რა არის იცი?
ამწუთას აშშ და კოალიცია აშკარად არაა მზად მე-3-ე სცენარის განსახორციელებლად აუცილებელი სრულფასოვანი სამხედრო ოპერაციიის ჩასატარებლად მზად...
მაგისთვის მომზადებას მინიმუმ 1 თვე უნდა...
აი აქ ვწერ მაგაზე:
https://www.facebook.com/ika.nolotxmocdatvr...595319293851492https://www.facebook.com/ika.nolotxmocdatvr...596092160440872https://www.facebook.com/ika.nolotxmocdatvr...596136077103147არადა ჩქარობენ რაც იმის ეჭვს მიჩენს რომ ეს ოპერაცია რომელიც მალე დაიწყება არ იქნება უკანასკნელი...
ანუ უკანასკნელი დარტყმა არ იქნება...
ეს დარტყმები მერე თვეების განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ცხადია რეჟიმ ჩეინჯის სახეს მიიღებს...
ბევრი შეკითხვის ნიშანია იმაზე თუ პირველი ოპერაციისას რამდენი ტამაგავკი გააჩნია რეგიონში თავმოყრილ კოალიციის ძალებს...
ყველაზე ხშირად ამბობენ 400-მდე ტამაგავკს და ვრცელდება მსგავსი სურათი რეგიონში ძალთა განლაგების:

ახლა ამ სურათის მაგალითზე რამოდენიმე კომენტარი უნდა გავაკეთო და თან ავხსნი რატომ ვფიქრობ რომ პირველი დარტყმა იქნება უფრო ვალის მოხდასავით:
ნახაზზე არის 1 წლაქვეშა ნავი მაგრამ ყველგან წერენ რამდენიმეზე... არადა რამდენია ეგ "რამოდენიმე წყალქვეშა ნავი" და რა ტიპის ბევრ რამეს ცვლის...
ითქვა 1 ოჰაიოს ტიპის არასტრატეგიულ წყალქვეშა ნავზე... ასეთი ტიპის სუბმარინზე 154 ტომოჰავკია... თუ დავუშვებთ რო იქ 1 კი არა რამოდენიმე (2-3) ეგეთი წყაქვეშა ნავია ტომოჰავკების ბათქის ("ზალპის") სიმძლავრე სერიოზულად იცვლება...
რუქაზე ნაჩვენებია 4 საესკადრო ნაღმოსანი (დესთროიერი) და ორი ამერიკული ავიამზიდი მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ავიამზიდები მარტო არ დადიან... მათ უშუალო სიახლოვეს ახლავთ ექსკორტი როგორც წესი მინიმუმ 2-3 ორლი ბიორკის საესკადრო ნაღმოსნით ან ტიკენდეროგას კლასის კრეისერით... თავის მხრივ ამ კლასის გემებზე თითოეულზე მუდმივად მინიმუმ 30-40 ტმოჰავკია რომელიც მაქედანვე წვდება სირიას... ანუ შესაძლო ბათქს ემატება 120-240 ტომოჰავკი...
კიდევ ერთხელ - იმ 4 საესკადრო ნაღმოსანს რომელიც არის ხმელთაშუა ზღვაში ემატება ორი ავიამზიდის CVN-69-ს და CVN-75-ს ესკორტში შემავალი კიდე მინიმუმ 4 დესთროიერი ან კრეისერი თავისი ტომოგავკებით...
მაგ სურათზე ბრიტანული ავიამზიდია რომელიც ავიამზიდი აღარაა ანუ არ ყავს თვითმფრინავები... მხოლოდ შვეულმფრენები...
სირიის დასაბომბად პირველ ოპერაციაში ეგენი არ გამოდგება...
უფრო დამხმარე ფუნქცია ექნება...
სურათზე არის 1 ბრიტანული წყალქვეშა ნავიც... ეგ გააჩნია რომელი კლასისაა - თუ Astute -ის კლასისაა ბათქს 48 გარპუნის ბათქის შესაძლებლობა ემატება...
თუ Trafalgar-ის კლასის მაშინ 25...
ჯამში გამოდის არა 400 არამედ 500 დან 800-მდე ტომოგავკის გასროლის შესაძლებლობა...
ეს მაფიქრებინებს რომ შესაძლოა (შესაძლებლობაზე ვამბობ და არა დასკვნას) ავიაცია ფართოდ არც გამოიყენონ ამ პირველი ოპერაციის დროს... (ამას ირიბად ისიც ამტკიცებს რომ ავიამზიდების მიყვანას არ ჩქარობენ სირიასთან ამერიკელები... ირანთან უფრო ახლოს ყავთ ეხლა ისინი ვიდრე სირიასთან... არადა თავად დარტყმას ჩქარობენ)
ანუ შეიძლება უბრალოდ გაისროლონ 500-დან 800-მდე ფრთოსანი 2-3 დღის (შეიძლება ერთი კვირის) განმავლობაში და ერთი თვით ან მეტი ხნით შეისვენონ...(თუ ასადი უფრო მძიმე რამეს არ მიქარავს ამასობაში)