აჯანყებულები სტრატეგიული ქალაქის დაკარგვის ზღვარზე დგანანგუშინ გააფთრებული ბრძოლები გაიმართა სამთავრობო ნაწილებსა და მეამბოხეებს, ISIS-სა და ქურთებს, ISIS-სა და მის მოწინააღმდეგეებს შორის სირიის რამდენიმე ფრონტზე.
სამთავრობო ავიაციამ დაბომბა ქ. რაქასთან ISIS-ის ბაზა "ოსამა ბინ ლადენის საწვრთნელი ბანაკი", დაიღუპა და დაიჭრა სულ ცოტა 15 ტერორისტი.ამასობაში, ჰამა-ალეპოს დამაკავშირებელი სტრატეგიული ქალაქი მორეკი ავიაციის მიერ დაახლოებით 20-ჯერ დაიბომბა (სწორედ მორეკის აღებით რამდენიმე თვის წინ მეამბოხეებმაგაწყვიტეს მომარაგების ჯაჭვი ვადი დეიფის და ჰამიდიას ბაზებისათვის იდლიბში). ავიადარტყმების გარდა, ორივე მხარემ ქალაქში დამატებითი სამხედრო კოლონები გაგზავნა, სამთავრობო ტექნიკა მორეკს რამდენიმე მხრიდან მიუახლოვდა და გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა. მის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებული აჯანყებულები ქალაქის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.
ISIS განაგრძობს თურქეთის საზღვართან ქურთებისა და მეამბოხეების პოზიციების დაბომბვას. რამდენიმე დღის წინ ქურთებმა ქ. აინ ალ-არაბში (კობანე) ISIS-ის იერიშის შესაჩერებლად მიიღეს ცოცხალი ძალის შევსება თურქი ქურთებისაგან ...
მლეჰა - სასტიკი ბრძოლები გრძელდება დამასკოს აღმ. გუთის ქ. მლეჰაში რომლის მთლიანად დაკავებასაც არმია და ჰეზბოლა რამდენიმე თვეა ცდილობს. ბოლო სამი დღის მანძილზე მლეჰას ჰოსპიტალთან ალყაში აღმოჩენილი აჯანყებულები ბრძოლის გაგრძელებას ცდილობენ, რის დროსაც მათ სულ ცოტა 12 მებრძოლი დაკარგეს, ასევე თავი აიფეთქა ჩრდილო აფრიკელმა "ნუსრას ფრონტის" მებრძოლმა. არმიამ მლეჰაში მტრის პოზიციებს კიდევ 6 მიწა-მიწა ტიპის რაკეტა ესროლა.
აღმოსავლეთით დეირ-ეზ-ზორის პროვინციასა და ქალაქში კი ISIS პოზიციებს იმყარებს, რადგან "ნუსრას" ზოგიერთი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს იწყებს და მზადაა მის რიგებს შეუერთდეს.
ობსერვატორიის მონაცემებით ბრძოლები არ წყდება დერააში, იდლიბსა და ქუნეიტრაშიც.
http://www.dailystar.com.lb/News/Middle-Ea...x#axzz37f5yUPCm This post has been edited by პროგრესიუსი on 17 Jul 2014, 16:06