21-ე საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი და სასტიკი ომი,სწორედ ასე შეიძლება დასათაურდეს სირიის სამოქალაქო ომი.უკვე 3 წელია ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა მხარეებს შორის,რისი შედეგიცაა 200 000-მდე გარდაცვლილი ადამიანი, მილიონობით დაზარალებული და 3 მილიონზე მეტი სამშობლოდან დევნილი ადამიანი.
:ინფორმაცია კონფლიქტის ისტორიის და მიმდინარეობის შესახებ:სირიაში არეულობა დაიწყო "არაბული გაზაფხულის" ტალღის შედეგად, 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო გამოსვლებით ქ. დერააში. ანტისამტავრობო გამომსვლელები ასადების ოჯახის 40-წლიან მმართველობას ადანაშაულებდნენ რეპრესიებსა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში, რასაც მოჰყვა ქალაქში ახალგაზრდა მოსწავლეების წამება ოპოზიციური წარწერების გაკეთებისთვის. სამოქალაქო არეულობამ მალე შეიძინა პოლიტიკური და შეიარაღებული ფორმები, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა და კონსტიტუციის ლიბერალიზაციამ საქმეს არ უშველა. ამავე დროს, ხელისუფლება კვლავაც აცხადებდა რომ ებრძვის "რადიკალ რელიგიურ ექსტრემისტებსა" და "ტერორისტებს" ისევე როგორც ებრძოდა მუსლიმთა ძმების წევრებს 1970-80-იან წლებში...
არმიაში სწრაფად გავრცელდა დეზერტირობა... შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი თუ დასახლება სხვადასხვა პროვინციაში, 2012 წლის ივლისში ბრძოლა გაჩაღდა ალეპოსა და დამასკოში. პრეზიდენს ბაშარ ასადის ალავიტურ უმცირესობას (ქვეყნის მოსახლეობის 12%, შიიტური სექტა) და სეკულარულ პარტია "ბაასის" წინააღმდეგ ძირითადად გამოდიან კონსეევატორულად განწყობილი სუნიტები, რომლებიც მოსახლეობის 65-70%-ს შეადგენენ. თურქეთის აქტიური დახმარებით შეიქმნა "სირიის თავისუფალი არმია" რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნარჩენები თუ გვხვდება

კონფლიქტმა მალე შეიძინა სექტარიანული ომის ხასიათი, სასიკვდილო მუქარით სირიის რელიგიური უმცირესობების (ქრისტიანთა, დრუზების, ალავიტების) მისამართით. 2013 წლის გაზაფხულზე ლიბანის შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლა" აქტიურად გამოვიდა პრეზიდენტ ასადის მხარეს, "ჰეზბოლამ" აღიარა რომ მისი მებრძოლები აქტიურად იბრძვიან სირიაში. ამ ინტერვენციამ ასადის პოზიციები ძლიერ გაამყარა - 2013 წლის ივნისში ლიბანური დაჯგუფების გადამწყვეტი დახმარების შედეგად სამთავრობო ნაწილებმა დაიბრუნეს ქ. ალ-კუსეირი.
2013 წლის აგვისტოში დამასკოსთან, აღმ. გუტაში მოხდა დღემდე სადავო მოვლენა - ქიმიური იერიში დედაქალაქის რამდენიმე შემოაგრენზე რასაც შეეწირა 1300-მდე ადამიანის სიცოცხლე. აშშ-რუსეთის შეთანხმების შედეგად, ინტერვენციის საფრთხე მხოლოდ მას მერე მოიხსნა რაც სირია დათანხმდა მის ხელთ არსებული ქიმ. არსენალის განადგურებას. სამთავრობო შენაერთებმა შიიტი მოხალისეების და ახლადშექმნილი სამხედრო ფორმირებების დახმარებით გააძლიერეს ბლოკადა დამასკოს შემოგარენებზე;
2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერში არმიამ სტარტეგიულ გამარჯვებას მიაღწია ქვეყნის უდიდეს ქ. ალეპოსთან, აღადგინა რა მისი სამხედრო მომარაგება;
2013წ. ნოემბერი - 2014წ. აპრილი - სამთავრობო ფორმირებებმა, "ჰეზბოლამ", "ნაციონალური თავდაცვის არმიამ" და სხვ. ჩაატარეს მასშტაბური ოპერაცია ქალამუნის რეგიონში, დამასკოს ჩრდილოეთით. ამ რთული იერიშის შედეგად მათ დაიკავეს აჯანყებულთა მთავარი საყრდენი - ქალაქი იაბრუდი და უამრავი სხვა პატარა დასახლება: რას ალ-აინი, ფალიტა, ასალ ალ-ვარდი, რანკუსი, მაალულა) და ამით თითქმის მთლიანად დაკეტეს ლიბანის საზღვარი ბოევიკებისთვის;
2014 წ. მაისი - აჯანყებულები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად მთლიანად ტოვებენ ჰომსს
:მხარეების ძალები და შემადგენლობა:1. სირიის შეიარაღებული ძალები, საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვა - 178 000
ნაციონალური თავდაცვის ძალები - 60 000 - 100 000
"ბაასის ბრიგადები" - 7000
შიიტური აბუ ფადლ ალ-აბასის ბრიგადები 5 000 -10 000
ჰეზბოლა - 3000 - 5000
ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსი 1000-1500
სირიის ნაციონალისტური გვარდია, ერაყელი და იემენლი შიიტი მოხალისეები, სირიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია და ა.შ
2. "სირიის თავისუფალი არმია" (FSA) 50 000მდე
ისლამური ფრონტი 50 000 -70 000
მოჯაჰედთა არმია 5000 -12 000
ალ'ნუსრას ფრონტი: 10000 -15 000
აჰფად ალ-რასულის ბრიგადა 7 000 -9000
3. ქურთები (YPG) 40 000-მდე
:ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ანუ ISIS - Islamic State in Iraq and al-Sham:"ისლამური სახელმწიფო" რომელიც წარმოადგენს ალ-ყაიდას კიდევ ერთ ფრანშიზას, სირიაში 2013 წელს გამოჩნდა, თავიდან ესენი და "ნუსრა" ძმები იყვნენ და მხოლოდ მსუბუქად ქიშპობდნენ ერთმანეთში. "ალ-ნუსრასგან" განსხვავებით ისის-ის ძირითადი ბირთვი უცხოელი ჯიჰადისტებია, სატავეში საქართველოს სახელოვანი შვილის თარხან ბათირაშვილის სარდლობით ...

შემდეგ "ერაყელებმა" დროზე ადრე მოინდომეს სირიის მიწაზე ალაჰის სახელმწიფოს დამკვიდრება, თავის სირიელ მასპინძლებს სულ კაფირები უძახეს და მათი უამრავი წევრი დაატყვევეს, მოკლეს ან დილეგენში აწამეს. ოპოზიციამ დიდხანს ითმინა ისის-ის თავგასულობა და ბოლოს, 2014 წლის იანვრის დასაწყისში ომიც გამოუცხადა... "ალ-ნუსრას ფრონტი" სირიელი ამბოხებლების გვერდით დადგა, ბრძოლამ მხარეებს შორის 6 000 კაცი შეიწირა (უმეტესად მებრძოლები). ოსამა ბინ ლადენის შემცვლელმა, აიმან ალ-ზავაჰირიმ საბოლოოდ ალ-ყაიდას დისტანცირება მოახდინა ამ რადიკალური დაჯგუფებისგან
წინა თემაში მპოსტავ იუზერთა ტოპ ათეული:
dc120mm 168
პროგრესიუსი 166
DIDGORI-GEO 139
hellsurvivor 113
ლივერმენ 67
PREDATOR 61
გიორგი XII 57
giorgi_psp3000 55
Q 7 53
Hurricanes 49
ამჟამინდელი მდგომარეობა რუკაზე იხილეთ აქ http://en.wikipedia.org/wiki/Cities_and_to...yrian_Civil_Warსირიის ადაიანის უფლებათა ობსერვატორია https://www.facebook.com/syriahroeსხვა საინფორმაციო ბმულები: http://www.channel4.com/news/syriahttp://live.aljazeera.com/Event/Syria_Live_Bloghttp://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/syria/წინა თემა
სირიის სამოქალაქო ომი.............................................
აბა, მშვიდობიან პოსტაობას გისურვებთ
სირიის სამოქალაქო ომის ირგვლივ
გთხოვთ, ISIS-ის იერიში ერაყში განვიხილოთ შესაბამის თემაში, აქ კი ვისაუბროთ სირიის მოვლენებზე
This post has been edited by პროგრესიუსი on 17 Jun 2014, 20:32