#38506734 · 25 Oct 2013, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LA_NY
| QUOTE | ვერ დაგეთანხმები რაც დაწერე იმაზე, მაგრამ არ მინდა რომ დისკუსიაში გადაიზარდოს, მითუმეტეს ამ თემაში. ისევ ვეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე აზრი. ის რასაც შენ ამბობ ადამიანის უფლებებზე და ქვეყნის ინტერესებზე, რომ ამას ვიღაც განათლებული ადამიანები წყვეტენ ხალხის ნაცვლად, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ თუ რატომ, უბრალოდ შემიაძლია იგივე ფორმულა მაშინ მოვარგო მსოფლიო წესრიგს და გითხრა იგივე, რომ მსოფლიოს ბედს და მათ შორის ირანის ბედს წყვეტს ამერიკა იმიტომ რომ უფრო ძლიერია, მეტი ფული აქვს, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულია და ასე შემდეგ და უკეთ იცის რა არის კაცობრიობის ინტერესებში. სწორი იქნება? |
არა,არ იქნება, იმიტომ,რომ ჯერ ერთი სხვა სიბრტყეა და მეორეც არაზუსტი შედარებაა, დაახლოებით ზუსტი შედარება გამოგვივიდოდა,რომ შეგვედარებინა ამერიკის ქმედება და სახელმწიფო მანქანის ყოველ სახლში შევარდნასთან,რაც ირანში კი არა ჩრ.კორეაშიც არ ხდება.
| QUOTE | | ეს არის თავისუფალი ერების, ადამიანების მოთხოვნა, დაკვეთა რომელსაც მათი ხელისუფლები ახორციელებენ. თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალი, მთავრობა არღვევს მის მიერვე დეკლარილებულ ადამიანის უფლებებს ეს არ ნიშნავს რომ დასავლური, გნებავთ დემოკრატიული საზოგადოება ტოლერანტულია მსგავსი დარღვევებისადმი და საკუთარ ხელისუფალთ პასუხს არ თხოვენ. |
ამ თემებზე ვერ მოვრიგდებით,ვერასდროს. რაც თქვენთვის უმნიშვნელოვანესია(ადამიანის უფლებები,სიტყვის თავისუფლება,დემოკრატია) ჩემთვის თაროზე შემოსადები ხარახურაა. ხოლო რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ის თქვენთვის არის უმნიშვნელო.
| QUOTE | | მაგრამ რეალურად ასე მუშაობს სისტემა. |
დიახ,სი-ენ-ენის შექმნილი ვირტუალურ რეალობაში. რეალურად კი, სისტემა მუშაობს მოგებაზე ( თუ სისტემას ეხმარება ადამიანის უფლებები და მსგავსი ღირებულებები მეტ მოგებაში-ხომ კარგი. თუ არადა არაუშავს) და მხოლოდ მოგებაზე. ერთი პოლიტგანყელი იუზერის ფრაზა ამ სიტუაციას რომ მოვარგოთ: მეტი მოგების მისაღებად ადამიანის უფლებებიც გაიჟიმება, გაეროც და ჰუმან რაითსიც.
| QUOTE | | შეგვიძლია ვისაუბროთ რამ გამოიწვია დაპირისპირება ამერიკასა და ირანს შორის, ისლამურმა რევოლუციამ თუ მოსადექის გადატრიალებამ, მაგრამ ამას ეხლა აზრი ნაკლებად აქვს თუ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზეა საუბარი. აიათოლების მოქმედებები იწვევს უკუქმედებებს დასავლეთისგან. ისრაელის მიმართ ნებისმიერი მუქარა არის ამერიკისადმი მუქარა და ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება და რატომ არის ეს გასაკვირი? როცა ისრაელის/ამერიკის სასიცოხლო ინტერესებს ემუქრება საფრთხე |
აშშ- ირანის საქმეში ისლამურ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე ერეოდა,ეგ არაფერ შუაშია. რამ გამოიწვია- მიზეზი მეტად მარტივია: აშშ-მ დაკარგა ირანის რესურსებზე კონტროლი.
| QUOTE | | როცა ისრაელის/ამერიკის სასიცოხლო ინტერესებს ემუქრება საფრთხე მაშინ დემოკრატიული და ჰუმანური მოპყრობის მოლოდინი ამერიკისგან მართლა ძალიან მიამიტურია და რაღა თქმა უნდა ეცდება კონტრზომების მიღებას და აიათოლების ძალაუფლების დესტაბილიზებას |
თუ ირანის რესურსების კონტროლი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესია-მაშინ ყველანაირ მოლაპარაკებას აზრი ეკარგება,ორი მხარის სასიცოცხლო ინტერესები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
| QUOTE | | ობამას ქაიროს უნივერსიტეტში გამოსვლით დამთავრდა ამერიკის მორჩილი დიქტატორების ეპოქა და ზოგადად დიქტატორების და რეპრესიული რეჟიმების ეპოქა და დაიწყო ხალხის ნების გამომხატველი მთავრობების ეპოქა. ერთადერთი მოთხოვნა ამ მთავრობებისადმი არის მიიღონ არსებული საერთაშორისო თამაშის წესები, არ იყვნენ დესტაბილიზაციის და აგრესიის კერები და დაიცვან საკუთარი ხალხის უფლებები (ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და ასე შემდეგ უფლება). |
არასერიოზულია. რეალურად კი არ დასრულდა -უბრალოდ თაობათა ჩანაცვლება მოხდა. რათქმაუნდა აშშ-ს ურჩევნია მის კონტროლირებად ქვეყანაში იყოს დემოკრატია (არა იმიტომ,რომ მაღალი მატერიები ადარდებთ,არა (რაღა შორს წავიდეთ და არც საქართველოში მოსულ დამპყრობლებს ადარდებდათ ჩვენი სულის ცხონება,მაგრამ ავრცელებდნენ ვთქვათ ისლამს? დიახ, რადგან ასე უფრო მარტივი იყო მათთვის დაპყრობილის კონტროლი) უბრალოდ ასე აშშ-ს ინტერესებს ნაკლები საფრთხე ემუქრება,რადგან უძლიერესი დეზინფორმაციის მანქანა ყავს ) მაგრამ როგორც კი ამერიკას აქვს გასაკეთებელი არჩევანი : დემოკრატიასა და კონტროლს შორის (და ასეთI არჩევანი ძალიან ბევრ ქვეყანაში მუდმივად დგას) რათქმაუნდა აშშ ირჩევს პირველს.
| QUOTE | | რა სურს ირანს იყოს მუდმივ დაპირისპირებაში დასავლეთთან, რას მოიგებს? |
მოიგებს იმას,რომ ნაკლებს წააგებს.
| QUOTE | | რამეთუ ნაწილობრივ ირანის შემდგომი ნაბიჯებიდან გამომდინარე გადაწყდება სირიის ბედი |
ირანის შესაძლებლობებს რეგიონში,ძალიან,ძალიან ცუდად უყურებთ. მინდა გითხრათ,იმაზე გაცილებით მაგრად აქვს ირანს წინააღმდეგობის კერებში ფესვები გადგმული ვიდრე ეგ ბევრს ჰგონია.
| QUOTE | | და აიათოლები დარჩებიან საკუთარი ხალხის წინაშე. |
ეგ ხო იყო კაცო უკვე 2009 წელს? ხომ შეაკლეს თავი ბასიჯს თავისუფლებისთვის მებრძოლმა გმირებმა? აკი გმირი ნედაც დაეცა არაკაცი ბასიჯელი სნაიპერის ნასროლი ტყვიით ! ისე, ინფორმაციისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკა Dirty Mollah-ებს არ გამოუცხადებიათ,რეფერენდუმის შემდეგ გამოცხადდა, იმ რეფერენდუმის შემდეგ სადაც 98% ისლამურ რესპუბლიკას დაუჭირა მხარი.. ისე კი,მეც ველოდები მაგ დღეს,როცა ყველა ერთმანეთის პირისპირ დავრჩებით და გაირკვევა ყველაფერი, მაინც გარდაუვალია და ბარემ გაწყდეს სადაც წვრილია... ასე რომ Bomb, Bomb, Bomb, Bomb, Bomb Iran და დანარჩენი მერე აბანოში გამოჩნდება. X Man | QUOTE | ვერ მოასწრებდა ირანი რეაგირებას |
არასერიოზულია. თქვენ ან ირანის სპეცსამსახურებს უყურებთ ცუდად, ან სირიის მნიშვნელობას ირანისთვის.
| QUOTE | | არმიისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეჟიმის მოწინაამღდეგე იყო, |
არმიაში ნებისმიერი ნაწილის ვისაც რამის გაკეთება შეეძლო და შეუძლია- ასადის მომხრე დარჩება, ისიც რომ გააკეთოს რასაც დასავლეთსი აბრალებენ . რაც შეეხება მოსახლეობას, ასადს +- 50 % პროცენტის მხარდაჭერა ყველაზე რთულ მომენტშიც არ დაუკარგია.
| QUOTE | | ირანელი რევოლუციური გვარდიელები, რუსებიც საკმაოდ მოჯდნენ, |
გუშაგთა კორპუსი სირიაში ყოველთვის "საკმაოდ მომჯდარი" იყო. რუსები სირიაში სად მოჯდნენ არ ვიცი(არა, კი ვიცი,მაგრამ უხერხულია,მანდილოსნებიც კითხულობენ. ) ერთადერთი რაც რუსებმა "გააკეთეს", იდეაში ასადს ყველაზე ძლიერი იარაღი გამოაცალეს ხელიდან,მაგრამ მხოლოდ იდეაშI
--------------------
"There will come a day when Iran will stand by us,when all the Arabs will be conspiring against Us" Hafez Al-Assad
All men die,only few will be remembered-Col.S Hassan
|