგორ უნდა იყოლიო ამხელა ქალაქი პარალიზებულ, ფაქტიურად გამოუცხადებელ სამხედრო მდგომარეობაში. დიახ, - ერთმა ლაწირაკმა კი არა გააკეთა ეს, არამედ ხელისუფლებამ, და ხალხის ზომბირებულმა მორჩილებამ. აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება წარმატებით შეიძლება, თუ საჭირო გახდა.
---
ჰო -
სენდი ჰუკის ამბავი, რასაც ეძღვნებოდა წლევანდელი მარათონი - ასევე ღრმად საინტერესო:
http://log2stas.livejournal.com/750483.html ამბავს წინ უძღვოდა საინფორმაციო მომზადება, "სენდი ჰუკის" კოდირებით რუკაზე. ეტყობა, ისეთივე მიზნით,
rsebobs-ი რომ იხსენიებს კოლაგის თემაში - მასებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა ალბათ საჭირო მეტი ეფექტისათვის. ფაქტი ამ მომზადებაზე სახეზეა, ასევე ის, რომ დეკლარირებული დამნაშავე მარტო არ იყო - სულ მცირე, სამნი იყვნენ, ორი მათგანი დაპატიმრეს (!), შემდეგ "მარტოხელა დამნაშავე" დარჩა და პუბლიკამ ეს გადაყლაპა. წარმოუდგენელია, რომ დაღუპული ბავშვები მშობლებისთვის არ გადაუციათ და არც უჩვენებიათ. ეს შეიძლება აიხსნას ჭრილობების მდებარეობით, მაგრამ მაინც...