ეს ჯერ არ არის საჩქარო, რადგან დამასკოს ფრონტის მოგუდვის თანავე ასადი სწორედ გამოთავისუფლებულ რესურსს მიმართავს დარასკენ
ამ დროისთვის დამასკოს ფრონტზე ძალზე დიდი რესურსი აქვს ასადს, ყველაზე მთავარი კი ელიტური დანაყოფების სიმრავლეა (რესპუბლიკური არმია და მე-4 დივიზია)
დამასკოს ფრონტი ბევრად უფრო საფრთხის შემცველი იყო ასადისათვის და ბევრად უფრო მეტი აჯანყებულია მანდ კონცენტრირებული,ვიდრე დარააში
ეხლა ასადისათვის ისიც საკმარისია რომ დარააში არსებული პოზიციები შეინარჩუნოს და უმთავრესად ხირბეტ გაზალეჰი,სანამ ეს პუნქტი მისია იქამდე ის ამარაგებს მის სამხედროებს დარააში
ესეც რომ დაკარგოს მაინც გაძლებენ მისი დანაყოფები მინიმუმ 1 წელი,როგორც კვესირში, ალეპოს ციხეში და აბუ დუჰურში
ანუ დამასკოს ფრონტის მოგუდვამდე რთულად ექნება საქმე დარააში,მარა როგორც კი მოგუდავს ამ ფრონტს და საკმაოდ ცოტა დროა აქამდე დარჩენილი,მაქსიმუმ 3-4 თვე,ამის მერე ძალიან დიდი რესურსები გამოუთავისუფლდება და ეგრევე დარააში დაალაგებს სიტუაციას
იქამდე კი ასევე ქალამუნის მთიანეთს დაიბრუნებს,ანუ დამასკოზე სრულიად მოხსნის საფრთხეს,რაც იქნება ძალიან დიდი წარმატება მისთვის
ამასობაში გრზელდება წინსვლა ალეპოსა და ჰომსის ფრონტზე( არმიამ დაიწყო მაშტაბური ოპერაცია ტალბისა და ალ-რასტას მიმართულებით)
სირიის არმიის ავიაცია მაშტაბურად ბომბავს მარაატ ალ ნუმანს
ანუ საფირას არხის გახსნის მერე არაა გამორიცხული არმიამ უკვე შეტევა მეორე არხის გახსნაზე დაიწყოს,რომლის საკვანძო ადგილი სწორედ მარაატ ალ ნუმანია
როგორც ქალაქი საფირა იყო მეორე არხის საკვანძო ადგილი
თუკი ეს არხიც გაჭრა ასადმა,ძალიან მძიმე მდგომარეოობაში აღმოჩნდებიან აჯანყებულები უკვე იდლიბის პროვინციაშიც
მოკლედ ამ დროისთვის არმია ძალზე მაშტაბურ რამდენიმე შეტევით ოპერაციას აწარმოებს
1. დამასკოს შემოგარენი
2. ალეპოს ფრონტი ( აეროპორტის გარშემო და კვესირის მიმართულება)
3. ქალამუნის მთიანეთი (უახლოეს პერიოდში დაიწყება)
4. ჰომსის პროვინცია ( ტალბისა და ალ რასტას მიმართულებით)
5. მარაატ ალ ნუმანი (სავარაუდოდ ესეც დაიწყება უახლოეს პერიოდში)
ამ ყველა ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფაქტიურად სრული გარდატეხა მოხდება ამ ომში ასადის სასარგებლოდ
http://www.liveleak.com/view?i=c66_1384587134 This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Nov 2013, 13:42