ღმერთმა შექმნა ადამიანი --- ხოლო კოლტმა ისინი გაათანაბრა
------------------
ეს ძველი გამოთქმა ახლა სხვანაირად შეიძლება ითქვას ....
ღმერთმა შექმნა სახელმწიფოები --- ატომურმა ბომბმა ისინი გაათანაბრა

ატომური იარაღია ამ კრეისერზე ......
-----------------
შეკერავენ რუსებს .... რაღაცას დაუთმობენ ---- საუდის არაბეთის პრესაში უკვე გაჟინა ინფორმაციამ , რომ რუსეთს ადგილს აძლევენ ნავთობ მომპოვებელი ქვეყნების კლუბში , ოპეკ-ში
ოპეკი კი ორგანიზაცია არის , რომელიც ფაქტიურად წყვიტავს ნავთობზე ფასების დადებას .....
ვნახოთ , თუ რუსეთი ოპეკ-ში შეძვრა ასადის რეჟიმის ( რომელიც ცალ ფეხზე კიდია რუსებს ) დამხობის ფასად --- კიდევ საკითხავი იქნება ვინ მოიგო მაგ კონფლიქტში ....
გავიხსენოთ დინამიკაში მოვლენები
ერაყი :
მილიარდები დაუჯდა ამერიკას და ევროპას , ეკონომიკური კრიზისიც მაქედან დაიწყო
რუსებმა მიიღეს ნავთზე ფანტასტიური ფასი , ბარელი ერთი წელიწადი 180 დოლარამდე იყო ასული --- რამაც პუტინს მიცა საშუალება სტაბილიზაციონი ფონდი შეექმნა , ეკონომიკურმა ამოსუნთქვამ კი რუსეთი დააბრუნა დიდ პოლიტიკაში --- ზენიტი ერაყის ომის კი იყო 2007 წელს პუტინის გამოსვლა მიუნხენში , როდესაც მან თავზე დააკუკა ბარეორს
ერაყის ომმა ააბლატავა პუტინი
ავღანეთი :
ამერიკელებიც არ მალავენ , რომ ავღანეთის ოპერაციის დაწყების წინ , 30-40 % სამიზნეები რუსებისგან მიიღეს .
ავღანეთი რუსების მტერი უფრო იყო ( 90 % ჩეჩნეთის მოჯახედების მაქ გადიოდა მომზადებას ) ვიდრე ამერიკის , ჩემი აზრით ....
რა მიიღო ამერიკამ ავღანეთიდან ---- ომი , ათასობით დაღუპული , უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი , პაკისტანზე ფაქტიური გავლენის დაკარგვა და ასე შემდეგ ....
რა მიიღო რუსებმა ....
თავისი და თავისი მოკავშირეების სამხრეთ საზღვრის უფასო დაცვა ამერიკელების და სხვების ხარჯზე .
კარგი ფინანსური მოგება --- ავღანეთში კოალიციის მომარაგების 60 % რუსეთის ტერიტორიიდან ხდება , რაშიც ფულს იღებს .
და კიდევ რაღაც რაღაცეები , რომლებიც ჩვენთვის ყურ მოკვრით არის ცნობილი
სირია ...... :
ხალხნო , აბდელ ნასერის შემდეგ , 60-იანი წლების შემდეგ , რუსული ფაქტორი სირიაში იყო ნულის ტოლფასი . სირია და ეგვიპტე (განსაკუთრებით სირია ) განიხილებოდა ამერიკის სატელიტებათ მაგ რეგიონში . სირიის და ეგვიპიტის მიერ ( იორდანიასთან ერთად ) პალესტინელების დაფინანსების შეწყვეტა იყო გარანტი ისრაელის სტაბილური განვითარების . სირია და ეგვიპტე მხარს უჭერდნენ ამერიკას ალ-ქაიდასთან და თალიბანთან ბრძოლაში , არც სირიამ და არც ეგვიპტემ არ გააჭაჭანეს ალ-ქაიდა და თალიბანი მათ ქვეყნებში .
ერაყის ომის დროს , ეგვიპტემაც და სირიამაც მკაცრი ნეიტრალიტეტი დაიცვეს კონფლიქტში ... სირიამ ვააბშე გადააგდო ჰუსეინა , როდესაც 3 მილიარდი დოლარი აიღო სამხედრო ტექნიკის სათადარიგო მასალების მიწოდებაში და სანამ არ დაიბომბა ბაღდათი ყველანაირად გაწელა პროცესი მიწოდების .....
რუსებმა უკვე ისარგებლეს ამერიკის და სირიის ჩხუბით , როგორც თვითონ ამერიკელები ამბობენ 4 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს სირიას ... გაერო-ში სირიის საკითხზე ვეტ-ს დადების სანაცვლოდ
ახლა კი კაი ბიჭის როლს თამაშობენ ... ფეხებზე არ კიდიათ ასადი . თუ სირიის საკითხზე ლოილურობის სანაცვლოდ რუსები შეძვრნენ ოპეკ-ში ( რაც სსრკ-ს დროიდან იყო ოცნება ) , მე მაგალითად ჩავთვლი , რომ რუსებმა ყველაზე მეტად იხეირეს ამ კონფლიქტიდან .
დაახლოებით იგივეს აწვება ჩინეთი ..... ფეხებზე არ კიდია ბაშირ ასადი , ერაყის ომიდან ჩინეთმა ორი დიდი ნავთობ საბადოს კონცესია მოიპოვა .... ავღანეთში პაკისტანის ამერიკიდის ორბიტიდან ნელ-ნელა გამოსვლამ რა თქმა უნდა გააძლიერა პეკინის პოზიციები რეგიონში და ახლა ინდოეთმა და პაკისტანმა აატალახა სი ძიმპინის მისაღები .....
რას მოიგებს თვალებდაპრაწულები სირიის კონფლიქტში , მალე გამოჩნდება , ტყუილად , რომ არ ექნებათ ეგეთი ხისტი დამოკიდებულება ამაზე ბაზარი ზედმეტია .....
-----------
მსროლელია კრეისერი ,, მოსკოვი ,, ? არა რა თქმა უნდა , მაგრამ რუსებმა დააფიქსირეს იქ ყოფნა , რამაც აწია ფსონები .
გლეხურ ენაზე მაგ სირიის ამბავი შემდეგშია .....
ორმა ძმაკაცმა იჩხუბეს ( ამერიკა და სირია ) .... ჩხუბი ისე გამძაფრდა , რომ დაბრდევის მუქარამდე მივიდა .... ამ დროს უფრო სუსტ ტიპთან ( სირიასთან ) მივიდა სხვა უბნელი კაი ბიჭი ( რუსეთი ) და ეუბნება ... ის შენი ყოფილი ძმაკაცი დაბრედვას გიპირებსო , მე კი ვაჩერებ მაგრამ არა მგონი ბოლომდე დამიჯეროსო ... ხო და იარაღი აქვს მაგას , მაგარი ბერეტაო , ასეჩკას არ იძლევა და თუ თქვა უეჭველი შეგისრულებსო , ნახე რა უქნა სხვებსო ( ჰუსეინა , თალიბანი და ალ-ქაიდა ) , ვისაც შეპირდა ყველა დაბრიდაო --- იარაღი გჭირდება რა , უეჭველიო ...მაგასავით ბერეტა არ მაქვს , მაგრამ აგერ ძველი ნაგანი მაქვს , მოგყიდი თუ გინდა და დაიცავი თავიო ... მე ვერ ჩავერევი იავნად , მაგრამ აქვე ვიქნებიო
ეგაა რა
This post has been edited by მაკიაველი on 29 Aug 2013, 14:39
01.10.2012.