otarik1977კადაფი ხო გაგიგია, ლიბიის მართველი რო იყო. დასავლეთმა დიქტატორად რო მონათლა და ლიბიის გათავისუფლება რო მოითხოვა ამ დიქტატორისგან.
მანდაც მასე დაიწყო როგორც სირიაში და ბოლოს ამერიკის დახმარებით დაამარცხეს კადაფი და მოკლეს.
ეხლა ამ ვიდეოს უყურე და ალალად თქვი, სააკაშვილი გაბედავდა ქუჩაში ესე გავლას? ან რომელიმე დასავლური ქვეყანა? ისინი მოძრაობენ ესკორტებით და მთლიანად კეტავენ პერიმეტრს. ამ ვიდეოში ასევე ჩამოთვლილია ის პირობები რა პირობებიც შეუქმნა კადაფიმ თავის მოსახლეობას. ამის მეათასედი გაეკეთებინა სააკაშვილს საქართველოსთვის და მეფედ გამოვაცხადებდით. მაგრამ დღეს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა ხოლო კადაფი პირსისხლიანი დიქტატორი და კაცთმოძულე, რომელიც თურმე მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობდა.
აი ეს არის კაი მაგალითი ამერიკული პროპაგანდისა, თუ როგორ ქმნიან თეთრისგან შავს და პირიქით, ამიტომაც ამერიკა არის ნომერ პირველ ტერორისტი დედამიწის ზურგზე და ამ ტერორს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.
აი ეს პირობებიც.
მუამარ კადაფის მმართველობის (1969-2011) პირობებში ლიბიაში:
1. ბენზინი ღირდა წყალზე იაფი. (1 ლიტრი 0.14$)
2. ახალდაქორწინებულებს სახელმწიფო ჩუქნიდა 64 000$ ბინის შესაძენად.
3. ყოველ ახალშობილზე 7000$ სახელმწიფოსგან.
4. განათლება და სამედიცინო მომსახურება იყო უფასო.
5. უმუშევარს სახელმწიფო უხდიდა თვეში 730$.
6. ბიზნესის დასაწყებად ერთჯერადი დახმარება - სახელმწიფოსგან 20 000$.
7. საზღვარგარეთ განათლების და სტაჯირების მიღება ფინანსდებოდა სახელმწიფოსგან.
8. ელექტროენერგიის გადასახადი გაუქმებული იყო, იხდიდა სახელმწიფო.
9. აიკრძალა აზარტული თამაშები და ალკოჰოლი.
----------------------------------------------------------------------------
კადაფი აპირებდა ლიბიის გამოყვანას მსოფლიო სავაჭრო სისტემიდან, (ლიბიასთან ერთად გამოსვლას აპირებდნენ 12 არაბული სახელმწიფო) სავარაუდოთ, სწორედ ეს გახდა მისი მმართველობის დასასრულის მიზეზი...
----------------------------------------------------------------------------
1. კადაფის მმართველობის დროს ლიბის მოსახლეობა გაიზარდა 3-ჯერ.
2. ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 9-ჯერ.
3. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 51-წლიდან გაიზარდა 74-წლამდე.
ეს არის მცირე ჩამონათვალი მხოლოდ, ყველაზე გამორჩეული ესე რომ ვთქვათ.
აი ვიდეოც და შეგიძლია უყურო: