ერთხელ, ახალგაზრდობაში მოულოდნელად უფულოდ, ქუჩაში აღმოჩენილი კერქუქელმა თურქმენებმა შემიფარეს საერთო საცხოვრბელში.
ბევრი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე დადის ლეგენდები , მაგრამ თურქმენები ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ყოფილან.(ნუ აფხაზები კიდევ, მარა ეს სხვა ისტორიაა)
ხელის გულზე მატარებდნენ თვენახევრის განმავლობაში მათთვის სრულიად უცხო , სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანს .
განსაკუთრებით ერთი დამიმეგობრდა ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა , მუჰამედი ერქვა .
განუყრელად ერთად ვიყავით .
პირველად ჩემგან მოისმინა , რომ სულეიმან ფაშა და დაუდ ფაშა გურჯები იყვნენ და ძალიანაც გაუკვირდა .
კეთილსინდისიერი მუსლიმანი იყო, 5 ჯერ ლოცულობდა დღეში , არ ეწეოდა , არ სვამდა , არ ბილწსიტყვაობდა ,
მგონი არც გააჩნდა რამე ადამიანური ნაკლი ,
მეგობრისათვის თვალს ამოითხრიდა ,მარჯვენას მოიჭრიდა , მოკლედ ყველაფერს გააკეთებდა
მაგარი კაცი იყო.
მერე დედამოხნული ამერიკა ერაყში შეიჭრა და მამამისი დაიღუპა (სადამის სამხედრო იყო)
მიუხედავად იმისა , რომ მუჰამედს ჭირივით სძულდა ყოველნაირი ომი და კაცის კვლა
მაინც მეტისმეტად ამაყი იყო იმისათვის, რომ შური არ ეძია მამამისისთვის .
რამდენიმე დღე მეძებდა თურმე ,
გამომშვიდობება უნდოდა,
მერე მისმა მეგობრებმა მითხრეს , რაც წავიდა მისგან არაფერი გვსმენია, უგზოუკვლოდ დაიკარგაო .
10 წელზე მეტი გავიდა, და ახლაც გული მტკივა, რომ მახსენდება .
ქერქუქმა გამახსენა ჩემი უბედური ძმაკაცი .
ხო თემასთან დაკავშირებით,
ქერქუქსა და მოსულზე თურქეთს თავისი ინტერესები გააჩნია ,
ქერქუქში თურქმენების კომპაქტური დასახლების გამო,
მოსული კიდე ე.წ "მისაკ-ი მილში შედის " ბათუმთან ერთად თურქებისათვის.
რეალობაში გაზი და "ნეფთი" უნდათ რითაც მდიდარია ეს რეგიონები.
ამიტომ ქურთებმა ოპა მერე დაიძახონ ,რომ გადახტებიან