ერაყის არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს სალაჰ ალ დინისა და დიალას პროვინციებში
ერაყის არმიამ და შიიტმა მოხალისეებმა კონტროლი აღადგინეს არაბ საირზე, არაბ დუჰოკზე, ალ ბავაბაათზე,რუვაშიდზე და ალ მუკბარზე სალაჰ ედ დინინ პროვინციაში
ასევე მათ სრული კონტროლი აღადგინეს ქ.სამარას შემოგარენზე და ეხლა ბრძოლები მიდის სამარას დასავლეთ შემოგარენ ალ ჰავიშში, დანარჩენი ყველა შემოგარენი ერაყის არმიის კონტროლ ქვეშ არის
ისის-ისაგან განთავისუფლებულია ასევე ალბუ ასაფი, ბანატ ალ ჰასანი, იატრიბი, და დულიია
ერაყის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ყველა ამ ქალაქებისა და სოფლების განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა როგორც ერაყის არმია, ასევე მოხალისე შიიტი მებრძოლები (მეჰდისა და ბადრის არმიები) და ერაყის საპოლიციო დანაყოფების სპეცდანიშნულების ბრიგადები
საერთო ჯამში განადგურებულია 180-მდე ისის-ის მებრძოლი
დიალას პროვინციაში კი ერაყის მთავრობამ სრული კონტროლი აღაფდგინა პროვინციის დედაქალაქ მუქდადიაზე, ისის-ს ამ პროვინციაში მხოლოდ რამდენიმე მცირე დასახლებაღა რჩება კონტროლ ქვეშ და აქტიური ოპერაციები მიმდინარეობს რომ ამ პროვინციიდან სრულად ამოიძირკვოს ისის-ი
ეს პროვინცია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგან მდებარეობს ირანთან ყველაზე ახლოს, სადაც ისის-ი შევიდა და ირანის სპეცდანიშნულების დანაყოფები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ პროვინციაში ისის-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
მუქდადიას და სადიას განთავისუფლებაში ირანელებმა დიდი როლი ითამაშეს, ასევე პირველი ირანული საჰაერო იერიშებიისის-ის წინააღმდეგ ერაყის ტერიტორიაზე სწორედ ამ პროვინციაში განხორციელდა
ერაყის შსს მინისტრის განცხადებით კი ერაყის არმიამ სრული კონტროლი აღადგინა დულუიას სამხედრო აეროდრომზე და ქ. დულუიას სამხრეთ ნაწილზე, ბრძოლების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 27 ისის-ის მებრძოლი
ერაყის არმიამ მაშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა ისის-ის პოზიციებზე სუ-25-ებით, რომლებიც ირანმა გადასცა რამდენიმე თვის წინ
ბოროტი ენები ამბობენ პილოტებიც ირანელები არინო, უბრალოდ ერაყის დროშის ქვეშ დაფრინავენო
http://www.almasdarnews.com/article/iraqi-...g-salah-ad-din/