#40274368 · 20 Mar 2014, 15:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იონათან
QUOTE | ეს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პირობა დაარღვია დასავლეთმა, როცა კოსოვოში ბელგრადის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩაატარა რეფერენდუმი. |
კოსოვოს პრეცედენტის გამართლება ეთნიკური წმენდის ფაქტორის მეშვეობით ხდებოდა, რამაც დასავლეთის აზრით შეუძლებელი გახადა კოსოვოს სერბიის შემადგენლობაში ყოფნა ჩემი აზრით ჯობდა ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ და კოსოვო დარჩენილიყო, დე იურე სერბიის ნაწილად, ოღონდ საერთაშორისო გარანტიებით და სამშვიდობო კონტინგენტის კონტროსლ ქვეშ, ვიდრე მხარეები არ მიაღწევდნენ საბოლოო შეთანხმებას Lаki
QUOTE | ჯერ ისაა გასარკვევი რეალურად ვინ მიიღო მონაწილეობა მაგ რეფერენდუმში. (პროცენტული მაჩვენებელი) მერე ის, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდა თავად რეფერენდუმი. მერე უკრაინის კონსტიტუციას უნდა გადავხედოთ მერე ბუდაპეშტის ხელშეკრულებისას აღებულ ვალდებულებებს და ბოლოს, საერთაშოროს სამართალს (ჰააგის ჩათVლით) |
რუსეთი ამ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებაში ლეგიტიმურობის წყვეტაზე აპელირებს მიზეზი, თუ არა საბაბად სამწუხოროდ გამოდგა ეს ფაქტორი ჩვენთანაც დაახლოებით მსგავსი სიტუიაცია იყო აფხაზეთის ომის წინ თბილისში გადატრიალებას და 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენის დეკლარაციას მოყვა ის სამართლებრივი ქმედებები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, რაც ფაქტიურად ცენტრისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავდა მართალია იქაც აფხაზური მხარე გადაწყვეტილებების მცდარ ინტერპრეტაციას ახდენდა (თითქოს საქართველოს 1921 წლის კონსიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი დაფიქსირებული არ იყო) და თავად პროცედურის დარღვევით იღებდა გადაწყვეტილებებს (მაგ. 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა არა საკონსტიტუცია, არამედ უბრალო უმრავლესობით), მაგრამ იქაც ისარგებლეს ჩვენთან ცენტრალურ დონეზე მომხდარი მოვლენებით
|